როგორ ცხოვრობს ჯორჯო არმანი - ცნობილი დიზაინერის საოცარი სახლები

 იახტა

86 წლის მილიონერის, იტალიელი ჯორჯი არმანის ალბათ ნებისმიერ კაცს  შეშურდება - ვილები სენ-ტროპესა და კარიბის კუნძულებზე,  სახლი ტოსკანაში და ყველაზე ძვირად ღირებული პენტჰაუსი  ნიუ იორკში.

ყველას ფრენა როდი უყვარს.  არმანი, მაგალითად, უპირატესობას საზღვაო ტრანსპორტს ანიჭებს. 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად იტალიელმა საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთა და პირველი მეგა იახტა შეიძინა. იახტას მარიუ დაარქვა -სახელი  ბავშვობის მოგონებებიდან. 9 წლის წინ იახტა გაყიდა, თუმცა იგივე ფირმას ახლი შეუკვეთა. ახალი 15 მეტრით უფრო გრძელია და თვალშისაცემია მისი მუქი მწვანე კორპუსი.  

ინტერიერი ძალიან საინტერესო და

რომანტიულია. დიზაინერს მიაჩნია, რომ განტვირთვა მხოლოდ ნახევრად ბნელ სივრცეშია შესაძლებელი. მოსაპირკეტებლად გამოყენებულია მარმარილო და დაბურული მინა.  

სახლი სანტ-მორიცში

ეს შენობა გარედან არაფრით გამოირჩევა დანარჩენი შენობებისგან, თუმცა შიგნით ნამდვილ იაპონურ სასტუმროში აღმოჩნდებით.

იაპონელები ხომ მინიმალიზმის მიმდევრები არიან და ამ შემთხვევაშიც ინტერიერში შეხვდებით მკვეთრ ხაზებსა და მშვიდ ფერებს.

ავეჯი ძირითადად არმანის სტილშია, თუმცა არის ანტიკვარიც. აქ თავს იწონებს თეთრი დათვის ფიტული, მეგობრის საჩუქარი. ამ ფიტულის პატივსაცემად რეზიდენციას „თეთრი დათვის სახლსაც“ კი უწოდებენ.

ოთახების დიზაინისთვის გამოყენებულია მარმორინის მასალა, რომელიც ძირითადად მარმარილოს ბაზაზეა დამზადებული. ტექსტილი, როგორც მოსალოდნელია, უაღრესად დახვეწილი და ძვირფასი, ძირითადად აბრეშუმი და ქაშმირი.

ვილა ანტიგუაზე

უფრო სწორად კი კომპლექსი რამდენიმე ვილისა და პავილიონისგან. ყველაფერი ეს გაერთიანებული ერთ რთულ კონსტრუქციაში. არმანი იშვიათად არის სახლში მარტო. როგორც წესი, მას ხშირად ჰყავს სტუმრები. ამიტომაც არის, რომ ანსამბლის ცეტრში მოწყობილია დიდი მისაღები, სადაც სტუმრები თავდავიწყებით ერთობიან ხოლმე, დასაძინებლად კი ბუნგალოებში ნაწილდებიან.  

ვილას საკუთარი სანაპიროც აქვს.

შენობა ტრადიციული კუნძულის არქიტექტურის სტილშია აგებული. ინტერიერი ამჯერადაც არმანისეული გახლავთ - ლაკონიზმი და ცოტა ცივი, ნაცრისფერ-ყავისფერი.  

სახლი ფორტე დეი მარმიში

პირველი სახლი ქალაქგარეთ, რომელიც ჯორჯო არმანიმ ჯერ კიდევ 1980 წელს იყიდა და მოაწყო, ისევ მის მფლობელობშია და ნახევარ საუკუნეში აქ ბევრი არაფერი შეცვლილა.  ყოფილი ფერმა ელეგანტურ და დახვეწილ სახლად გადაიქცა. დიზაინერი თვლის, რომ ინტერიერს ამშვენებენ ადამიანები და არა ავეჯი. ინტერიერი მხოლოდ ფონია, სახლში კი უნდა იცხოვრო და თავი მაქსიმალურად კომფორტულად უნდა იგრძნო.

ანტიგუაზე ჯორჯო არმანი ზამთარს თუ ატარებს აქ სეზონთაშორისი პერიოდის გატარება მოსწონს. ლაკონური ინტერიერი უხვად არის გაჯერებული სინათლით. დიზაინერს უყვარს მონუმენტალიზმი, პატივს სცემს სუფთა ფორმებს და აგროვებს არტ-დეკოს. მისი ფეტიშია იოსეფ ჰოფმანის დიზაინით შექმნილი პატარა მაგიდები მისაღებ ოთახში.

სახლი სენ-ტროპეში

ეს მე-19 საუკუნის სახლი არმანიმ მხოლოდ იმიტომ იყიდა, რომ ახლოს ყოფილიყო დასთან. სახლს მიაშენეს სტუმრების მისაღები შენობა თავისი აუზით და ასე გააფართოვეს. დანარჩენი გეგმა კი უცვლელი დარჩა.

ამ სახლში ძალიან ბევრი ანტიკვარიატია. დიზაინერი აღიარებს, რომ იყო მის ცხივრებაში პერიოდი, როდესაც თითქმის მთელი მისი შემოსავალი სენ ტროპეში ანტიკვარიატის ბაზრობას ეწირებოდა.

სახლის კედლები ბუნებრივი მარმარილოთია მოპირკეთებული, რაც მას განსაკუთრებულ სინათლეს ანიჭებს. მსგავსი ინტერიერი გახლავთ არმანის მილანურ ბუტიკში.

ვილა სიცილიაზე

სიცილიის სამხრეთით მდებარე პატარა კუნძულმა, პანტელერიამ ბევრი ადამიანი შეიფარა. არმანიმ აქ ვილა 1970 წლების ბილოს შეიძინა. ეს მისი პირველი საზაფხულო რეზიდენცია იყო. ახლა, ივნისი და ივლისი არმანისთვის პანტელერიას თვეებია.

სახლი გარე სამყაროს პალმების ტყით არის მოწყვეტილი. ისეა აშენებული, რომ ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებშიც კი შიგნით სიგრილეა. სახლი 7 ოთახისგან შედგება.

ინტერიერი საკმაოდ ასკეტურია. შექმნილია ქვისა და დაუმუშავებელი  ხისგან. ტექსტილი გახლავთ ცოტა უხეში, თუმცა საკამოდ ლაკონური და ძვირფასი, აქ მოიძებნება ანტიკვარიატის ადგილიც.  

დადის ხმები, რომ არმანის ამ სახლის საბერძნეთის ერთ-ერთ კერძო კუნძულზე გადაცვლა უნდოდა და ამის გამო რომან აბრამოვიჩსაც კი ეპაექრებოდა.

სახლი მილანში

ჯორჯო არმანის საქალაქო ფონდში კი პირველ რიგში მისი მილანური სახლი შედის. ამ აპარტამენტების მფლობელი დიზაინერი 1980 წლიდან გახლავთ. ის ძალიან ახლოს არის არმანის მილანურ ბუტიკთან. აქვე გახლავთ მისი მოდის სახლის ოფისი და არმანის თეატრი, რომელიც მისი ჩვენებების პრეზენტაციებს ემსახურება.

ინტერიერი საუცხოო გახლავთ. აქ ნახავთ გორილასა და უზარმაზარი პანტერას ფიტულებს, ტყავით მოპირკეთებულ კედლებს,  შავი ხის მრავალდონიან ბიბლიოთეკას, სადაც დიზაინერი განმარტოვდება ხოლმე.

განსხვავებით სხვა სახლებისგან, რომლებიც ძირითადად სტუმრების მიღებებისთვის არის გათვლილი, მილანურ სახლში კუტურიე ყველაზე დიდ დროს ატარებს და შესაბამისად, აქ უფრო ოჯახური გარემო აქვს შექმნილი ოჯახური ფოტოებით.  

პენტჰაუსი ნიუ-იორკში

ამ ლეგენდარულ სახლში, ცენტრალურ პარკთან, სადაც ბევრ ცნობილ ადამიანს უცხოვრია,  არმანის უკვე ჰქონდა ბინა 1930-იანი წლიდან. მან შეისყიდა მის გვერდით გასაყიდად გატანილი ბინა, შეუერთა საკუთარს და ამგვარად მთელი მე-16 სართულის მფლობელი გახდა.

პირადი აპარტამენტები  კუტურიემ ჩვეულ,  პროიაპონურ, ლაკონურ სტილში მოაწყო. რა იქნება მომავალში არავინ იცის, სახლს ხომ რესტავრაცია სულ ცოტა ხნის წინა ჩაუტარდა.

კომენტარები

თამაზი 2020-10-27 11:53
სასტუმროებია ესენი. რა საჭიროა საკუთარი, თუ ერთ ადგილზე არ ცხოვრობ. ზედმეტი თავისტკივილია ამ სახლების მოვლა. მისნაირებმა სასტუმროებში უნდა იცხოვრონ
ტოტო 2020-10-24 20:39
ყველაფრის შაყირი არ შეიძლება.უბრალოდ ალბათ მძიმეა,რომ ამდენ ქონებას როცა იქნება უნდა გამოემშვიდობოს და ამიტომ ზომიერებას არაფერი სჯობს.
კატო 2020-10-23 23:04
ამერიკულ ფილმებში რომ საშუალო ფენის ორსართულიანი სახლებია, მზიანი მისაღები ოთახით, შიდა ხის კიბით,ნათელი სახლი სადაც იგრძნობა რომ ოჯახი ცხოვრობს. ის მირჩევნია
mira 2020-10-22 10:37
სახლები კი აქვს მაგრამ, რომელში აქვს თბილი ბუდე, სადაც ტკბილად იცხოვრებდა? ჩემთვის სახლი/ბინა არის თავშესაფარი, ნავსაყუდელი, სულიერი სიმშვიდის და ბალანსის მოსაპოვებელი ადგილი, სადაც თავს ემოციურად უსაფრთხოდ ვიგრძნობ და ამას ვერ მივაღწევდი თუ წელიწადის ძალიან დიდ ნაწილს მხოლოდ ერთ ადგილას არ გავატარებდი.
რმერთმა შეარგოს, რავი...
გურული ჯელტმენი! 2020-10-21 18:20
ვაკეში არ ქონია, ვერ "შეწვდა" ეტყობა!!!

კომენტარის დამატება