ეს უცხოური ტრენდები შესანიშნავად მოერგება თქვენს ინტერიერს

წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ხასხასა მექსიკური ხალიჩა მხოლოდ მექსიკაში ან კამერუნული შლაპა მხოლოდ კამერუნში იყო აქტუალური. საბედნიეროდ, მოვიდა დრო, როდესაც ნებისმიერმა ადამიანმა თამამად შეიძლება მიმართოს ექსპერიმენტებს ინტერიერის მოწყობის დროს.

თითქმის ყველა უცხოური ტრენდი თავდაპირველად ამა თუ იმ ქვეყნის ნაციონალურ ნიშნად ითვლებოდა, დღეს კი წარმოგიდგენთ ვარიანტებს, როგორ შეგიძლიათ მათი საკუთარ სახლებში გამოყენება.

შოტლანდიური ტარტანი
ნუთუ შეიძლება შოტლანდიის ტრადიციული კუბოკრული ფიგურების გარეშე წარმოდგენა? რა თქმა უნდა, არა. უფრო მეტიც, ასეთი ფუგურები შოტლანდიელთა ინტერიერის განუყრელი ნაწილია. საინტერესოა, რომ კუბოკრული გაფორმება ბოლო დროს არა

მარტო შოტლანდიაში, არამედ მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში დიდი პოპულარობით სარგებლობს და სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება მისი ინტერიერში გამოყენება. თუმცა, თუ თქვენ გადაწყვეტთ ამ ტრენდის გამოყენებას, ეცადეთ არ გადაამეტოთ, ნუ გააფორმებთ კუბოკრული ფორმებით მთელ კედელს, ეცადეთ ის ინტერიერის მხოლოდ ნაწილად აქციოთ.



მაროკოული ფილები
მაროკოული ფილა გარკვეუწილად მოზაიკის ხელოვნებას წარმოადგენს. ეს ფილები ხელითაა დამზადებული თიხისგან და შემდეგ მოხატულია მცენარეებითა და გეომეტრიულო ფიგურებით. აქ შეიძლება შეხვდეთ რთულ სიმეტრიულ ორნამენტებს, აბსტრაქტულ ფერებსა და ექვსქიმიან ვარსკვლავებს.

ასეთი ფილების გამოყენება ძალიან აქტუალურია აბაზანაში, ასევე სამზარეულოში. თუ თქვენ მას სამზარეულოში გამოიყენებთ, ეცადეთ ავეჯი სადა ფერის შეურჩიოთ.



კამერუნული შლაპა
კამერუნის მკვიდრთათვის ეს შლაპა ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. თავდაპირველად ის გამოიყენებოდა მხოლოდ ბელადებისთვის. მოგვიანებით მას სხვა ადამიანებიც ხმარობდნენ განსაკუთრებული წვეულებების ან ქორწილების დროს.

თუ გადაწყვეტთ კამერუნული შლაპის ინტერიერში გამოყენებას, ის ოთახის ვიზუალურ ცენტრად აქციეთ. ძალიან ეფექტურად გამოიყურება ორი სხვადასხვანაირი შლაპა საწოლის თავზე, ანდა ორი ერთნაირი - ტუმბოების ან კომოდის თავზე.



შვეიცარიული შალე
თავდაპირველად შალე იყო უბრალო სახლი, რომელშიც მთებში აფარებდნენ თავს მწყემსები და მონადირეები. დღესდღეობით შალე ხის სახლს წარმოადგენს. იმისათვის, რომ საკუთარი სახლი შვეიცარიულ სტილში მოაწყოთ არა არის აუცილებელი მთელი სახლის გადაწყობა, ამისთვის საკმარისია ჭერში რამდენიმე ხის ელემენტის დამონტაჟება. ასევე კარგი იქნება იატაკზე რომელიმე ცხოველის ბეწვის გაფენა და მყუდრო ბუხრის გაკეთება.



აზულეჟუ პორტუგალიიდან
აზულეჟუ პორტუგალიური დეკორატიული მასალაა. ეს თიხის მოხატული ფილებია. ასეთ ფილებს ლისაბონის ყველა კუთხეში შეხვდებით.

ნუ შეშინდებით, გააკეთეთ ასეთი ფილები და არა მარტო სამზარეულოში, ასეთი გაფორმება საძინებელშიც შესანიშნავი სანახავი იქნება.



მექსიკური გეომეტრიული პრინტები
თამამი და კაშკაშა – სწპრედ ასე შიეძლება დავახასიათოთ მექსიკური ინტერიერი. ზოლები, რომბები, სამკუთხედები, რთული გეომეტრული პრინტები. ასეთ ატმოსფეროში ნამდვილად არ მოიწყენთ. თუ ამ ტრენდს აირჩევთ, ეცადეთ ფერი ინტერიერში დოზირებულად შეუშვათ. დაიწყეთ მომცრო ზომის ფერადი ხალიჩით შესასვლელში. ასევე შეარჩიეთ რამდენიმე მყვირალა ფერის ბალიში.

კომენტარის დამატება