ვის ეკუთვნის მდიდრული სახლი წავკისში, რომელსაც, სავარაუდოდ, ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი ექნება

თბილისის შემოგარენში, სოფელ წავკისში, ავანგარდული, თანამედროვე სტილის სახლი შენდება, რომელსაც, სავარაუდოდ, სახურავზე ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილიც ექნება. დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი შენდება. საბოლოო სამშენებლო ნებართვა გაცემულია მიმდინარე წლის აპრილში. პროექტირება ესპანეთში დარეგისტრირებულ საინჟინრო კომპანიას IBERPROEX ENGINEERING & PROJECT MANAGEMENT-ს ეკუთვნის.

ამავე მონაცემების მიხედვით, სახლის დიზაინმა პროექტირების მსვლელობისას გარკვეული ცვლილებები განიცადა, რაც კლიენტის მოთხოვნით იყო განპირობებული. საცხოვრებელი სახლი 1 ჰექტარსა და 3807 მეტრ ტერიტორიაზე აშენდება და სამსართულიანი იქნება. მთავარი შენობის გვერდით სამი
სახლი განთავსდება. ამასთან ერთად, სახლთან იქნება სპორტული მოედანი, ტერასები, ბაღი, ხეხილი, ავტოსადგომი, ბარბეკიუ, მომსახურე პერსონალის სახლი და ა.შ.

„ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, შენობის სახურავზე, სავარაუდოდ, ვერტმფრენის დასაჯდომი განთავსდება, თუმცა სამშენებლო ნებართვაში აღნიშნული პუნქტი მითითებული არ არის. ჩვენივე ინფორმაციით, მშენებლობა უკვე დაწყებულია. სახლის მეპატრონეა ინდოეთის მოქალაქე პარმინდერ კაურ. როგორც სამეწარმეო რეესტრის მონაცემებშია მითითებული, პარმინდერ კაურ შპს „სქაი ინტერნეიშენალის“ 50%-იან წილს ფლობს...განაგრძეთ კითხვა+დაათვალიერეთ ფოტოები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები