სალომე ბაკურაძის ნათელი და კომფორტული ბინა, რომელიც თავად დააპროექტა

თუ თქვენ ცნობილი ადამიანების რეალური საცხოვრებელი ადგილი გაინტერესებთ, „შინ“ გაძლევთ შანსს, ერთად გავიგოთ, როგორ გარემოში ცხოვრობენ ისინი, სად გრძნობენ თავს კომფორტულად, როგორია მათი საოცნებო სახლი. ამჯერად სალომე ბაკურაძის თბილი, ნათელი და გემოვნებით მოწყობილი ბინა დავათვალიერეთ.


- ამ ბინაში დაახლოებით სამი წლის წინ გადმოვედი, თუმცა გაცილებით ადრე შევიტანე სამშენებლო კომპანიაში საბუთები. იმ დროისთვის დეიდაჩემთან ვცხოვრობდი სოლოლაკში, არაჩვეულებრივ ადგილას, ბეთლემის აღმართზე. ყოველთვის ვფიქრობ, თუ მექნება იმის საშუალება, რომ განსაკუთრებულ ადგილას ავიშენო დიდი სახლი, აუცილებლად ავიშენებ ძველ თბილისში, რომელსაც ერქმევა ჩემი სახელოსნო-სტუდია, შევქმნი

ძალიან მყუდრო და ნათელ გარემოს, გავუმასპინძლდები ბევრ სტუმარს. თუმცა აქაც არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს, ძალიან უყვართ ჩემს მეგობრებს ჩემთან სტუმრობა, შესაბამისად, ხშირად ვიკრიბებით აქ.
მშენებლობა-რემონტის საკითხის მთელი სირთულეები საკუთარ თავზე ავიღე. მოვიკითხე ახლობლებში, მეგობრებში საუკეთესო ხელოსნები, საქმის პროფესიონალები, შევკრიბე არაჩვეულებრივი გუნდი და მათ მივანდე რემონტის საკითხი, თუმცა ვაკონტროლებდი და ყველაფერი ჩემი მოთხოვნით კეთდებოდა. მართალია, სარემონტო მასალებზე სიარული მე არ მიწევდა, ხარისხი იყო, ფერები თუ დიზაინი, ყველაფერი ჩემი გემოვნებით შეირჩა. მაშინ გათხოვილი არ ვიყავი, ამიტომ ჩემი მეგობრები მეხმარებოდნენ, მაკვალიანებდნენ, მათი რჩევების საფუძველზე და ჩემი დიდი ძალისხმევით საბოლოოდ გამოვიდა ის, რასაც ხედავთ. არც მიფიქრია, დიზაინერისთვის მიმემართა, მირჩევნია, მე გადავწყვიტო, როგორ გარემოში ვიბრძნობ თავს უფრო კომფორტულად. ძალიან მიყვარს დიდი და ნათელი ბინები, მოყვითალო, თბილი განათებით. ვგიჟდები ღია ფერებზე. ძალიან მინდა მქონდეს დიდი სახლი, აუზით, ულამაზესი ტერასით და გამწვანებული, ყვავილებიანი ეზოთი. იმედი მაქვს, ამ სურვილს ავისრულებ.


ჩემი სახლი სტუდიოს ტიპისაა. ყველანაირად ვეცადე, მინიმალისტური, პრაქტიკული და მოსახერხებელი გამოსულიყო. სივრცე მაქსიმალურად გამოვიყენე, ყველა კარადა ჰოლშიც და საძინებელშიც კედელში ჩავამონტაჟებინე. საერთო ოთახში დგას რბილი სამეული. შემთხვევით ვნახე მაღაზიაში, მხოლოდ ერთი იყო დარჩენილი, ჯერ რემონტი დასრულებული არ იყო, ამიტომ შევანახვინე. ძალიან მოუხდა ოთახს, ამავე დროს ფუნქციურად ძალიან მოსახეხებელია.

ოთახში პატარა ჟურნალების მაგიდა მაქვს, წინ კი ტელევიზორის კედელი, რომელიც მთლიანად არის დაკიდებული კარადებით. თაროებზე ძირითადად ნახავთ პატარა მინიატურების და სასმელების კოლექციას. თუ სადმე მივდივართ საზღვარგარეთ, აუცილებლად ჩამოგვაქვს სუვენირი და მაცივარზე დასაკრობი ამა თუ იმ ქვეყნის ლოგო.
ჩემთვის ძალიან ძვირფასია ოქროსფერი ვიოლინოს გასაღები, მოლდოვეთში მივიღე ,,მეგობრული სახეების“ კონკურსში. მომწონს გამჭვირვალე ჭურჭელი, ვფიქრობ, ეს გამჭვირვალე დოქი და ლარნაკები ვიზუალურად ადიდებს და ანათებს ოთახს. იატაკზე შეამჩნევდით ჭიამაიას. ზოგადად ჭიამაია ძალიან მიყვარს, ამიტომ შევიძინე და ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზე მაყენებს. შავი სპილო სანათს ორიგინალურობას მატებს. ოთახი დიდი რომ გამოჩენილიყო, კედლებიც და ფარდებიც ღია, ნეიტრალურ ფერში გადავწყვიტე, მოსაბეზრებელი რომ არ ყოფილიყო.


სამზარეულო თაროები, ბარის მაგიდა, სკამები ჩემი დიზაინით ამიწყეს. როცა სახლში ვარ და მაქვს დრო, ყოველთვის მიწევს სამზარეულოში ტრიალი, ამიტომ ყველანაირად ვეცადე ხალასი და პოზიტიური ფერები შემეხამებინა, სივრცე კი კომფორტული ყოფილიყო.
ყველაზე მეტად მომწონს და მიყვარს ჩემი საძინებელი, აქ განსაკუთრებულად მშვიდად ვგრძნობ თავს. მყუდრო და თბილია, რაც საძინებელს მოეთხოვება სრულად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს. ოთახში დგას ორსაწოლიანი, ტანსაცმლის კარადა კი კედელშია ჩამონტაჟებული. საწოლთან მაქვს დამატებითი განათება. არ მაქვს ღამის ფარდები, როგორც აღვნიშნე, მიყვარს დღის შუქი, მზე, სინათლე, სითბო. მზე ამოსვლისთანავე ჩემს ოთახში ანათებს, მაგრამ მე ეს არასოდეს მაწუხებს...


კედელზე ხედავთ საათს ჩემი სურათით, ჩემმა მეგობრებმა მაჩუქეს. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი სარეკლამო კომპანიაში მუშაობს და მან გააკეთებინა. უნდოდათ, რამე ორიგინალური და განსხვავებული ეჩუქებინათ და ნამდვილად გამოუვიდათ. დანარჩენი ფოტოები იხილეთ ფოტოგალერეაში
მერი ბლიაძე

კომენტარები

nino 2018-02-22 12:53
რა კოშმარია ეს წითელი ფერი. და ეს სერი... :(
keti 2018-01-06 14:40
axali tanamedrove klasikuri stilia romelic 2 celicadshi modidan gadava araperi mnishvnelovani gmertma mshvidobashi moaxmaros gemovnebaze ar daoben
cico 2016-04-10 15:20
koxta da sayvareli binaa myudro da komportuli--yochsag salome
marikuna 2016-03-07 21:40
avejis xelosani ar givarga ,salo, gamocvale. tu ginda gaswavli vis unda mimarto
მაია 2016-03-06 15:29
პატარა, მაგრამ კომფორტული ბინაა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები