ტოპ 15: ცნობილი ადამიანების პირადი თვითმფრინავები

ანჯელინა ჯოლი


ანჯელინა ჯოლი უსწრაფესი ერთძრავიანი თვითმფრინავის მფლობელია, რომელსაც ანალოგი მთელ მსოფლიოში არ აქვს. მსახიობს მფრინავის ლიცენზიაც აქვს. თვითმფრინავის შტურვალთან თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს და ბავშვებთან ერთად ხშირად მართავს კიდეც მას.

ტომ კრუზი

ტომ კრუზი 19 ადგილიანი, 36 მლნ დოლარიანი თვითმფრინავის მეპატრონეა. ჰოლივუდის ვარსკვლავს აქვს მფრინავის ლიცენზია და ხშირად დაფრინავს საკუთარი თვითმფრინავით პრემიერებსა და ფესტივალებზე.

ჯიმ კერი


საკუთარი თვითმფრინავით დაფრინავს შეუდარებელი ჯიმ კერიც. მას 20-ადგილიანი თვითმფრინავი ჰყავს, რომელიც 50 მლნ დოლარზე მეტი დაუჯდა.

ოპრა უინფრი

ტელეწამყვანისა და საზოგადო მოღვაწის, ოპრა უინფრის
საკუთრებაში 10-ადგილიანი, 42 მლნ დოლარიანი თვითმფრინავია. ამ თვითმფრინავის შენახვა ოპრას წელიწადში 1,5 მლნ დოლარი უჯდება.

ჯეი ზი

ბიონსემ საყვარელ მეუეღლეს მამის დღესთან დაკავშირებით საოცარი საჩუქარი გაუკეთა - კერძოდ კი 15-ადგილიანი, 50 მლნ დოლარად შეფასებული თვითმფრინავი აჩუქა. თვითმფრინავში ყველაფერია კომფორტული დასვენებისთვის - მისაღები, საძინებელი, 2 აბაზანა და სამზარეულო.

ჰარისონ ფორდი

ჰარისონ ფორდს ერთი თვითმფრინავი არ ამკაყოფილებს, მას ჰყავს 6 თვითმფრინავი და ერთიც ვერტმფრენი. თითოეული თვითმფრინავი დაახლოებით 18 მლნ დოლარი ღირს.

დონალდ ტრამპი

ბოინგ 757 მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული 5 თვითმფრინავიდან ერთ-ერთია და ის დონალდ ტრამპის მფლობელობაშია. თვითმფრინავის სალონი სასტუმროს აპარტამენტებს წააგავს, სადაც 40-ზე მატი ადამიანი თავისუფლად განთავსდება.


ავეჯი უმაღლესი ხარისხის ხის მასალისგან არის დამზადებული. ყველაფერი ამის საფასური კი 100 მლნ დოლარია.

ტაიგერ ვუდსი


გოლფის ლეგენდას კი 53,5 მლნ დოლარად შეფასებული თვითმფრინავი აქვს მფლობელობაში.

ბილ გეიტსი


მილიარდერს 40 მლნ-იანი თვითმფრინავი ჰყავს.

ჯონ ტრავოლტა

ჯონ ტრავოლტა ნამდვილი ავიაპარკის მფლობელია. მასაც აქვს მფრინავის ლიცენზია და ჰყავს ათობით თვითმფრინავი.


სელინ დიონი

მომღერლის თვითმფრინავი 40 მლნ დოლარი ღირს. ის 18 ადამიანზეა გათვლილი.


მორგან ფრიმენი

მფრინავის ლიცენზიაც აქვს მორგან ფრიმენს და 4 თვითმფრინავიც ჰყავს. 10 წელზე მეტია მსახიობი თვითმფრინავებს თავად მართავს.

რალფ ლორენი

ეს კი რალფ ლორენის საკუთრებაა.

რომან აბრამოვიჩი

რომან აბრამოვიჩი საკუთარ თვითმფრინავს დიდი ხანია თავად მართავს, მის საკუთრებას სახელიც კი შეარქვეს, "ბანდიტი". მისი ღირებულება 80 მლნ დოლარია. გარდა ამ თვითმფრინავისა აბრამოვიჩს სამი ვერტმფრენიც ჰყავს.

ფილიპ კირკოროვი

რუსული ესტრადის ვარსკვლავიც დაიკვეხნის საკუთარი თვითმფრინავით - ეს ფუფუნება მას 10 მლნ დოლარი დაუჯდა.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები