როგორ სახლში ცხოვრობს ბუბა კიკაბიძე - ბინისა და ოჯახური ფოტოები

ბუბა კიკაბიძე ვაკეში, სამსართულიან სახლში ცხოვრობს. მისაღებ ოთახში შესვლისთანვე მიხვდებით, რომ სახლში ვარსკვლავი ცხოვრობს. ირგვლივ "ორერას" აფიშებია, ანსამბლისა, რომელშიც ბატონი ვახტანგი მღეროდა და უკრავდა. კედლებს ამშვენებს ასევე წინაპართა ფოტოები, ბატონი ვახტანგი ხომ ბაგრატიონთა შთამომავალია. ამ ყველაფერს გემოვნებით ეხამება ულამაზესი ანტიკვარული ავეჯი.

 

თვალში საცემია ასევე მშვენიერი გალერეა, რომელშიც გაერთიანებულია მრავალი საინტერესო ფერწერული ტილო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს მასპინძელს მშვენიერი გემოვნება აქვს. ანტიკვარული ავეჯი კი ბატონ ბუბას ბებიისგან დარჩა.

ჯიმი ბრაუნის ეს ფიგურა მსახიობმა ნიუ-იორკში გასტროლების დროს შეიძინა, 15 წლის წინ.


ამ გრამოფონზე კი

ბატონმა ბუბამ პირველად მოუსმინა ფირფიტას. ეს გახლდათ ფრაგმენტი ზაქარია ფალიაშვილის ნაწარმოებიდან "დაისი".


კომოდზე წინაპრების ფოტოებია მოთავსებული.

მთელი სახლი ხელოვნებით არის გაჟღენთილი. ეს კი ის ნივთია, რომლითაც ბატონი ვახტანგი ამაყობს, ის თბილისელი ხელოსნის, ქიტესოვის ნახელავია.

ბუბას პირადი ცხოვრება არც ისე გასაჯაროებულია და მას არც უყვარს პირადზე საუბარი. მისი მეუღლე ირინა გურამ საღარაძის პირველი მეუღლე გახლდათ. მსახიობთან ერთი ქალიშვილი მარინა საღარაძე ჰყავს. ცნობილია, რომ ბუბამ მარინა როგორც საკუთარი შვილი ისე გაზარდა. მეუღლესთან კი საერთო ვაჟი შეეძინა.

მომზადებულია ”ექსპრეს გაზეტას” მიხედვით

კომენტარები

Зураб 2018-07-27 17:30
მრავალმხრივი ნიჭი, ნატიფი გემოვნება და პიროვნული ხიბლი -- აი ბუბას წარმატებათა სამი მთავარი მიზეზი. მადლობა ვუთხრათ წარსულისთვის და ჯანმრთელობა ვუსურვოთ მომავალში. ხსენებულ ღირსებათა გამო ეპატიება ზოგი ადამიანური სისუსტე, რომლებიც ბოლო 25 წელზე მოდის.
ნათია 2018-07-24 00:48
გილოცავთ ბატონო ბუბა 80 წლის იუბილეს❤️ ჯანმრთელობას გისურვებთ!
მარინა 2018-07-22 02:21
,,ეგრეთწოდებული“ ნინი - შენ, გეტყობა არ იცნობ ბუბას შემოქმედებას და იმიტომ სვამ უაზრო და უადგილო კითხვებს.ის, არამარტო მაგარი მსახიობი და მომღერალია, არამედ დიდებული ადამიანიც გახლავთ. ნებისმიერ ჰოლივუდის ვარსკვლავს დაჩრდილავს თავისი მრავალმხრივი შემოქმედებით, ის ნამდვილი ვარსკვლავია და იმაზე ბევრად მეტი უნდა ჰქონდეს რაც აქვს.ასე რომ, იფიქრე ნინი და მერე დასვი კითხვა!
ნათელა 2018-07-21 21:15
ჯანმრთელობას გისურვებთ ბატონო ბუბა
ნია 2018-07-21 08:39
ჯამრთელობა და დიდხანს სიცოცხლე კაცურ კაცს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები