ცნობილი ვარსკვლავების პირადი თვითმფრინავები

ჰოლივუდის ბევრ ვარსკვლავს აქვს საკუთარი თვითმფრინავი, ზოგი მათგანი წარმატებული პილოტიც გახალავთ.
ვნახოთ, ვინ რითი დაფრინავს.

ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ერთძრავიანი თვითმფრინავი ჰყავს. მას მფრინავის ლიცენზიაც აქვს. ხშირად თავად მართავს თვითმფრინავს, როდესაც ბავშვებთან ერთად დაფრინავს.

ტომ კრუზი

ტომ კრუზს 19-მგზავრიანი 36 მლნ დოლარად ღირებული თვითმფრინავი ჰყავს. აქვს მფრინავის ლიცენზია და ხშირადაც დაფრინავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ჯიმ კერი

საკუთარი თვითმფრინავით გადაადგილდება ასევე ყველასთვის საყვარელი ჯიმ კერი. ეს ფუფუნება მას 50 მლნ დოლარი დაუჯდა.

ოპრა უინფრი

ცნობილი ტელეწამყვანის 20-ადგილიანი თვითმფრინავი
42 მლნ დოლარადაა შეფასებული. მის შესანახად ოპრა წელიწადში 1,5 მლნ დოლარს ხარჯავს.

ჯეი ზი

ეს 50 მლნ დოლარად ღირებული თვითმფრინავი ჯე ზის ბიონსემ უსახსოვრა. თვითმფრინავი 15-ადგილიანია.

ჰარისონ ფორდი

ჰარისონ ფორდს 6 თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი ჰყავს. თითოეული თვითმფრინავი დაახლოებით 18 მლნ დოლარი ღირს.

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის ბოინგი მსოფლიოში ერთე-რთი ყველაზე ძვირად ღირებული თვითმფრინავია. სალონი სასტუმროს ლუქსის ნომერს წააგავს. მასში 40-მდე ადამიანი ეტევა. აბაზანა მოოქროვილია, ავეჯი კი თეთრი ნატურალური ტყავისგან არის დამზადებული.


ტაიგერ ვუდსი

გოლფის ლეგენდის თვითმფრინავი 53,5 მლნ დოლარი ღირს.

ბილ გეითსი

ამ მილიარდერის თვითმფრინავი სულ რაღაც 40 მლნ დოლარი ღირს.

ჯონ ტრავოლტა

ეს ვარსკვლავი ნამდვილი ავიაპარკის მფლობელია. მას ათი თვითმფრინავი ჰყავს და მფრინავის ლიცენზიაც აქვს.

სელინ დიონი

ცნობილი მომღერლის თვითმფრინავში 18 ადამიანი ეტევა და 40 მლნ დოლარი ღირს.

მორგან ფრიმენი

მფრინავის ლიცენზიის გარდა ამ ადამიანს 4 თვითმფრინავიც ჰყავს.

რომან აბრამოვიჩი

მილიარდერი აბრამოვიჩის თვითმფრინავი კი 80 მლნ დოლაარი ღირს. გარდა ამისა, მას 3 ვერტმფრენიც ჰყავს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები