როგორი უნდა იყოს თანამედროვე კლასიკა - სტილი, რომელიც ყოველთვის მოდურია

ყველამ ვიცით, რომ კლასიკა მოდიდან არასდროს გადადის, ნეოკლასიკური ინტერიერი ხომ საერთოდ პოპულარობის პიკზეა. საქმე ამ სტილის მრავალმხრივობასა და მოქნილობაშია.

მაგალითად, ნეოკლასიკაში თავისუფლად შეიძლება მკვეთრი ფერების გამოყენებაც.
ამჯერად შემოგთავზებთ ინტერიერს, რომელიც დიზაინერებმა შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად შეასრულეს - ბინა უნდა ყოფილიყო კლასიკურ სტილში, ელეგანტური, მსუბუქი და დახვეწილი ინტერიერით.
დამკვეთებმა დააკონკრეტეს, რომ უპირატესობას ნათელ, ცოტა ცივ ფერებს ანიჭებდნენ. ამიტომაც ჭარბობს დიზაინში ცისფერი, მწვანე, თეთრი და იასამნისფერების სხვადასხვა ტონი.

განათება ტრადიციული სქემით არის დაპროექტებული, ყველა ოთახში არის განათების ერთი ძირითადი წყარო, თუმცა ეს არ
გამორიცხვას ლოკალურ განათებებსაც.
კარადები შესასვლელისა და საძინებლისთვის შეკვეთით დაამზადებინეს.

სარკეები და აბაზანის მოზაიკური პანოც ასევე ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული.
საბოლოოდ კი მიიღეს თანამედროვე ნეოკლასიკუირ ინტერიერი, რომელიც ბევრის გემოვნებას დააკმაყოფილებს.


მაშ ასე, აი, როგორი გახლავთ ყველაზე მოდური ინტერიერი

მსუბუქი და დელიკატური ფერთა გამა. პალიტრა შეიძლება შეუხამოთ ნიუანსებსა და კონტრასტებს.

ტრადიციული ელემენტები - მაღალი პლინტუსი, პარკეტი.

ოთახები უნდა იყოს ფუნქციონალური და კომფორტული, გამოყენებულია სიმეტრიული კომპოზიცია.

ლაკონური სამზარეულო, სკამები, მაგიდა და თანამედროვე ხელოვნება.


კომენტარის დამატება