რა დაგიჯდებათ ხის სახლის აშენება: "შეიძლება ხის სახლი იმდენად კაპიტალური იყოს, რომ თავისუფლად გაუწიოს კონკურენცია ტრადიციულ სახლებს" 



„ხის სახლებზე მოთხოვნა ყოველწლიურად სტაბილურად იზრდება,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „კოჰის“ დირექტორმა მალხაზ უგრეხელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „კოჰის“ შემთხვევაში განსაკუთრებით არის გაზრდილი მოთხოვნა კომპანიების მხრიდან კომერციული დანიშნულების ობიექტების მშენებლობაზე.

„გვაქვს კერძო შეკვეთებიც, მაგრამ კომერციული დანიშნულების შენობები, მაგალითად საბავშვო ბაღი, კლინიკა, ლაბორატორია, საოფისე სივრცე, სასტუმრო თუ კაფე-რესტორანი, ახლა არის ყველაზე აქტუალური ჩვენი კომპანიისთვის.

მოთხოვნა იზრდება და მეტი ადამიანი ენდობა ხის სახლს, ხვდებიან, რომ ეს არ არის დროებითი საცხოვრებელი და თუ კარგი კომპანია აგიშენებს შეიძლება ხის სახლი იმდენად კაპიტალური იყოს, რომ
თავისუფლად გაუწიოს კონკურენცია ტრადიციულ სახლებს,“ - განაცხადა უგრეხელიძემ.

კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ „კოჰი“ კაპიტალურ ხის სახლებს აშენებს. 1 კვ.მ-ის ფასი 500-600 დოლარამდე მერყეობს. უგრეხელიძე ამბობს, რომ ყველაზე მოთხოვნადი ამჟამად ბაზარზე 60 კვ.მ ფართობის მქონე ხის სახლებია.
განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

გურულო 2025-06-28 16:01
ტრადიციულ სახლებს გაუწიოს კონკურენციაო რომ წერთ, ხის სახლები თქვენი აზრით არაა ტრადიციული? სისულელეებს წერთ მოკლედ და ვერც კი იაზრებთ ბლიად!

კომენტარის დამატება