მაკა ზამბახიძის საოცნებო სახლი წყნეთში

მაკა ზამბახიძე უკვე ერთი თვეა, წყნეთში ცხოვრობს. მან იქ მიწა იყიდა და ორი წლის წინ ხის ერთსართულიანი სახლის მშენებლობა დაიწყო, რომელიც უკვე დაასრულა, თითქმის მოაწყო და გადავიდა კიდეც. მომღერალი ამბობს, რომ როგორც კი საქმეებს მორჩება, თვალი არსად არ გაურბის და პირდაპირ თავის საოცნებო სახლში მიდის. მაკამ „ფორტუნას“ ექსკლუზიურად უმასპინძლა ფოტოსესიისა და ინტერვიუსთვის.

მაკა ზამბახიძე: - ამ სახლის მშენებლობა ორი წლის წინ დავიწყე. თავდაპირველად ვიყიდე ნაკვეთი, ოთხი წლის წინ. შემდეგ ვარჩევდი, რა ამეშენებინა და რა დიზაინით. ფინანსების გამოც გამეწელა. ბოლოს გადავწყვიტე ხის სახლის

აშენება. ეს ადგილი რომ ვნახე, ნაძვნარი, ზუსტად წარმოვიდგინე ის, რა სახეც დღეს მიიღო. ძალიან მიყვარს ტყეში ხის სახლები. მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი ასრულდა და უკვე არ ვცხოვრობ. ერთი თვეა, აქ ვარ. ძალიან მომწონს. თბილისში, საქმეებს ვამთავრებ თუ არა, ინსტინქტურად მოვდივარ სახლისკენ, აქამდე მეგობართან შევირბენდი, ახლა არსად გაჩერება არ მიყვარს. შვიდ-რვა წუთში ვარ ხოლმე აქ. პირველ თოვლსაც აქ მოვესწარი, პატარა ზღაპარი მქონდა.
რასაც აქ ხედავთ, მზიდ კედლებს ჭერში, ეს არის ჩემი სიძის დამსახურება. საყრდენი ბოძებია და მირჩია მათი დატოვება, არ დაადაბლო ჭერიო. დიდი მადლობა კოკას ამ რჩევისთვის. ვინც კი შემოდის, თვალში საცემია ყველასთვის. ხელოსანთან ერთად დავაძველეთ, ბაწრებიც შევაბით და ასეთი ლამაზი და ორიგინალური გამოვიდა. მათი ფერი ჩემი „მოგონილია“, პარკეტისა და კარებებისაც. ეს ყველაფერი ასეთი ფერი არ ყოფილა, ბევრი პროცედურა გაიარა, სამი პირი გადავუსვით და ასეთი ფერი მიიღო.

- ახლა რა გაქვს დასასრულებელი?
- ეზო არ მაქვს დასრულებული, გალავანი, ბოძები, განათება და გამწვანება, ყველაფერი გასაკეთებელია. ვაპირებ პატარა ბაღის მოწყობას.
იმიტომ მომეწონა ეს ადგილი, რომ დილას კიბეზე რომ ჩამოვჯდები და ყავას ვსვამ, სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ, ჩიტების ჭიკჭიკია, ციყვები დარბიან, თან, არ არის ხმაურიანი ქუჩა, სამოთხეში ვცხოვრობ. ამას ყვავილებიც რომ დაემატება, აქ ყოფნას ნამდვილად არაფერი აჯობებს.

- შენს შვილს მოეწონა თბილისს გარეთ ცხოვრება?
ძალიან მოეწონა, თუმცა ჩვენს ძველ სახლსაც ვერ სწყდება, მიჩვეულია ამდენი ხანი. ძაღლი გვყავს, რომელიც აქ არ ამომყავს, რადგან ერთხელ ამოვიყვანე და ისეთი ამბავი დაგვაწია (იცინის)… მართალია, სალომეს ძალიან უნდა, რომ აქ იყოს ძაღლი, მაგრამ ვერ ამოვაყვანინებ. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები

კომენტარები

Lela 2018-01-06 10:32
მაკა ძალიან პოზიტიური ადამიანია და ამ ერთი სიტყვის შეცდომით წარმოთქმისთვის არ ღირს მისი ქილიკი.ზოგი მთელი ცხოვრება სწორად მეტყველებს და ბოღმა და ბოროტია.ასე რომ თვენ ისწავლეთ ის რომ საქვეყნოდ შენიშვნის მიცემა და სასაცილოდ აგდება არც ისეთი დახვეწილობაა ზოგიერთებს რომ გონიათ.
fato 2016-03-12 17:56
kargi gogoa saxlic gemovnebit aq gaketebuli yochag egec nichia. gamcvaneba da yvavilebia sachiro irgvliv. super
თამარ 2016-03-12 14:15
სისულელეა კარებები არ არსებობს, არის კარი და მისი მრავლობითი ფორმაა კარ-ები. კარებები იგივეა რაც ფანჯრებები :)
eka 2016-03-11 13:29
მხოლობით რიცხვშია კარი.მრავლობიტში– კარები.სიმღერასტან ერთად იქნებ მეტყველებაც დახვეწო
lala 2016-03-11 12:38
karebebi sworia? Tu kari da karebi, Secdomaa, magram xSirad iyeneben da ratom? gTxovT vinme kargma filologma ganmarteT, Zalian mainteresebs.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები