ქართველი ტელეწამყვანების ფეშენებელური სახლები

ტელევიზიას რომ ჯადოსნური ძალა აქვს, ეს უკვე კარგად ნაცნობი ამბავია. ტელეწამყვანები კი, რომელთაც ყოველდღიურად ვხვდებით ეკრანებიდან, ოჯახის წევრებივით გვყავს. შესაბამისად, მათ მიმართ ინტერესიც დიდია. გთავაზობთ სახლებს, რომლებშიც ცნობილი წამყვანები ცხოვრობენ - მათ ჟურნალ "შინ"-ს სხვდასხვა დროს უმასპინძლეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, მარიამ ვაშაძე რომელიც „მოამბის“ სტუდიიდან ახალ ამბებს გვამცნობს, მეუღლესთან, ლექტორ და ბიზნესმენ ვანიკო ბენიძესთან ერთად ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, თბილისურ ცათამბჯენში ცხოვრობს. ესაა ადგილი, სადაც კორპუსები მიჯრითაა აგებული, მაგრამ მათ ბინაში შეაბიჯებ თუ არა ფეხს, სულ სხვა რეალობაში ხვდები და გავიწყდება,
ორი წუთის წინ აქ საიდან მოხვდი...

ტელეწამყვანის ბინა სამ სართულზეა განთავსებული (X-XI-XII). მეათე სართულზე ლიფტით პირდაპირ ბენიძე-ვაშაძის ოჯახში ხვდები, ზედა სართულებზე კი აივნიდანაა ასასვლელი. მეათე სართული საცხოვრებლადაა მოწყობილი, მეთერთმეტე - სტუმრებისთვისაა განკუთვნილი, მეთორმეტე კი - ღია ტერასაა, რომელიც სიმაღლით, ფაქტობრივად მამა დავითის ეკლესიას უსწორდება და მთელი თბილისი ხელის გულივით მოჩანს.

საცხოვრებელ ფართში მისაღები, სამზარეულო, კაბინეტი და საძინებლებია განთავსებული. ერთი თვალის მოვლებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ მიხვდე, ყველაფერი როგორი გემოვნებით და მონდომებითაა გაკეთებულ-შერჩეული. აქ არც ერთი ნივთი უმიზნოდ, „ისე უბრალოდ“ არ დევს, თითოეული წვრილმანიც კი რომელიმე დეტალს ეხამება. ყველგან და ყველაფერში სისადავე, გემოვნება და კომფორტი იგრძნობა.

ნახეთ უფრო მეტი ფოტო და მარიამის ინტერვიუ: მარიამ ვაშაძისა და ვანო ბენიძის გემოვნებიანი ბინა თბილისურ „ცათამბჯენში“

„შაბათ-კვირის დილის“ წამყვანი მანიკა ასათიანი მეუღლესთან - ბექა წივწივაძესა და შვილ-თან ერთად ვაკეში ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრობს. ბინის რემონტი და დიზაინი დია-სახლისის გემოვნებით და უშაულო ჩართულობით გაკეთდა.

„თავიდან, როცა მე და ბექამ ბინის ყიდვა გადავწყვიტეთ, რა თქმა უნდა, ადგილის მიხედვით დავიწყეთ ძებნა. იქიდან გამომდინარე, რომ ბექა ვაკეშია დაბადებულ-გაზრდილი, უფ-რო ეს უბანი გვინდოდა. მე საბურთალოზე გავიზარდე და იქაურობაც ძალიან მიყვარს, თუმ-ცა ამ კორპუსიდან 20 მეტრში ბებიაჩემი ცხოვრობდა, მასთან დიდ დროს ვატარებდი და ამ ქუჩასთან რაღაცნაირად თითქოს ბავშვობაც მაკავშირებს. თან ცენტრალური გამზირიდან ოდნავ მოშორებულია, არაა ისეთი ხმაური და მოძრაობა და ეს მომწონს. ეს კორპუსი მდება-რეობის გამო შევარჩიეთ. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული მშენებლობა, მაინც გავრისკეთ და მშენებარეში შევიტანეთ თანხა. როგორც ყველას, ჩვენც გაგვეწელა ეს პროცესი. გიოზე ვიყავი ფეხმძიმედ, როცა ბინა შევიძინეთ და ამ ახალ წელს გადმოვედით, გამოდის, რომ ოთხწელიწად-ნახევარი დასჭირდა ყველაფერს. დიზაინერი არ მყოლია, შეიძლება ამას დღეს გარკვეულწილად ვნანობ, რადგან რაღაც დეტალები მაკლია, ბოლომდე „შევსებულიც“ არ ვარ. თავიდან ერთი სული გვქონდა, როდის გადმოვიდოდით და როგორც კი იმ მდგომარეობამდე მივედით, რომ უკვე საცხოვრებლად მზად იყო, გადმო-ვედით... მერე, როგორც ხდება ხოლმე, რაღაცების გაკეთება დავიწყეთ და ესეც გამეწელა. საერთო ჯამში ჩემი სახლით და რემონტით მაინც კმაყოფილი ვარ, ფერები არის ისეთი, რო-გორიც მე მიყვარს: მშვიდი, არც ძალიან ფერადი და შემაწუხებელი და არც სულ მთლად თეთრი.

ზოგადად თეთრი მიყვარს, მაგრამ ჭარბად ეგეც მაღიზიანებს. აქ რასაც ხედავთ, ყვე-ლაფერი, ყველა დეტალი ჩემი ნაფიქრი და ნაწვალებია, თუ შეიძლება ასე ითქვას (იღიმის). მე დავდიოდი, ვარჩევდი, ვხაზავდი, ვხატავდი, ვაჩვენებდი ხელოსნებს და მოკლედ, თავიდან ბოლომდე ჩართული ვიყავი ამ პროცესში.“ - აღნიშნა მანიკა „შინ“-თან ინტრვიუში

უფრო მეტი ფოტო ნახეთ სტატიაში - რატომ შეაჩერა რემონტი 2 თვით მანიკა ასათიანმა და როგორია მისი ბინა ახალაშენებულ კორპუსში

მუსიკალური შოუების წამყვანის, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის ლელა მებურიშვილის სახლიც ვაკეში მდებარეობს. ბინა სრულიად მისი მეუღლის, ბაჩო საგანელიძის მოწყობილია და მინდა გითხრათ, რომ იდეალურადაა ყველაფერი გაკეთებული.

„ეს ბინა ჩემი მეუღლის ოჯახს ბაჩოს ბავშვობის დროიდან აქვს. მაგრამ დაახლოებით 5-6 წლის წინ, ბაჩომ გადაწყვიტა, საკუთარი გემოვნებით გადაეკეთებინა და აქ მარტოს ეცხოვრა. მისი ოჯახის წევრები ამ ფაქტით დიდად არ მოხიბლულან, ურჩევდნენ, გაყიდე და სადმე უკეთეს ადგილას, ჰაერზე იყიდე, ამას რომ გაარემონტებ, ვეღარ გაყიდი, დაგენანებაო. ბაჩომ არ დაიჯერა და თავიდან ბოლომდე გააკეთა. ავეჯი, ჭურჭელი და საერთოდ ყველაფერი რომ შეიძინა და ბინა ბოლომდე მოაწყო, ზუსტად იმ პერიოდში გავიცანით ერთმანეთი და მალევე გადავწყვიტეთ ერთად ცხოვრება. არადა, ამბობს, როცა ამ ყველაფერს ვაკეთებდი, ერთი წუთითაც არ ვფიქრობდი, რომ უნდა დავოჯახებულიყავი და ჩემს ცოლ-შვილთან ერთად აქ მეცხოვრაო. მართლაც, ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ აქაურობა შვილებიანი ოჯახისთვის შექმნილს არ ჰგავს.

აი, მაგალითად, საძინებელში სინათლე მხოლოდ საწოლის ერთ მხარეს ინთება, ანუ არც უფიქრია, რომ მეუღლის მხარესაც გაეკეთებინა ჩამრთველი, შუქს მხოლოდ თვითონ აკონტროლებდა და ეს საკმარისად ჩათვალა (იღიმის). აქაურობა ისე ჰქონდა მოწყობილი, ჩემს ჩარევას არც ერთ ასპექტში არ საჭიროებდა, მაგრამ რაღაცებმა ნელ-ნელა, თავისთავად მოითხოვა ცვლილება. მართალია, ამ ეტაპზე წყნეთში, სუფთა ჰაერზე ვცხოვრობთ, რაც ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს სახლი მაინც მენატრება და მიყვარს, საუკეთესო პერიოდი გვაქვს აქ გატარებული - მე და ბაჩომ თანაცხოვრება აქ დავიწყეთ, ჩვენი ორივე შვილი აქ გაჩნდა. ძალიან კარგი აურაა და მსიამოვნებს აქ ყოფნა. აქედან ყველაფერი ახლოსაა და ამ მხრივ კომფორტულია, მაგრამ ჰაერის პრობლემას ვაწყდები, მით უმეტეს, რომ ცენტრალურ გამზირზე ვართ და სულ მანქანების მოძრაობაა. მე გათხოვებამდე ლესელიძეზე ვცხოვრობდი, სადაც საშინელი ხმაური და ჩაგუდულობაა, აქ იმასთან შედარებით სიმშვიდეა, მაგრამ ზაფხულში მაინც გვიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ბაჩომ ოთახების განლაგება განზრახ შეცვალა და საძინებელი შიდა ეზოს მხარეს გადმოიტანა...“ - ამბობს ლელა.

იხილეთ მეტი ფოტო სტატიაში - რატომ გადავიდა ლელა მებურიშვილი ნაქირავებ ბინაში

„პრაიმ შოუს“ წამყვანს ნინო ნადირაძე-კუზანოვასა და მის მეუღლეს გუგა კუზანოვს შესანიშნავი სამსართულიანი სახლი აქვთ, რომელსაც 4 წელი აკეთებდნენ. სახლს დიდი ეზო აქვს და სამ სართულზე სხვადასხვა ოთახია განაწილებული - მისაღები და სამზარეულო, ასევე გუგას კაბინეტი პირველ სართულზეა. მეორე სართულზეა განთავსებული საძინებლები აბაზანებით. მესამე სართულზე ბარია, ასევე ნინოს დიდი საგარდერობე ოთახი. სახლს დიდი ტერასები აქვს, რომლებიც ჯერ არ არის ბოლომდე ათვისებული, ისევე, როგორც ეზო.


მეტი ფოტო იხილეთ სტატიაში - ნინო ნადირაძისა და გუგა კუზანოვის სამსართულიანი სახლის ინტერიერი და გამწვანებული ეზო

ეკლა ჟვანია

კომენტარები

ანა 2021-12-08 12:08
სახლები არაჩვეულებრივი აქვთ და თან გემოვნებით მოწყობილი. თქვენ ერთი ეს გაგვირკვიეთ, რა იკადრეს ისეთი, ასეთი სახლების შეძენის და შენახვის საშუალება რომ აქვთ.
elene 2021-09-28 20:19
ვაშაძის არის ყველაზე ლამაზი, აშკარად ყველაზე კარგი გემოვნება აქვს
წავიდნენ ამათი 2020-03-22 08:55
რომ გადმოაგდებენ ენას და ხანდიხან ხალხის სახელით ლაქლაქებენ თვითონ ათასები არ კმარათ ხალხში ვის თვლიან?
gocha 2020-02-14 11:22
momcons tqveni gadacemebi da momcons rom kargad cxovrobt gaixaret
ტოტო 2020-02-13 13:12
ძალიან გემოვნებიანი ტელეწამყვანები გვყავს.

კომენტარის დამატება