2019 წლის ინტერიერის ცხელ-ცხელი ტრენდები

ექსპერტ-დეკორატორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობენ ინტერიერის დიზაინზე, ქმნიან ესთეტიკურ აქცენტებს, რომელიც 2019 წელს ყველაზე აქტუალური იქნება.

ეს წელი მკვეთრი და თამამი დიზაინერული გადაწყვეტილებების წელი იქნება, გლამურული და კაშკაშა. თუმცა, მიუხედავად მოდის ცვალებადობისა ყოველ წელს, ინტერიერის დიზაინში მთავარია კომფორტი, ინდივიდუალიზმი და გემოვნება.

არტ დეკო

არტ დეკოს ინტერიერის დიზაინში წმაყვანი ადგილი უკავია. ამ სტილის მთავარი მახასიათებლები კომპაქტურობა და რესპექტაბელობაა. ის ძვირფასი ტექნიკისა და ექსკლუზიური ავეჯის, პრიალა ზედაპირისა და გეომეტრიული ფორმების ჰარმონიული შერწყმაა.

ფერთა პალიტრა





მოდაშია კლასიკური ფერები – თეთრი, კარამელისფერი, ოქროსფერი, მუქი
ლურჯი, ასევე ფირუზისფერი და იასამნისფერი, ერთი სიტყვით - ფერები კოსმოსიდან ოკეანემდე. მთავარია ფერები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდეს.

ტექსტილი, ხავერდის ექსპანსია



ველური და ხავერდი - ეს ძვირფასი ქსოვილები გამოიყენება, როგორც აქცენტები.

ხალიჩა





აქტუალურია დიდი ზომის იატაკის ხალიჩა, რომელიც ფერით შეეხამება დეკორის სხვა ელემენტებს.

გამჭვირვალე ავეჯი





მოდის პოდიუმზე ტრიუმფალურად გამოდის გამჭვირვალე ავეჯი, პლასტიკის ან შუშის. ის სიმსუბუქეს სძენს ინტერიერს და კარგად ეხამება ლატუნის დეტალებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები