როგორ ცხოვრობს საშინელებათა მეფე - სტივენ კინგის სახლი მენის შტატში

ცნობილ მწერალს სტივენ კინგს 60-მდე რომანი აქვს გამოქვეყნებული, რომელთა მიხედვით ძალიან ბევრი საყოველთაოდ ცნობილი საშინელებათა ფილმია გადაღებული. ამ ადამიანის შემოქმედება თითქმის ყველა ადამიანი კარგად იცნობს, აი, მისი პირადი ცხოვრება კი საკმაოდ დაფარულია, თუმცა ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს თუნდაც ის, თუ როგორ ცხოვრობს საშინელებათა შემქმნელი.

სტივენ კინგის რომანების მოქმედება ერთ პატარა პროვინციულ ქალაქში მიმდინარეობს. სწორედ ასეთ, მიყრუებულ და არაფრით გამორჩეულ ადგილებში ხდება უცნაური რაღაცები.

ასეთ პატარ-პატარა ქალაქებში აქვს გატარებული ბავშვობის წლების მწერალს. მამასთან დაშორების შემდეგ დედა-შვილს ხშირად უწევდა ქალაქიდან ქალაქში გადასვლა,
სანამ საბოლოოდ დასავლეთ დარემში არ დაფუძნდნენ, სკარბოროდან 30 მილის სავალზე. იქ, შტატ მენში გაიზარდა ცნობილი მწერალი და დღემდე იქ ცხოვრობს.

ბოლო 40 წელი მისი საცხოვრებელი ადგილი ქ. ბანგორია. აქ მას თავისი სახლი აქვს, წითელი ფასადითა და წვეტიანი კოშკურებით. ეს სახლი წყვილმა 1980 წელს შეიძინა. ამის გარდა მწერალს კიდევ ორი სახლი აქვს, ერთი-ერთი - ლოელში, ისევ მენის შტატში და მეორე - სარასოტში (ფლორიდა), მექსიკის ყურის სანაპიროზე. აქ ოჯახი დასასვენებლად დადის ხოლმე.

ბანგორის სახლი ერთგვარ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა. აქ უამრავი მისი თაყვანისმცემელი ჩამოდის მთელი ამერიკიდან, ცნობილ მწერალთან ფოტოების გადასაღებად და მასთან შესახვედრად.



თავად სახლი ვიქტორიანულ სტილში არის აშენებული და 460 კვ.მ. ფართობს მოიცავს. სახლში არის 6 საძინებელი, 5 აბაზანა, აუზი და ავტოფარეხი 3 ავტომანქანისთვის.

სახლის უკანა ნაწილში მწერლის კაბინეტია. სახლის გარე ტერიტორიას ამშვენებს ლამაზი ეზო და ცოტა საშიში ატრიბუტები.

ოჯახი სახლს გარე თვალისგან არ მალავს, პირიქით, ამ საინტერესო სახლის დანახვა ყველას თავისუფლად შეუძლია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები