დრიუ ბერიმორის არეული სახლი, რომელიც თავად აჩვენა ყველას და უამრავი დადებითი კომენტარიც მიიღო


ყველა სახლი ირევა და ნებისმიერი მათგანი საჭიროებს დალაგებას - მნიშვნელობა არ აქვს, მასში მდიდარი ადამიანი ცხოვრობს, თუ ღარიბი, ცნობილი და უცნობი. ამ უბრალო ჭეშმარიტების მიუხედავად, ჰოლივუდის ვარსკვლავის, დრიუ ბერიმორის არეული სახლი მაინც ქვეყნის სალაპარაკო გახდა.

მსახიობმა, რომელიც გამომწერებთან ძალიან გულწრფელია და თავისი ცხოვრების ყოფით დეტალებს ხშირად უზიარებს მათ, ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მისი სახლი არეულობისგან თავდაყირა დგას.

მიზანი ძალიან უწყინარი იყო - ეს გახლდათ გამოწვევა, ეჩვენებინათ სახლები დალაგებამდე და მის შემდეგ.

მართალია დრიუმ არეულის შემდეგ დალაგებულის ვიდეოც დადო, თუმცა პირველმა ვერსიამ
აშკარად მეტი გამოხმაურება მოიპოვა. თუმცა მსახიობმა პოზიტიური გამოხმაურება მეტი მიიღო, რადგან გულწრფელი იყო და ყველას აჩვენა, რომ ვარსკვლავური ცხოვრების მიღმა ჩვეულებრივი ოჯახის ყოფითი წვრილმანები იმალება.

"ძალიან სასიამოვნოა ცნობილი ადამიანის ნახვა, რომელსაც არ ეშინია რეალობის ჩვენების! დავიღალე ყველა ვარსკვლავისგან, რომლებსაც აქვთ სახლები, რომლებშიც თითქოს არავინ ცხოვრობს!!!"

"ასე ცხოვრობს ყველა ნორმალური ადამიანი"

"ამიტომ მიყვარს ეს ადამიანი, ჩვენნაირია" - მსგავსი გამოხმაურებები მოჰყვა მსახიობის ვიდეოს.

დრიუ მერიმორს მესამე ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს - 10 წლის ოლივია და 9 წლის ფრენკი. თუმცა ამჟამად განქორწინებულია შვილებს მარტო ზრდის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები