ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაური სახლები

გამოჩენილი ადამიანები ხშირად გამოირჩევიან ექსტრავაგანტული ქმედებებით და ზოგჯერ სახლებიც კი, რომელშიც ისინი ბინადრობენ, ძალიან უცნაური და არაორდინარულია. არ გჯერათ?

საკუთარი თვალით ნახეთ.

პიერ კარდენი


ცნობილმა მოდელიერმა პიერ კარდენმა ეს სახლი 1991 წელს შეიძინა. სახლი კანის მახლობლად, ერთ-ერთი კლდის მწვერვალზე მდებარეობს და აშენებიდან 30 წლის შემდეგაც კი საკმაოდ ფუტურისტულად და არაორდინარულად გამოიყურება.



ლე კორბიუზიეს ქოხი

ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროზე აშენებული ეს საოცარი სახლი არქიტექტურის სახელმძღვანელოებშიც კი არის შესული. 1951 წელს მეუღლესთან ერთად საფრანგეთში, ზღვის სანაპიროზე დასასვენებლად ჩასული კობიუზიე იმდენად მოიხიბლა ადგილობრივი ხედით,
რომ პატარა სასტუმროს მაგიდასთან სულ რაღაც ნახევარ საათში გააკეთა ამ საოცარი 15-მეტრიანი სახლის ესკიზი. ეს სახლი მისი მშვენიერი მეუღლის, ივონას საჩუქარი გახდა. სწორედ ამ სახლში გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი არქიტექტორი გულის შეტევით 1965 წელს.



გერიტ რიტველდი

გერიტ რიტველდის მიერ დაპროექტებულმა ამ სახლმა საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია. ითვლება, რომ ცნობილი არქიტექტორის ამ პროექტმა 1920 წლის აბსტრაქტული მხატვრობა არქიტექტურაში გადაიტანა. სახლი 1924 წელს აშენდა. სწორედ ამ სახლში გაატარა გერიტ რიტველდმა სიცოცხლის ბოლო წლები.





სალვადორ დალი

სალვადორ დალის ამ შედევრს ერთმა პატარა მეთვზის ქოხმა დაუდო სათავე, რომელიც მხატვრის სასიყვარულო ბუდე გახლდათ, აქ ის თავის მუზებთან ერთად ატარებდა ხოლმე დროს. თავდაპირველად დალიმ ეს სახლი ნასესხები ფულით იყიდა, თუმცა დროთა განმავლობაში მხატვრის პოპულარობა იზრდებოდა და შესაბამისად იზრდებოდა მისი შემოსავალიც, ვითარდებოდა ქოხიც, მას ნელ-ნელა მეზობელი ქოხები შემოუერთდა და ჩამოყალიბდა ნამდვილი ლაბირინთი.



ამ სახლში მხატვარი ცხოვრობდა და მუშაობდა 1930 წლიდან 1982 წლამდე. სწორედ აქ შეიქმნა მისი შედევრების უმეტესობა.

ფილიპ ჯონსონი



დასამალი არაფერი გვაქვს! ჯონსონის ეს შუშის სახლი 1949 წელს აშენდა. გამჭვირვალე მინის კედლები შავ კარკასზეა მიმაგრებული. სახლს ოთახები არ აქვს, არის ერთ დიდი სივრცე. შუაში არის აბაზანა და ბუხარი. არქიტექტორს ამ სახლში არ უცხოვრია, მხოლოდ დასასვენებლად სტუმრობდა.

ნაომი კემპბელი

ნაომი კემპბელის ეს საოცარი უძრავი ქონება თურქეთის ერთ-ერთ კუნძულზე მდებარეობს. ეს სახლი მას ერთ-ერთმა ცნობილმა რუსმა ბიზნესმენმა აჩუქა, რომელიც თანამედროვე არქიტექტურის დიდი თაყვანისმცემელი ყოფილა. სახლი ესპანელმა არქტიტექტორმა ლუის დე გარიდომ ააშენა. სახლი წარმოდგენილია მინის გუმბათის სახით, მაღლიდან კი ის თვალს წააგავს. სახლი არის მაქსიმალურად ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა. ასევე ძალიან მდგრადი გარემო-პირობების მიმართ.

კომენტარის დამატება