იმეჯინ დრაგონსის სოლისტის ახალი სახლი, რომელიც 5,8 მლნ დოლარად იყიდა


საინტერესოა, რომ მომღერალმა სახლში საწყის ღირებულებაზე 2 მლნ-ით ნაკლები გადაიხადა. მის ახალ სახლს გარე ტერიტორიაზე აუზი, დასასვენებელი ზონა აქვს ვებერთელა ჭადრაკით და სტუმრების სახლით. დონ რეინოლდსის ახალი სახლი ლოს ანჯელესში მდებარეობს, ლოს ფელიზის რაიონში. ჯერ კიდევ ზაფხული უძრავი ქონება 8 მლნ დოლარად იყიდებოდა, თუმცა მომღერალმა ის შედარებით დაბალ ფასად, 5,8 მლნ დოლარად იყიდა.


ერთსართულიანი სახლი, რომლის საერთო ფართიც 570 კვ.მ.-ია 1955 წელს აშენდა. ცოტა ხნის წინ კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. სახლს კაკლის ხის ჭერი და პანორამული ფანჯრები ამშვენებს, რომლიდან ულამაზესი ბაღის
ხედი მოჩანს.
სახლში ნათელ ფერებში მოწყობილი ოთხი საძინებელი, სამუშაო კაბინეტი, თეთრი ონიქსის სამზარეულო და სასტუმრო ოთახი. ასევე დიდი ტერასა და დიდი მოედანი სახურავზე.


გარე ტერიტორიაზე განლაგებულია ავტოფარეხი, სტუმრების მისაღები სახლი ბარით და ღვინის შესანახი ოთახი.

ძველი, ბავშვობის სახლი კი, რომელიც აშშ-ში, ლას ვეგასში მდებარეობს, დენ რეინოლდსმა ლგბტ ორგანიზაციას გადასცა საჩუქრად საქველმოქმედო კომპანიის ფარგლებში "8 მლნ დოლარი 8 სახლი".
მომღერალმა განაცხადა, რომ საკუთარი თვალით აქვს ნანახი, რა სირთულეებს აწყდება ასეთი ხალხი, მით უმეტეს, თუ ისინი რელიგიური ოჯახებიდან არიან.
"ახლა კი, ჩემი მშობლების კურთხევით, მე თავად შემიძლია ვაჩუქო მათ სახლი, ეს მათი პირველი სახლი იქნება ლას ვეგასში, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა მომღერალმა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები