ჰენრის ოლქის მშვიდ ლანდშაფტში, ატლანტადან მანქანით სულ რაღაც რამდენიმე წუთის სავალზე მდებარე ეს დასასვენებელი ადგილი აშკარად აღემატება ჩვეულებრივს. საუბარია მინიატურულ შუშის სახლზე, რომელიც მეუღლეებმა პარკერ და რეიჩელ ბოისებმა გასაქირავებლად ააშენეს. მინის კედლები და სახურავი ბუნებასთან რაც შეიძლება ახლოს ყოფნის გარანტია და სრული რელაქსაციის.

პატარა სახლში ცხოვრება, რაც უნდა მოხერხებული და ეკონომიური იყოს და ამ სახლით გადაადგილების თითქმის სრული თავისუფლების პერსპექტივა, ყველასთვის მიმზიდველი როდია. მეუღლეებმა, რეიჩელ და პარკერ ბოისებმა ეს კარგად იციან. 2017 წელს ჯორჯიელმა წყვილმა შეიძინა 25 კვადრატული მეტრის ფართობის
ბორბლებზე დამონტაჟებული მობილური სახლი, რომელშიც ერთი წლის ქალიშვილთან ერთად ცხოვრება ჰქონდათ განზრახული. მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ამის გაკეთება არც ისე ადვილი იყო. ბავშვი იმდენად აქტიური და "ხმაურიანი" იყო, ასეთ პატარა სივრცეში მისი გაზრდა ადვილი არ გამოდგა. თუმცა, პატარა სახლის გაყიდვის ნაცვლად, წყვილმა გადაწყვიტა, ის აირბნბ-ზე გაექირავებინა, სადაც სწრაფად იქცა ჰიტად.

პირველი სასტუმრო სახლის წარმატებით შთაგონებულმა წყვილმა გადაწყვიტა, მცირე ბიზნესი გაეფართოებინა კიდევ ერთი პატარა სახლის აშენებით, რომელიც სრულიად განსხვავებულია. ჩვეულებრივი კედლებისა და სახურავის ნაცვლად, ისინი სრულიად გამჭვირვალე გახადეს. იმისათვის, რომ სტუმრებს ვარსკვლავების ქვეშ კომფორტულ პირობებში დაეძინათ, მათ გადაწყვიტეს, სახურავი და ორი კედელი გამჭვირვალე ყოფილიყო, რაც მიმდებარე ლანდშაფტთან სრული შერწყმის საშუალებას იძლევა. ამავდროულად სტუმრები არ უნდა ღელავდნენ კონფიდენციალურობაზე, რადგან წყვილმა ახალი სახლი, ჰენრის ოლქის ტყიან ტერიტორიაზე, ატლანტიდან სულ რაღაც რამდენიმე წუთის სავალზე განათავსა.

უზარმაზარი ტერიტორია, კერძო საკუთრებისთვის, 40 ჰექტარზე მეტი ფართობით, ცივილიზაციისგან მოშორებით იდეალურ დასასვენებელ ადგილად იქცა. და მიუხედავად იმისა, რომ ორივე სასტუმრო სახლი ერთსა და იმავე ტერიტორიაზე მდებარეობს (იგეგმება შემდგომი გაფართოება), ისინი გამოყოფილია ტყის ჰექტრებით, სტუმრების სრული კონფიდენციალურობა და სიმშვიდე უზრუნველყოფილია.

აღსანიშნავია, რომ სახლი მხოლოდ საძილე ადგილი არააა, რომელიც ვარსკვლავების ქვეშ დასასვენებელ დასვენებას უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ მინიატურული სახლი ძალიან მარტივად გამოიყურება, იდეალურია კომფორტული ცხოვრებისთვის წლის ნებისმიერ დროს. მინის სიუხვე არანაირად არ მოქმედებს სასიამოვნო მიკროკლიმატის შენარჩუნებაზე როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში. ცხელ დღეებში სახლი კარგად არის ვენტილირებადი და ასევე აღჭურვილია გათბობის ფუნქციით, კონდიციონერით.

ერთი ღამის ფასი ამ სახლში 79 დოლარიდან იწყება, დასუფთავების საფასურისა და გადასახადების ჩათვლით. აქ ვაი-ფაი არ არის, თუმცა არის კვების წყარო - 1000 ვატიანი ბატარეა. ბევრს მოსწონს ასეთი ეგზოტიკური დასვენება და წყვილის ბიზნესი ყვავის.