იმოგზაურეთ სახლში, სადაც ორი ცნობილი მხატვარი ცხოვრობს - გია გუგუშვილისა და ქეთი მატაბელის ექსკლუზიური ნივთები

ერ­თ­მა­ნე­თი სტუ­დენ­ტო­ბი­სას გა­იც­ნეს. ოჯა­ხი 1983 წელს შექ­მ­ნეს. და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლი­საა ის ბი­ნა, სა­დაც ახ­ლა ცნო­ბი­ლი მხატ­ვ­რე­ბი ქე­თი მა­ტა­ბე­ლი და გია გუ­გუშ­ვი­ლი ცხოვ­რო­ბენ. ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ზე ერ­თად იზ­რუ­ნეს. კორ­პუ­სი ვე­რეს ხე­ო­ბას გა­დაჰ­ყუ­რებს, ბი­ნა ბო­ლო სარ­თულ­ზეა და საკ­მა­ოდ ნა­თე­ლია. დე­რეფ­ნი­დან სხვა­დას­ხ­ვა სივ­რ­ცე­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბი - მი­სა­ღე­ბი, სამ­ზა­რე­უ­ლო, ოთხი სა­ძი­ნე­ბე­ლი, ორი სვე­ლი წერ­ტი­ლი. აქ­ვეა ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თის სა­მუ­შაო ოთა­ხი, სა­ი­და­ნაც მან­სარ­და­ზე ხის კი­ბით ადი­ხარ. მან­სარ­და ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თის სა­თავ­სოა, სა­დაც სა­მუ­შაო ნივ­თე­ბი, წიგ­ნე­ბი და რამ­დე­ნი­მე ნამუშევარია გა­მო­ფე­ნი­ლი. აქ­ვეა გია ჯა­ფა­რი­ძის ერთ-ერ­თი სკულ­პ­ტუ­რა. ცოლ-ქმრის ბი­ნა­ში, მა­თი ტი­ლო­ე­ბის გარ­და,

ირაკ­ლი ფარ­ჯი­ა­ნის, ავ­თო ვა­რა­ზის, გე­ნო ზა­ქა­რა­ი­ას, ლე­ვან ჭო­ღოშ­ვი­ლის და სხვა­თა ნა­მუ­შევ­რე­ბი ინა­ხე­ბა...

ამ ბი­ნა­ში დი­ა­სახ­ლი­სის სა­ხე­ლოს­ნოა, ხო­ლო ბა­ტონ გი­ას სა­ხე­ლოს­ნო სხვა ად­გი­ლას აქვს, სა­დაც ძი­რი­თა­დად შა­ბათ-კვი­რას მი­დის, რად­გან და­ნარ­ჩენ დღე­ებ­ში სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რი ხატ­ვის­თ­ვის ვერ იც­ლის...

შვი­ლე­ბი - გი­ორ­გი, მა­რი­ა­მი და ლუ­კა ხე­ლო­ვა­ნე­ბი არი­ან, გი­ორ­გის მე­უღ­ლე ინა მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლიც ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნია. ბა­ბუა ამ­ბობს, რომ მა­თი პა­ტა­რა შვი­ლიშ­ვი­ლი ქე­თიც ამ სფე­რო­თია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. მოკ­ლედ, ეს ის გა­რე­მოა, სა­დაც ზღურბლს გა­და­ა­ბი­ჯებ თუ არა, იგ­რ­ძ­ნობ, რომ აქ შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ...



გია:
- სახ­ლი ჩვე­ნი დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლია. ოჯა­ხის ყვე­ლა წევრს თა­ვი­სი სა­ძი­ნე­ბე­ლი აქვს. მას შემ­დეგ, რაც გი­ორ­გი და­ო­ჯახ­და, ცალ­კე ცხოვ­რობს. მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი ის იყო, რომ ახალ­გაზ­რ­დებს ჰქო­ნო­დათ თა­ვი­ან­თი სივ­რ­ცე, ან­და სტუ­მარს თუ მი­სა­ღებ ოთახ­ში მი­ი­ღებ­დ­ნენ, ჩვენ თავ­ზე არ წა­მოვ­დ­გო­მო­დით და დე­რეფ­ნის გავ­ლით სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ან ჩვენს ოთახ­ში შევ­სუ­ლი­ყა­ვით.

რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ნის ში­და დი­ზა­ინს, რა­ღა­ცე­ბი ერ­თად მო­ვი­ფიქ­რეთ, მაგ­რამ უმ­თავ­რე­სად ბი­ნა ქე­თის მოწყო­ბი­ლია. აქ მან შე­იქ­მ­ნა და შეგ­ვიქ­მ­ნა ჩვენ-ჩვე­ნი სამ­ყა­რო. ყვე­ლა­ზე დი­დი ხიბ­ლი ალ­ბათ ისაა, რომ ბო­ლო სარ­თუ­ლია. ბი­ნა ხის, კო­ტე­ჯუ­რი ტი­პის გა­და­ხურ­ვით არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ბუ­ხა­რიც გვაქვს და მწვა­დებ­საც ვწვავთ ხოლ­მე.

- მი­სა­ღებ ოთახ­ში ბუხ­რის გა­კე­თე­ბა ვი­სი იდეა იყო?

ქე­თი:
- ორი­ვე­სი. ბუ­ხა­რი აუცი­ლებ­ლად უნ­და გვქო­ნო­და, ძველ ბი­ნა­შიც გვქონ­და.



გია:
- სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბუ­ხა­რი კარ­გად მუ­შა­ობს (ი­ღი­მის). სა­ერ­თოდ, ამ ბი­ნა­ში ბევ­რი დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი მიგ­ნე­ბა ჩემს ერთ-ერთ სტუ­დენტს, გო­გი­ტას ეკუთ­ვ­ნის. მათ შო­რის ბუ­ხა­რიც, რო­მე­ლიც ნიჩ­ბი­სის ქვის­გან არის გა­კე­თე­ბუ­ლი. ჩვე­ნი სახ­ლის ფან­ჯ­რე­ბი­დან მო­ჩანს ფერ­დო­ბი, ბუხ­რის ფე­რი და ლან­დ­შაფ­ტი ერ­თ­მა­ნეთს კარ­გად ერ­წყ­მის.

- კედ­ლებ­ზე ძი­რი­თა­დად თქვე­ნი - ცოლ-ქმრის ნა­მუ­შევ­რე­ბია გა­მო­ფე­ნი­ლი, ხომ?

- დი­ახ, მი­სა­ღებ­ში ჩე­მი ნა­მუ­შევ­რე­ბი სჭარ­ბობს, ხო­ლო და­ნარ­ჩენ ოთა­ხებ­ში - ქე­თი­სი. კედ­ლებ­ზე გა­მო­ფე­ნილ ნა­მუ­შევ­რებს იშ­ვი­ა­თად ვცვლით. თუ გა­მო­ფე­ნაა, სუ­რა­თე­ბი მხო­ლოდ მა­შინ "გა­დის" სახ­ლი­დან, თუმ­ცა, ეს იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა.

სა­ხე­ლოს­ნო­ში ორ­მეტ­რი­ა­ნი სუ­რა­თე­ბი მაქვს და ვერც ერთს ვერ ვკი­დებ ჩვენს ბი­ნა­ში. ქე­თი იშ­ვი­ა­თად აკე­თებს დიდ ნა­მუ­შევ­რებს და ამი­ტომ მათ­თ­ვის ად­გი­ლის პოვ­ნა რთუ­ლი არ არის. კედ­ლებ­ზე გა­მო­ფე­ნი­ლი სუ­რა­თე­ბი ძი­რი­თა­დად სულ ჩვე­ნი კო­ლექ­ციაა. ასე რომ, მუდ­მი­ვად სა­მუ­ზე­უ­მო გან­წყო­ბა გვაქვს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ჩვე­ნი სახ­ლის ინ­ტე­რი­ე­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პო­ზი­ცი­ის ნა­ყო­ფია (ი­ღი­მის).



- სახ­ლ­ში ყო­ფით სა­კითხებს ვინ აგ­ვა­რებს? ვთქვათ, ნა­მუ­შევ­რის ჩა­მო­სა­კი­დებ­ლად ლურ­ს­მ­ნის მი­ჭე­დე­ბაა სა­ჭი­რო...

- თქვენ რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ (ი­ცი­ნის)?! თი­თო­ე­ულ ნა­მუ­შე­ვარს სჭირ­დე­ბა შე­სა­ფე­რი­სი ად­გი­ლი და გა­ნა­თე­ბა, მე ასეთ რა­ღა­ცებ­ზე მარ­თა­ლია, დიდ­ხანს არ ვფიქ­რობ, მაგ­რამ მა­ინც ავ­წონ-დავ­წო­ნი ხოლ­მე, მაგ­რამ აი, ქე­თის­თ­ვის ეს სა­ერ­თოდ არ არის პრობ­ლე­მა - აიღებს ჩა­ქუჩს, ლურ­ს­მანს და სა­დაც მო­უნ­დე­ბა, იქ გახ­ვ­რეტს კე­დელს.

ქე­თი:
- ამა­ზე მთე­ლი ამ­ბე­ბი გვაქვს, ამი­ტომ, რო­ცა გია შინ არ არის, მა­შინ ჩუ­მად ვკი­დებ ხოლ­მე კედ­ლებ­ზე ნა­მუ­შევ­რებს (ი­ღი­მის).

- რო­გორც ჩანს, ძვე­ლი ნივ­თე­ბი გიყ­ვართ...

- მეც და გი­ა­საც გვიყ­ვარს ასე­თი ნივ­თე­ბი. ასე­ვე ჩემს შვილ გი­ორ­გი­საც, რო­მე­ლიც მათ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რო­ვებს და შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, კო­ლექ­ცი­ო­ნე­რია. პრო­ფე­სი­ით ტე­ლე­კი­ნო­რე­ჟი­სო­რია და სხვა­თა შო­რის, ახ­ლა სე­რი­ალ "მზა­რე­უ­ლებ­ში" ჯი­მას როლს ას­რუ­ლებს. ცო­ტა ხნის წინ გი­ორ­გიმ სა­რეკ­ვი­ზი­ტო გახ­ს­ნა და ნივ­თე­ბის ნა­წი­ლი იქ ინა­ხე­ბა. ზო­გი გვქონ­და, ზო­გიც გვა­ჩუ­ქეს, ან ვი­ძენთ. გარ­და იმი­სა, რომ ძვე­ლი ნივ­თე­ბი მომ­წონს, ზოგ­ჯერ ამ ნივ­თე­ბით კომ­პო­ზი­ცი­ებს ვა­კე­თებ.



ჩემს ოთახ­ში ორი მუ­ზა­რა­დია, გი­ორ­გის მო­ტა­ნი­ლი. ასე­ვე გვაქვს: დო­ქე­ბი, ძვე­ლი ზარ­დახ­შე­ბი და სკივ­რე­ბი. ფან­ჯ­რის რა­ფა­ზე ძვე­ლი უთო­ე­ბის კო­ლექ­ციაა, სპე­ცი­ა­ლურ ხის და­სა­დებ­ზე მიწყ­ვია ჰა­ფე­ზის ლექ­სე­ბის წიგ­ნი, რო­მე­ლიც ირა­ნი­დან ჩა­მო­ვი­ტა­ნე, აქ­ვეა: თო­რა, ყუ­რა­ნი და ბიბ­ლია...

ქე­თი მა­ტა­ბე­ლის კა­ბი­ნე­ტი სავ­სეა მი­სი დას­რუ­ლე­ბუ­ლი თუ და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბით. მის ფო­ლი­ან­ტებ­ში ერ­თი შე­ხედ­ვით სრუ­ლი­ად და­უ­კავ­ში­რე­ბე­ლი და სხვა­დას­ხ­ვა ფაქ­ტუ­რის ნივ­თე­ბი ერ­თა­დაა თავ­მოყ­რი­ლი და სიძ­ვე­ლის ელ­ფე­რი დაჰ­კ­რავს. ეს ფო­ლი­ან­ტე­ბი თით­ქ­მის მთელ მსოფ­ლი­ო­შია გა­ფან­ტუ­ლი. მა­თი მფლო­ბე­ლე­ბი არი­ან რო­გორც კერ­ძო კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბი, ისე ბან­კე­ბი, გა­ლე­რე­ე­ბი, მუ­ზე­უ­მე­ბი, კლი­ნი­კე­ბი. მი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვა გზით და დროს მოხ­ვ­და პრე­ზი­დენტ ბუ­შის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, ვა­ტი­კან­ში რო­მის პაპ­თან და მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქ­თა­ნაც კი...

ამ­ბობს, რომ ძვე­ლი ნივ­თე­ბით მას შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და, რაც ბავ­შ­ვო­ბა­ში შინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს საგ­ვა­რე­უ­ლო ზარ­დახ­შა, სა­დაც XIX სა­უ­კუ­ნის ლოც­ვა­ნი, ვერ­ცხ­ლი­სა და მო­მი­ნან­ქ­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი ეწყო.

დი­ა­სახ­ლისს ლა­მა­ზი გვა­რი აქვს და ასე­თი­ვე ლა­მა­ზი სახ­ლი ჰქონ­დათ კა­ხეთ­ში, რო­მელ­საც მი­სი ბავ­შ­ვო­ბის სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბე­ბი უკავ­შირ­დე­ბა. ქე­თი მა­ტა­ბე­ლის წი­ნაპ­რე­ბი სამ­ღ­ვ­დე­ლო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, რე­ლი­გიით მისი და­ინ­ტე­რე­სე­ბა მი­სი ად­რე­უ­ლი ბავ­შ­ვო­ბი­დან იღებს სა­თა­ვეს...

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სოდ ის ნივ­თე­ბი გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც ბუხ­რის მიმ­დე­ბა­რედ აწყ­ვია...



- ბუ­ხარ­თა­ნაც ბევ­რი ძვე­ლე­ბუ­რი ნივ­თი აწყ­ვია. მათ შო­რი­საა ლამ­პა, მაკ­რა­ტე­ლი, უთოს და­სა­დე­ბი, შე­შის მცი­რე ზო­მის ღუ­მე­ლი, რო­მე­ლიც გი­ორ­გიმ მო­ი­ტა­ნა და ა.შ. მი­სა­ღებ­ში­ვე დგას სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნის­ფე­ხი­ა­ნი მა­გი­დაც, რო­მელ­ზეც ხის პა­ტარ-პა­ტა­რა ნივ­თე­ბი გვიწყ­ვია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ლამ­პა­რი, რო­მე­ლიც ჩემ­მა რძალ­მა მა­ჩუ­ქა. ინა ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნია, ვე­ნა­ში სწავ­ლობ­და. მა­შინ ჯერ არ იყო ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რი, არ ვიც­ნობ­დი და მი­სი სა­ჩუ­ქა­რი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა.

- ალა­დი­ნის ლამ­პარს ჰგავს...

- დი­ახ (ი­ღი­მის). ლამ­პარს თან შე­მოჰ­ყ­ვა ინას გე­მოვ­ნე­ბა, გან­წყო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ ნივ­თ­მა სხვა დატ­ვირ­თ­ვაც შე­ი­ძი­ნა, ჩვე­ნი ოჯა­ხის რე­ლიკ­ვია გახ­და. ახ­ლა შიგ­ნით ან­გე­ლო­ზის ფი­გუ­რა ჩავ­დე. ყო­ველ ახალ წელს ლამ­პარ­ში ფურ­ცელ­ზე და­წე­რილ სურ­ვი­ლებს ვყრით. პა­ტა­რა სან­თელს ვან­თებ, ფურ­ც­ლებს ცეცხ­ლი რომ არ წა­ე­კი­დოს, და ჩვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი ლამ­პარ­ში მთე­ლი წე­ლი ინა­ხე­ბა. წლის ბო­ლოს, სა­ნამ ფურ­ც­ლებს დავ­წ­ვავ, სურ­ვი­ლებს გა­და­ვათ­ვა­ლი­ე­რებ ხოლ­მე და ვინ­ტე­რეს­დე­ბი, რო­მე­ლი ას­რულ­და და რო­მე­ლი - არა. ღმერ­თის წყა­ლო­ბით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის.

ასე­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჭურ­ჭე­ლი, ეს სიყ­ვა­რუ­ლი ოჯა­ხის­გან და დე­დის­გან მომ­დევს. ბავ­შ­ვო­ბი­დან ვაკ­ვირ­დე­ბო­დი ლა­მაზ ჭურ­ჭელს, მათ­ზე და­ტა­ნილ ყვა­ვი­ლებს, ორ­ნა­მენ­ტებ­სა და დი­ზა­ინს. და ვფიქ­რობ, ეს ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა გე­მოვ­ნე­ბის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად. მომ­წონს რო­გორც ძვე­ლი, ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე ჭურ­ჭე­ლი. ყო­ველ დღე­სას­წა­ულ­ზე თუ წე­ლი­წა­დის ოთხივე სე­ზონ­ზე, სუფ­რას ერ­თ­გ­ვა­რი რი­ტუ­ა­ლი­ვით სხვა­დას­ხ­ვა სერ­ვი­ზით ვაწყობ. მა­გა­ლი­თად, მაქვს ჭურ­ჭე­ლი, რომ­ლი­თაც სადღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რას ვშლი, გა­ზაფხულ­ზე კა­რა­დი­დან სხვა თეფ­შებს გა­მო­ვა­ლა­გებ ხოლ­მე... მიყ­ვარს და დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ სუფ­რის ლა­მა­ზად გაშ­ლას.



- "ბუ­ფე­ტი" შე­ი­ძი­ნეთ თუ რო­მე­ლი­მეს ოჯა­ხუ­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბაა?

- ჩვე­ნი ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი შე­ნა­ძე­ნი ეს ბუ­ფე­ტია. ბა­თუმ­ში ჩვე­ნებს ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე სახ­ლი ჰქონ­დათ, რო­მელ­შიც 41 ოთა­ხი იყო. ბა­ბუა რომ გა­და­ა­სახ­ლეს, ბი­ნა და ნივ­თე­ბი ჩა­მო­არ­თ­ვეს. რაც გა­დარ­ჩა, დე­და­ჩემ­თან ინა­ხე­ბა. ამ­ბობ­დ­ნენ, რომ ბა­ბუ­ას სახ­ლ­ში ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ბუ­ფე­ტი ჰქონ­და. წლე­ბის შემ­დეგ, ქალ­ბა­ტონ­თან, რო­მე­ლიც ამ ნივთს ყიდ­და, დე­დამ მი­მიყ­ვა­ნა. დე­და­ჩემს და მეც ისე­თი გან­წყო­ბა და ასო­ცი­ა­ცია გვაქვს, თით­ქოს ეს ის ბა­ბუ­ას ბუ­ფე­ტია, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი უბ­რა­ლოდ ძა­ლი­ან ჰგავს. თით­ქოს ეს ბუ­ფე­ტი მთე­ლი სამ­ყა­როა, მას­ში ძი­რი­თა­დად ჭურ­ჭელს ვი­ნა­ხავ, ხო­ლო მის თავ­ზე - სა­ა­ხალ­წ­ლო სა­თა­მა­შო­ებს. ბავ­შ­ვო­ბა მახ­სენ­დე­ბა, მა­ში­ნაც ასე ვი­ნა­ხავ­დით სა­თა­მა­შო­ებს. ახ­ლა ჩე­მი შვი­ლიშ­ვი­ლი უყუ­რებს ამ პრო­ცესს და ალ­ბათ მო­მა­ვალ­ში ისიც მო­გო­ნე­ბე­ბის ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში მო­ექ­ცე­ვა. ასე­ვე მაქვს თო­ჯი­ნე­ბის პა­ტა­რა კო­ლექ­ცია. ისი­ნი სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან "ა­რი­ან": შრი-ლან­კი­დან, პა­ლერ­მო­დან, გერ­მა­ნი­ი­დან, შვე­ი­ცა­რი­ი­დან...

- თქვენს ბი­ნა­ში უამრავი ლა­მა­ზი მცე­ნა­რე ხა­რობს...

- მე და გი­ას ძა­ლი­ან გვიყ­ვარს მცე­ნა­რე­ე­ბი და ცხო­ვე­ლე­ბი. ბავ­შ­ვე­ბი პა­ტა­რე­ბი რომ იყ­ვ­ნენ, მა­შინ გვყავ­და: ძაღ­ლი (ფოქ­ს­ტე­რი­ე­რი), თევ­ზე­ბი, თუ­თი­ყუ­ში... ვფიქ­რობ, ცუ­დი არ არის ოჯახ­ში რო­მე­ლი­მეს ყო­ლა.

...ერ­თ­მა­ნე­თი სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ა­ში გა­იც­ნეს. ქე­თიმ ხატ­ვა რომ და­იწყო, მა­შინ­ვე გა­დაწყ­ვი­ტა, მხატ­ვა­რი გახ­დე­ბო­და. გი­ას­თან კი ეს გან­წყო­ბა შე­და­რე­ბით გვი­ან მო­ვი­და. მა­მა­მი­სი მხატ­ვა­რი იყო და მათ ოჯახ­ში ხში­რად იკ­რი­ბე­ბო­და მა­შინ­დე­ლი მხატ­ვ­რე­ბის, 50-იანე­ლე­ბის თა­ო­ბა: ჯიბ­სონ ხუნ­და­ძე, ედ­მონდ კა­ლან­და­ძე, კო­კი მა­ხა­რა­ძე და სხვე­ბი. შემ­დეგ, ისე­ვე რო­გორც ქარ­თ­ველ მხატ­ვარ­თა დი­დი ნა­წი­ლის გზა, მი­სიც ტრა­დი­ცი­უ­ლად ასე წა­რი­მარ­თა: პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლის ხატ­ვის წრე, ნი­კო­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სამ­ხატ­ვ­რო სას­წავ­ლე­ბე­ლი და სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მია.



ალ­ბათ ბევ­რის­გან გვსმე­ნია, რომ ერთ ოჯახ­ში ორი შე­მოქ­მე­დი რთუ­ლია, ზო­გი კი თვლის, რომ ერ­თი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი უფ­რო მე­ტად უგე­ბენ ერ­თ­მა­ნეთს. მას­პინ­ძ­ლე­ბი მე­ო­რე მო­საზ­რე­ბას ეთან­ხ­მე­ბი­ან. ბა­ტონ გი­ას მი­აჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­ცა მე­უღ­ლეს­თან თა­ვი­სუფ­ლად შე­გიძ­ლია ილა­პა­რა­კო შენს შე­მოქ­მე­დე­ბით წუ­ხილ­ზე: "მო­მიჯ­ნა­ვე პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ან­თან სა­უ­ბა­რი მარ­ტი­ვია. შე­იძ­ლე­ბა შე­ნი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი იყოს, ან ინ­ტუ­ი­ცი­ით გა­გი­გოს, მაგ­რამ რო­დე­საც მთლი­ა­ნად ეს­მის "ის მე­ლო­დი­ა", რო­მე­ლიც შე­ნია, გა­ცი­ლე­ბით დი­დი სი­ხა­რუ­ლია... ალ­ბათ, ძა­ლი­ან ცო­ტა ოჯახ­ში თუ იქ­ნე­ბა ისე­თი ჰარ­მო­ნია, რო­გორც ჩვენ­თან".

ასე­ვე ფიქ­რობს მი­სი მე­უღ­ლეც. ერ­თხელ, ქე­თი მა­ტა­ბელ­მა თა­ვი­სი დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გი გა­მან­დო: "მაქვს ხოლ­მე პე­რი­ო­დი, რო­ცა, ვთქვათ, მხო­ლოდ ლურჯ ფერ­ზე ვფიქ­რობ, მაგ­რამ ამა­ში მხო­ლოდ ხატ­ვა არ იგუ­ლის­ხ­მე­ბა, არა­მედ ვყი­დუ­ლობ ამ ფე­რის ჭი­ქას, ლარ­ნაკს, ფან­ქარს, ყვა­ვი­ლებს. მოკ­ლედ, სულ ლურჯ ფერს ვე­ძებ. ასე­ვე ვი­ცი სხვა ფე­რე­ბის ამო­ჩე­მე­ბა და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამის შე­სა­ხებ არა­ვის ვე­სა­უბ­რე­ბი. თით­ქოს ამას ყუ­რადღე­ბას არც ვაქ­ცევ, მაგ­რამ უცებ, მე­ძა­ხის გია, რომ მი­ვი­დე და მი­სი ნა­მუ­შე­ვა­რი ვნა­ხო. მივ­დი­ვარ და ვხე­დავ, რომ ისიც იმა­ვე ფერ­ში ხა­ტავს, რო­მელ­ზეც იმ პე­რი­ოდ­ში მე ვფიქ­რობ... ეს ორ­ჯერ და სამ­ჯერ რომ მომ­ხ­და­რი­ყო, შე­იძ­ლე­ბა ყუ­რადღე­ბა არ მი­მექ­ცია, მაგ­რამ ასე­თი თან­ხ­ვედ­რა მრა­ვალ­ჯერ მოხ­და და ამი­ტომ ვამ­ბობ ხოლ­მე, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ერ­თ­გ­ვა­რი სა­ი­დუმ­ლოა, რო­მელ­საც ახ­ს­ნა ვერ ვუ­პო­ვე"...

სახლისა და უნიკალური ნივთების დანარჩენი ფოტოები იხილეთ ფოტოგალერეაში.

ანა კა­ლან­და­ძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები