ინდური კარი, ძროხის ტყავით მოპირკეთებული იატაკი და ვარდის ხის სკამები - ამ მსახიობის სახლი გაგაოცებთ!

ჰოლივუდის მსახიობი უილ სმიტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად და მოთხოვნად მსახიობადაა აღიარებული, შესაბამისად ინტერესი მის მიმართ საკმაოდ დიდია. მოდით ვნახოთ, როგორ სახლში ცხოვრობენ უილ, ჯადა, ტრეი, უილოუ და ჯადენ სმიტები.
სახლი სამუელ სონის დაპროექტებულია, ხოლო ინტერიერი ჯუდიტ ლანსის ეკუთვის. სმიტების სახლში სიძველის ელემენტები ჭარბობს. შესასვლელი კარი ჩრდილოეთ ინდოეთიდანაა ჩამოტანილი და მოჩუქურთმებული კიბეებით დამშვენებულ ჰოლს საოცარ ელფერს მატებს. იატაკის დეკორირება უიშვიათესი, ძროხის ტყავითაა მოპირკეთებული. სასტუმრო ოთახის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ვარდის ხის სკამებია. ოთახს უძველესი, მაროკოდან ჩამოტანილი სპილენძის, დახვეწილი ოსტატობით შესრულებული ლამფები ანათებს.

აქვეა ორსვეტიანი დივანი, რომელიც ჭერზე სელის თოკებითაა მიმაგრებული. დივანი ოთახს ორიგინალურობას მატებს. რაც შეეეხება საძინებელ ოთახს, აქ ფერთა შეხამება საოცარ სიმყუდროვეს ქმნის. ერთი სიტყვით, სახლი მართლაც რომ საუკეთესოდაა დაპროექტებული, აქვს უმშვენიერესი დიზაინი და აკმაყოფილებს ვარსკვლავურ მოთხოვნებს.

კომენტარები

TAMUNA 2016-02-22 21:54
ZALIAN MOMEWONA. MEC VISURVEBDI ASETS
sofokle 2016-02-22 13:09
dalis! tqven ar xart martali! swori formaa da sworadac weria kari!!!!
დალი 2016-02-22 07:52
ძალიან მომეწონა.ოღონდ ინდური კარი არა . სწორი ფორმაა ინდური კარები!
მარი 2016-02-21 12:35
ai zangic amas qvia da chven ki vart gatakebi
ქეთი 2016-02-18 14:42
მაგარიააა
მუდროდ იგრძნობ თავს ამ სახლში

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები