ირმა ნიორაძის ”ანტიკვარული” სახლი პეტერბურგში

მარინის თეატრის პრიმაბალერინას, ირმა ნიორაძის სახლი ბევრს მეტყველებს დიასახლისის შესახებ. კლასიკური სტილი აქ თითქმის კულტად არის ქცეული, სამხრეთის ყვავილები კი მას ჰარმონიულად ერწყმის. მკაცრ მაგიდასა და ბუხარს კი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი სუვენირები, ფაიფურის ფიგურები და ძველებური ლარნაკები ათბობს და ამშვენებს.
რობესპიერის სანაპიროზე გადასვლამე ირმა ნიორაძის ოჯახი მარინის თეატრთან ახლოს ცხოვრობდა, თუმცა სამუშაო ადგილთან ძალიან ახლოს ცხოვრება არც ისე სასიამვნო აღმოჩნდა ბალერინასთვის, რადგან ძალაუნებურად მუდმივად იყო ჩართული თეატრის რუტინაში და სრულფასოვან დასვენებას ვერ ახერხებდა. ამიტომაც, ირმას და მის მეუღლეს, ცნობილ ქართველ

მეღვინეს, გოცა ჩხაიძეს დიდხანს არ უფიქრიათ ახალი ბინის შეძენაზე ნევის სანაპიროზე.


1990-იანი წლები დასაწყისში ეს გახლდათ ჩვეულებრივი კომუნალური სახლი, რომელშიც 10-მდე ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა მოგვიანებით ეს სახლი მთლიანად, კაპიტალურად გადააკეთეს, ააშენეს სულ ახალი კედლები და შეღებეს ნაზ, პასტელის ფერებში.


მასპინძლები სტუმრებს ძირითადად მისაღებ ოთახში უმასპინძლდებიან. თავიდან ეს ოთახი ჩაფიქრებული იყო როგორც საბალეტო სტუდია და მიუხედავად იმისა, რომ მუშაობის პროცესში შენობამ ფუნქცია შეიცვალა, სადღესასწაულო განწყობა მაინც ყოველთვის იგრძნობა. თუმცა საბოლოოდ საბალეტო ოთახი საძინებელსა და აბაზანას შორის განთავსდა, სადაც ქალბატონი ირმა პუანტებსა და საბალეტო კოსტიუმებს ინახავს.


თეთრად შეღებილი ხის ავეჯი იტალიაში დაამზადებინეს. რბილი ავეჯიც სტილით ჰარმონიულად ერწყმის მაგიდისა და სკამების ფეხებს. ავეჯის გობელენის ორნამენტები ეხამება ფარდის ორნამენტებს. კედლები სპილოს ძვლისფერშია გადაწყვეტილი და მშვენერ ფონად ედება ლამაზ, ფუმფულა ყვავილებს, რომელიც ასე ძალიან უყვარს ირმა ნიორაძეს. ოთახის ინტერიერში ძალიან ლამაზად ჯდება დიდი ფაიფურის ჭაღები.


ოთხი ბუხარი 
თეთრი ფერის იაპონური როიალი, იამაჰა, ირმას დაბადების დღეზე მეუღლემ აჩუქა. ამ ინსტრუმენტის შეძენა ერთ-ერთ ცნობილ რუს მომღერალს სურდა, თუმცა გოჩამ მოახერხა მაღაზიის მეპატრონესთან მოლაპარაკება და საბოლოოდ როიალი ირმას სახლში აღმოჩნდა. ინსტრუმენტზე დიდი სიამოვნებით უკრავს ხოლმე ირმა. რაც შეეხება ბუხარს მისაღებში, ის ირმამ ბრიტანული გასტროლების დროს შეიძინა. ინგლისური ტრადიციის შესაბამისად, კედელში ჩაშენებული ბუხარი მოპირკეთებულია ფიგურული კერამიკული ფილებით. მის თავზე განთავსებული თარო კი დატვირთულია სხვადასხვა ფაიფურის ფუგურით, ბაროკოს სტილის საწინააღმდეგოდ, როგორ სტილშიც არის გადაწყვეტილი ქალბატონინ ირმას ბინა, ბუხარი ძალიან სადა გამოიყურება, მას არ ამშვენებს დიდი, მოოქროვილი სარკე, ის ძალიან სადად გამოიყურება. ბალერინას სახლში ოთხი ბუხარი აქვს, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი არის მოქმედი.


ბრიტანეთი-ბრაზილია
კაბინეტს ამჟამდ ბალერინას ვაჟი, ილიკო განაგებს, ის აქ მეცადინეობს. ოთახი მკაცრ, ინგლისურ სტილშია გადაწყვეტილი. რაც უფრო მაღლა მიდის მზერა, მით მეტად ღიავდება ფერები. ტყავისა და ხის ავეჯი კაკაოსფერია, კედლები კი ზეითუნის ზეთის ფერია, დაბურული შუშის ჭაღი კი, რძისფერი.

კედლებს ამშვენებს სურათები, თუმცა არა ინგლისური ხასიათის -ზამთრის პეტერბურგი და ნევის პროსპექტი.  

კომენტარები

ეკა 2020-08-27 21:20
ვისაც გონია რომ შურიანობის გამო უწუნებენ გემოვნებას ირმას ის არის საცოდავი ადამიანი.
ნანა 2019-07-16 18:04
პირიქით ძალიან თბილი სახლია,თბილ და ნაზ ფერებში გადაწყვეტილი.ვაი შურიანების ბრალი,რომ ვერასოდეს ეღირსებიან ასეთ სახლს და ბოროტებას და ბოღმას ანთხევენ.
ია 2018-11-02 15:44
ცივია ეს სახლი :( მდიდრული, ლამაზი, მაგრამ ცივი. თვალიერებითაც დავიღალე :) 1 მყუდრო კუნჭულს ვეძებდი, სადაც მყუდროს ვირძნობდი თავს და ვერ ვიპოვე.
nia 2018-01-30 16:14
ვაი თქვენ შურიანებო და ბოროტებო,თორემ მაგას არც ძვირიანი ძველმოდურის შეძენა უჭირს და არც ახალმოდურის.მოდა იცვლება კლასიკა კი რჩება.
ოლიკო 2017-08-02 12:55
ოპერა სახლშიც და სამსახურშიც,მოსწონს ირმას ასეთი ეპატაჟური ცხოვრება,გემოვნებაზე არ დაობენ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები