რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის ფეშენებელური სახლი სოჭში

ეს სახლი ესტრადის მომღერალს, თამარ ქუტიძეს ეკუთვნის. სახლი საკურორტო ზონაში მდებარეობს, კერძოდ - სოჭში და გასტროლების შემდეგ დასვენებისთვისაა განკუთვნილი. ფანჯრებიდან ულამაზესი ხედი იშლება შავ ზღვაზე. სწორედ ამ ხედზე გააკეთა მთავარი აქცენტი დიზაინერმა სივრცეზე მუშაობის დროს. ამისთვის მას კედლის აღება მოუწია, რათა მისაღებიდან ფანჯარა გამოჩენილიყო, სამაგიეროდ, დაბურული მინის ტიხარი გააკეთა საძინებელსა და მისაღებს შორის, რათა მეპატრონეს პირადი სივრცე ჰქონოდა. განიერი, თორმეტმეტრიანი ტერასაც ორ ზონად მოეწყო, ყავის ზონად მაგიდითა და დივნით და ლაუნჯ ზონად, საიდანაც მზის ჩასვლის ყურებაა შესაძლებელი. სველი წერტილიც გადაკეთდა,
აქ მოეწყო სამრეცხაო, დასაბანი ზონა და ფართო საშხაპე თავისი სპეციალური განათებით.



სახლი მოწყობილია ჭკვიანი სახლის ფუნქციით. სახლს აქვს ასევე ჭკვიანი საკეტი, რომელიც მოსახერხებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ, მათ ტელეფონზე მისდით შეტყობინება და კარის გაღება სასურველი ადამიანისთვის დისტანციურადაც კი შეუძლიათ.





კომენტარის დამატება