"იაფად ვიყიდე მანქანა, მთლიანად გამოვშიგნე და..." - მამუკა ღლონტის სახლი-მანქანა, ავეჯითა და ტექნიკით

ტე­ლეპ­რო­დი­უ­სერ მა­მუ­კა ღლონ­ტის უნა­რე­ბის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ დაგ­ვი­წე­რია. ცნო­ბი­ლია, რომ ის სა­ცხოვ­რებ­ლად ზღვის­პი­რეთ­ში, კაპ­რო­ვან­ში გა­და­სახ­ლდა, სა­დაც სა­კუ­თარ ეზო­ში, თა­ვი­სი პრო­ექ­ტით და ხე­ლით არა­ერ­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კო­ტე­ჯი აა­შე­ნა. ტუ­რის­ტულ ბიზ­ნეს­ში ჩა­ერ­თო და წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რავ ტუ­რისტს მას­პინ­ძლობს.

დაგ­ვი­წე­რია იმა­ზეც, რომ წე­ლი­წად­ში ერთხელ, აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ სა­მოგ­ზა­უ­როდ ევ­რო­პა­ში მო­ტო­ციკ­ლით მი­დის. ამ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში მე­უღ­ლეც თან ახ­ლავს ხოლ­მე. ამ­ჯე­რად, გა­და­წყვი­ტეს, სა­მოგ­ზა­უ­როდ უკვე სახ­ლი-მან­ქა­ნით გა­ემ­გზავ­რონ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მა­მუ­კა ღლონტმა ასე­თი სახ­ლი-მა­ქა­ნა თა­ვად შექ­მნა. ბოლო დე­ტა­ლე­ბი­ღა დარ­ჩა და ყვე­ლა­ფე­რი მზად იქ­ნე­ბა.

AMBEBI.GE მა­მუ­კა ღლონტს ესა­უბ­რა:

- ყო­ველ­თვის ვმოგ­ზა­უ­რობ
მო­ტო­ციკ­ლით, შარ­შან მსუ­ბუ­ქი მან­ქა­ნით ვი­მოგ­ზა­უ­რე, რო­მელ­შიც ელექტრო სკუ­ტე­რი და ელექტრო ვე­ლო­სი­პე­დი მქონ­და. გზებ­ზე სახ­ლი-მან­ქა­ნე­ბით მოგ­ზა­უ­რებს ხში­რად ვხვდე­ბით ხოლ­მე, ამი­ტომ, მე და ჩემს მე­უღ­ლე­საც მოგ­ვი­ვი­და იდეა, რომ რა­ღაც ასე­თი გვე­ცა­და. ოღონდ, ჯერ არ ვი­ცით, ამ ტი­პის მოგ­ზა­უ­რო­ბა მოგ­ვე­წო­ნე­ბა თუ არა, რად­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნია.

მოკ­ლედ, ამ თე­მა­ზე გა­ვე­ცა­ნი მა­სა­ლებს, ინ­ფორ­მა­ცი­ებს, დიდ­ხანს ვი­მუ­შა­ვე და მივ­ხვდი, რომ მინ­დო­და ისე­თი მან­ქა­ნა (არა დიდი), რომ­ლი­თაც შევ­ძლებ­დი ნე­ბის­მი­ერ ქა­ლაქ­ში, ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას (მა­ღა­ზია, კაფე, მუ­ზე­უ­მი) და­პარ­კინ­გე­ბას - ცენ­ტრში გა­და­ად­გი­ლე­ბას... სა­ბო­ლო­ოდ როცა ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი, რა მინ­დო­და, ინ­ტერ­ნეტ­მა იმის რეკ­ლა­მა შე­მომ­თა­ვა­ზა, რა­საც ვე­ძებ­დი. სა­ერ­თოდ ხომ ასეა, ინ­ტერ­ნეტ­ში აქ­ტი­უ­რად რა­საც ეძებ, კი­თხუ­ლობ, უყუ­რებ, მერე თვი­თონ გთა­ვა­ზობს იმა­ვე ში­ნა­არ­სის რეკ­ლა­მას. მოკ­ლედ, "ფე­ის­ბუქ­მა“ სახ­ლი-მან­ქა­ნის რეკ­ლა­მა "ამო­აგ­დო“.

ეს იყო "მერ­სე­დეს-ბენ­ცის“ სპრინ­ტე­რი, საკ­მა­ოდ ძვე­ლი, 2005 წლის, რო­მე­ლიც პატ­რონს გა­და­კე­თე­ბუ­ლი ჰქონ­და. მოკ­ლედ, საკ­მა­ოდ ია­ფად (3.700 დო­ლა­რად) შე­ვი­ძი­ნე. ძა­ლი­ან კარ­გი მან­ქა­ნა აღ­მოჩ­ნდა. ამ თან­ხის მარ­ტო ელექტრო­ბა აქვს. მან­ქა­ნას სა­ხუ­რავ­ზე აქვს მზის "ბა­ტა­რეა", რო­მე­ლიც შიგ­ნით 220 ვოლტს იძ­ლე­ვა. მისი პატ­რო­ნი სა­ცხოვ­რებ­ლად უცხო­ეთ­ში წა­ვი­და და ამი­ტომ გა­ყი­და... მან­ქა­ნა შე­ძე­ნის შემ­დეგ მთლი­ა­ნად გა­მოვ­შიგ­ნე და ყვე­ლა­ფე­რი ჩემს გე­მო­ზე გა­ვა­კე­თე. ახ­ლაც მა­გა­ზე ვმუ­შა­ობ...

- რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა მისი სა­ლო­ნი?

- არის დიდი სა­წო­ლი (2 მეტ­რი /მეტრ 70-ზე), მა­ცი­ვა­რი, ხელ­სა­ბა­ნი, პორ­ტა­ტუ­ლი გა­ზ­ქუ­რა, ტუ­ა­ლე­ტი, და­მა­ტე­ბით აკუ­მუ­ლა­ტო­რი, რო­მე­ლიც 220 ვოლტს იძ­ლე­ვა, რო­მელ­შიც ყვე­ლაფ­რის ჩარ­თვა შე­მიძ­ლია. ახლა ვფიქ­რობ, ეკ­რა­ნი რო­გორ გა­ვა­კე­თო. და­სა­კე­ცი მა­გი­დე­ბი, სკა­მე­ბი დას­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­შია. რა­ღა­ცე­ბი გა­მო­წე­რი­ლი მაქვს, ჩა­მოს­ვლას ვე­ლო­დე­ბი და ამ „სახ­ლში“ ასე ვსაქ­მი­ა­ნობ. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები