სამზარეულოში ფუსფუსი უყვარს და თან სიმღერა - რიანას სახლი 5-მეტრიანი ჭერით, ლაუნჯით და გასართობი ოთახით

თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ პოპ-ვარსკვლავს ძალიან უყვარს კალიფორნია, ლოს ანჯელესის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში დაიდო ბინა, საოცარ სახლში, რომელიც, გაგიკვირდებთ და მისი არ არის, ყველაზე ცნობილი ვარსკვლავი ამ სახლს ქირაობს. ამ მინიმალისტურმა სახლმა, რომელიც 1930-იანი წლების არქიტექტურას გაგახსენებთ, რაღაცით მონუსხა ქალბატონი.


სახლში ყველაფერია, რაც პოპ ვარსკვლავს სტატუსიდან გამომდინარე შეიძლება დასჭირდეს - 5 მ. სიმაღლის გიგანტური ჭერი, რაც განუმეორებელ აკუსტიკას ქმნის. ამბობენ, რომ რიანას ძალიან უყვარს არაფორმალურ გარემოში სიმღერა, საჭმლის მომზადების დროსაც კი, საჭმლის მომზადება და სამზარეულოში ფუსფუსი კი მისი საყვარელი საქმიანობაა, სწორედ
ამიტომ სახლში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საუცხოო სამზარეულო აქვს. ასევე მოწყობილი აქვს დიდი მედიაზონა და გასართობი სათამაშო ოთახი.

სახლში შესვლისთანავე თვალში მოგხვდებათ უზარმაზარი ორფრთიანი კიბე,თანამედროვე და ლაკონური. ანტიკური ბისტები ქრომირებულ ავეჯთან შესანიშნავ ტანდემს ქმნის ჰაი-ტეკის სტილში.

სტუმრებს ხან მისაღებში იღებს და ხანაც სამზარეულოში, რომელიც თანამედროვე კლასიკურ სტილში აქვს გაფორმებული. განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი ვინოთეკასა და ღვინის პროფესიონალურ კარადას. წვეულებებისთვის სახლში არის ასევე უზარმაზარი ბარის მაგიდა.
საძინებელი ნეიტრალურ ფერებში აქვს, ამ ოთახის მთავარი ღირსება ბუხარია, რომელიც ერთდროულად საძინებელსაც ეკუთვნის და ლაუნჯსაც.



სახლის გარე ტერიტორიაც ვარსკვლავურია, ლაუნჯითა და ბარბექიუს ზონით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები