ნანუკა გულუა და მისი მეუღლე ბინას ყიდიან - "ავეჯით, ევრორემონტით და საოცარი აურით..."



ტელეწამყვანი ნანუკა გულუა და მისი მეუღლე კახავერ კაშია სახლს ყიდიან. ამის შესახებ ნანუკამ განცხადება  სოციალურ ქსელში გააკეთა. 
"ჩემო ძვირფასებო, ხომ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ დავდე განცხადება, რომ ჩვენს ულამაზეს ბინას ვყიდით მე და კახა. მერე გადავიფიქრეთ და ბევრ მსურველს ვუთხარით უარი. ახლა კვლავ ვაახლებ განცხადებას და უსასწრაფოესად ვყიდით ჩვენს ბინას, უმაღლესი ხარისხის ავეჯით, ტექნიკით, ევრორემონტით და საოცარი აურით, თუ ვინმეს უნდა გასაქირავებლად.
აგვისტოს ჩათვლით ჩვენვე ვიქირავებთ. 55 კვადრატია, გაგვაქვს მხოლოდ ჩვენი პირადი ნივთები და მიგვყავს ნინა. დანარჩენი მშვიდობაში მოიხმარეთ" - წერს ნანუკა გულუა.

კომენტარები

გაი იულიი 2023-06-06 18:24
ეგ ბინა კიროვოკანშია, მიშა სააკიანის ისტორიულ სამშობლოში! სწორედ კიროვოკანიდან არიან თავადი ტერ-სააკიანები!
მაყვალა 2023-06-05 17:19
ფასი და უბანი
მზია 2023-06-05 14:39
რა უბანია და როგორ დავუკავშირდეთ ან ვის დავუკავშირდეთ
მზია 2023-06-05 14:38
რა უბანია და როგორ დავუკავ შირდეთ
მაკლერი 2023-06-05 00:27
რა უბანᲨია ეს ბინა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები