საკუთარი სანაპირო ზოლი, სპა, 8 საძინებელი... - დაათვალიერეთ ლიონელ მესის ახალი, 10 მლნ დოლარად შეფასებული სახლი მაიამიში

ცნობილმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ კიდევ ერთი უძრავი ქონება შეიძინა. ამჯერად, კლუბ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ფლორიდაში სახლის შეძენა გადაწყვიტა და არჩევანი 10,8 მლნ დოლარად ღირებულ მშვენიერ სასახლეზე შეაჩერა, რომელიც ფორტ-ლოდერდეილშია (მაიამი, აშშ), "ინტერ მაიამის" საშინაო სტადიონთან ახლოს.


თითქმის 1000 კვადრატული მეტრის ფართის სახლი აღჭურვილია საკუთარი სანაპირო ზოლით (50 მ), ორი ნავმისადგომით, 8 საძინებლით, 9 სააბაზანოთი, დიდი ავტოფარეხით, აუზით, სპა-ცენტრით და სატრენაჟორო დარბაზით. აქ მესი თავის ცოლთან და სამ შვილთან ერთად იცხოვრებს.







ასევე იხილეთ:
ერთ დროს მესი ამ სახლში ცხოვრობდა - ნახეთ, როგორია
დღეს მისი ქონება

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები