მილიონერთა საძინებლები - რას აქცევენ ყურადღებას მდიდარი ადამიანები საძინებლის მოწყობისას


ამა თუ იმ სივრცის მოწყობის დროს დიზაინი უნდა ითვალისწინებდეს თქვენი ცხოვრების ასპექტებს. აიცილებლდ კარგად გათვალეთ ფუნქციონალური მომენტები, შესანახი სისტემები. მნიშვნელოვანია თავიდან აირიდოთ ყველა ის მომენტი, რამაც შესაძლოა თქვენი გაღიზიანება გამოიწვიოს, იქნება ეს განათება, ხმა თუ სხვა რამ.
ზოგ ადამიანს სიბნელე მოსწონს, ზოგს ნახევრად ჩაბნელებული სივრცე, ზოგს კი ძალიან განათებული, ეს ძალიან ინდივიდუალურია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფერთა გამა და ინვენტარი, რომლითაც ესა თუ ის ოთახი იქნება მოწყობილი თუ მოპირკეთებული. განსაკუთრებით საყურადღებოა ამ მხრივ საძინებელი რადგან ის პირდაპირ განაპირობებს ჩვენს ყოველდღიურ
განწყობას. ამ დროს საქმეს ისიც ართულებს, რომ არჩევანი ორი კაცის სასარგებლოდ უნდა გაკთდეს, ანუ შერჩეული სივრცე ორ ადამიანს ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს.
ძალიან მნიშნელოვანია საწოლიც, მისი ზომა, სიმაგრე თუ სირბილე. ეს ყველაფერი დამოკიდებული პირველ რიგში ოთახის გაბარიტებზე და შემდეგ პარტნიორების გემოვნებაზე. ხაზი გვინდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ შეცდომაა საწოლის შერჩევის დროს აქცენტის მის ვიზუალზე გაკეთება, საწოლი პირველ რიგში მაქსიმალურად კომფორტული და ამავდროულად ხარისხიანი უნდა იყოს.
როდესაც ხარისხზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ პირველ რიგში მატრასს და ბალიშს. ეს ორი ელემენტი პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანრთელობასთან, მისი ძილის ხარისხთან, ამიტომ ამ ორ ელემენტზე ეკონომიის გაკეთებას ნამდვილად არ გირჩევთ.
მოდით, ვნახოთ როგორი საძინებლები აქვთ ცნობილ ადამიანებს

ილონ მასკი


მან საბოლოოდ ამ პატარა სახლს შეაფარა თავი, სახლი სულ რაღაც 37 კვ.მ ფართის გახლავთ.
მილიონერის ამ მოკრძალებულ საძინებელში ყველაფერია კომფორტული ძილისა და კარგი განწყობისათვის.

ჯეი ზი


ამერიკელ ბიონსესა და მის ქმარს, ჯეი ზის კი ეტყობა ღია ფერები ხიბლავთ და თეთრ საძინებელში თავს მშვენივრად გრძნობენ. ეს მათი ერთ-ერთი საძინებელია.

ლეიდი გაგა


თეთრი ბუხარი, თეთრი დივანი, ვინტაჟური საწოლი, ორიგინალური და გემოვნებიანი გადაწყვეტილება.
თუ დაუკვირდებით, აქ არ არის ტელევიზორი. ასე რომ, ვიზუალის გარდა ეს ოთახი ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან გამართლებულია.

ლეონარდო დი კაპრიო


პატარ ზომის, თუმცა ნათელი და მყუდრო საძინებელი მოკრძალებულ და მკაცრ სტილშია შესრულებული, თუმცა კომფორტული რომ არის, ეს აშკარაა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები