ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ყოფილი სახლი მანჰეტენზე, რომელშიც თავისი ბოლო რომანი "ნაზია ღამე" დაასრულა


ეს გახლავთ პენტჰაუსი, სადაც მწერალმა თავისი ბოლო რომანი დაასრულა.


სხვათა შორის, აქ არა მხოლოდ ლეგენდარული "დიდი გეტსბის" ავტორი ცხოვრობდა, არამედ მისი ახლო მეგობარი და თანამშრომელი, მწერალი დოროთი პარკერიც. სწორედ აქ დაასრულა ფიცჯერალდმა თავისი მეოთხე და ბოლო რომანი, "ნაზია ღამე".

მეგობრები ამ სახლში დიდხანს არ დარჩენილან - პარკერი ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად, რათა მეუღლესთან, ალან კემპბელთან ერთად გაეგრძელებინა სცენარისტის კარიერა და 1937 წელს ოსკარის ნომინაციაც კი მიიღო სცენარისთვის "ვარსკვლავი დაიბადა" . ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი 1940 წელს გარდაიცვალა, სულ რაღაც 44 წლის ასაკში.

ორსართულიანი პენტჰაუსი თავდაპირველად აპრილში იყო გასაყიდად გამოტანილი 6 მილიონ დოლარად. ახლა ის 4,5 მილიონ დოლარად იყიდება.
სახლი 13-სართულიანი შენობის მე-10 და მე-11 სართულებზე მდებარეობს. საერთო ფართობი 300 კვადრატული მეტრია. ზედა სართულზე განთავსებულია 18 მეტრის სიგრძის გალერეა, სამზარეულო, სასადილო ოთახი და ფართო ტერასა, საიდანაც აღმოსავლეთ მდინარეზე იშლება ხედი. პირველ სართულზე განთავსებულია სამი დიდი საძინებელი, მათ შორის საძინებელი ორი სველი წერტილით და გასახდელი ოთახით (საკმარისად დიდია ოფისად გადასაკეთებლად).

პენტჰაუსი ამჟამად მუსიკალურ პროდიუსერ მელ ლევინტერს ეკუთვნის, რომელმაც ის 1970-იან წლებში შეიძინა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები