იყიდება ფრენკ სინატრას სახლი მალიბუში

როცა ფრენკ სინატრა ცოლთან, ბარბარასთნ ერთად მალიბუში მეგობრების, სტივ და ეიდი გორმის სახლს ესტუმრა, ადგილმა ისინი აღაფრთოვანა. ისინი მიხვდნენ, რომ ყველა მშვენიერ სახლს შორის, რომლებსაც სინატრა ფლობდა, მათ ჭეშმარიტად ბედნიერი ადგილი იპოვეს.

მეუღლეებმა აქ მიწის ნაკვეთი შეიძინეს და 1992 წელს სახლი ააშენეს. სახლი პლაჟზე ფრენკის საყვარელი დასასვენებელი ადგილი გახდა. საკუთარ წიგნში ბარბარა სიყვარულით აღწერს მათ ცხოვრებას სანაპირო სახლში. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს პალმ-სპრინგსსა და ლოს-ანჯელესში კიდევ ორი სახლი ჰქონდათ, სწორედ აქ 1996 წელს გადაწყვიტეს მათი ქორწინების განახლება.

ბარბარას გარდაცვალების შემდეგ,
2017 წელს მისმა ვაჟმა წინა ქორწინებიდან, რომელსაც მემკვიდრეობა ერგო, სახლის გაყიდვა გადაწყვიტა. სახლის პროექტი ვარსკვლავურ არქიტექტორს, ტედ გრენცბახს ეკუთვნის, საიმედოდაა დაცული ოკეანის ტალღებისგან. თეთრი და ნათელი ინტერიერი დღისით სავსეა მზით, საღამოს შესაძლებელია მზის ჩასვლით ტკბობა. აქვს 7 საძინებელი და 9 სააბაზანო ოთახია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები