ყავისფერი ინტერიერში - 10 ფერი, რომელიც მას ეხამება

ყავისფერი ინტერიერში ძალიან ლამაზად და დახვეწილად გამოიყურება. რომელ ფერებთან კომბინაციაშია ეს ფერი კიდევ უფრო ეფექტური?
ყავისფერი შესაძლოა იყოს მოსაწყენიც და ეფეტურიც, ეს ფაქტია. გააჩნია, როგორ გამოვიყენებთ მას. სწორად შერჩეული ფერთა გამა ნებისმიერ ინტერიერში ელეგანტურად გამოიყურება.

მაშ ასე, ტოპ 10 ფერი, რომლიც ყავისფერს ყველაზე მეტად უხდება

1. ყავისფერი + პიტნისფერი

ეს ძალიან დახვეწილი ფერი ნამდვილად სასიამოვნო გარემოს შეგიქმნით.


2. ყავისფერი + სპილენძისფერი

მდიდარი მუქი შოკოლადისფერი და სპილენძისფერი უნიკალურ ტანდემს ქმნის, რომელიც გულგრილს ვერავის
დატოვებს.


3. ყავისფერი + თეთრი

კლასიკა. განუმეორებელი, დახვეწილი და ელეგანტური. ეს არ არის ორიგინალური კომპოზიცია, თუმცა მან გაუძლო დროს და არასდროს კარგავს აქტუალობას.

თეთრი ოლიმპის მწვერვალზე, არის უპირატეს ფერი, რომელიც ნებისმიერ ფერთან ტანდემში ქმნის დახვეწილ და გამართულ კომპოზიციას.


4. ყავისფერი + ცისფერი

ღია, ღია ცისფერი ელეგანტურ ყავისფერთან ერთად მშვიდ და ჰარმონიულ გარემოს ქმნის. ფერთა აღნიშნული შეხამება მოუხდება როგორც მისაღებსა და საძინებელს, ისე აბაზანას.


5. ყავისფერი + ფუქსია

იმისათვის, რომ ინტერიერს დახვეწილი იერი, ქალურობა და სინაზე შესძინოთ, დაუმატეთ თამამი აქცენტი ფუქსიის ფერის სახით. ვარდისფერის ეს ხასხასა ელფერი აუცილებლად გამოაცოცხლებს გარემოს.


6. ყავისფერი + ფირუზისფერი

ძალიან მოდური ფერთა შეხამებაა. ეს თანამედროვე ტანდემი ინტერიერს მეტად დახვეწილს ხდის.


7. ყავისფერი + ყვითელი

უცნაურია, თუმცა ყვითელი, ეს ხალისიანი და კაშკაშა ფერი ძალიან კარგად ერწყმის მშვიდ და გაწონასწორებულ ყავისფერს. ეს უნივერსალური დუეტია, რომელიც იძლევა საშუალებას ნებისმიერ სივრცეში შეიქმნას დახვეწილი და ჰარმონიული დიზაინი.


8. ყავისფერი + ოქროსფერი

მყუდრო, მშვიდი და მოკრძალებული ყავისფერი იძლევა იმის საშუალებას, რომ გამდიდრდეს ოქროთი. ასეთი გადაწყვეტილბა სივრცეს ბევრად ეფექტურს, მდიდრულს და თამამს გახდის.


9. ყავისფერი + ვარდისფერი

ყავისფერისა და ვარდისფერის შეხამება მოგცემთ საშუალებას შექმნათ სივრცე და სიმყუდროვე.


10. ყავისფერი + ნარინჯისფერი

ეს კიდევ ერთი უბრალო, თუმცა ძალიან მომხიბვლელი ვარიანტია. ფერთა ამ შეხამებით იქმნება დახვეწილი, ორიგინალური და თანამედროვე ატმოსფერო.

კომენტარის დამატება