სახლი წისქვილი, სადაც მერლინ მონრო იმალებოდა, ახალ მფლობელს ეძებს


ძვირად ღირებული უძრავი ქონება ყოველთვის გადმეტებულ ინტერესს იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მასში ცნობილი ადამიანები ცხოვრობდნენ. გამონაკლისი არც ერთი შეხედვით მოკრძალებული რანჩო გახლავთ "ქარის წისქვილით", რომელშიც მხოლოდ ორი საძინებელია, თუმცა ამჟამინდელი მფლობელი მასში თითქმის 12 მილიონ დოლარს ითხოვს. გაირკვა, რომ ამ შემთხვევაში გადაჭარბებული ფასის დაწესების მიზეზი ცნობილი ადამიანი არ არის. აბა, რაშია საქმე?

ამერიკული ელიტის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი, რომელიც მანჰეტენის მახლობლად მდებარეობს, ცნობილია თავისი ძვირად ღირებული უძრავი ქონებით, ულამაზესი ბორცვებით, გამწვანებით, აყვავებულ ტყეებითა და სურნელოვანი ბაღებით. სულ რაღაც 200 წლის
წინ აქ სასოფლო-სამეურნეო მიწები და აყვავებული ბაღები იყო, რომელსაც ჰოლანდიელი დევნილების მიერ აშენებული წისქვილი გადაჰყურებდა, გასული საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული კი, ეს მიწები მსუყე ლუკმად იქცა ამერიკის უმდიდრესი ხალხისთვის.


1950-იანი წლების დასაწყისში. სამუელ რუბინმა, ცნობილი Fabergé Perfumes-ის ბრენდის დამფუძნებელმა, საკმაოდ დიდი ძველი ფერმა იყიდა, რომელიც საოცარ რეზიდენციად აქცია. აქ იმართებოდა წვეულებები. სანამ სტონი ჰილის ქონება ამაგანსეტში (ჰემპტონი) ელიტის განსაკუთრებულ თავშესაფარად იქცეოდა, მან ერთ-ერთი ბორცვის უმაღლეს წერტილზე აშენებული ძველი წისქვილი პატარა სასტუმრო სახლად აქცია, სახლი სოფლის სტილის იყო, რომელსაც დაემატა პატარა სახლიც, რომელშიც მოწყობილი იყო სამზარეულო, საძინებელი და აბაზანა. ამავდროულად, შენარჩუნდა თავად წისქვილის ფუნქციები (წინა მფლობელებმა ის ააშენეს მიწებისა და ბაღების სარწყავად) ისე, რომ, სტოუნ ჰილის ტერიტორიას არ დაუკარგავს თავისი ავთენტურობა.


წლების განმავლობაში, წისქვილის სახლი ცნობილი მხატვრების, დეკორატორების, ლიტერატურული მოღვაწეებისა და მსახიობების შეკრების ადგილს წარმოადგენდა, მათ შორის იყვნენ ედვარდ ოლბი, ჯექსონ პოლოკი, ტრუმენ კაპოტი, ტერენს სტემპი, კურტ ვონეგუტი, თუმცა ყველაზე ცნობილი სტუმრები ახალდაქორწინებულები გახლდნენ, მერილინ მონრო და ცნობილი დრამატურგი არტურ მილერი, რომლებიც 1957-1960 წლებში ჰემპტონში ისვენებდნენ, ამ სახლში განმარტოებას ახერხებდნენ.

მერილინ მონროსა და სხვა ცნობილი ადამიანების ფერად რომანტიულ თავშესაფარს, რომელიც უფრო "ქარის წისქვილის სახლის" სახელით არის ცნობილი , 1967 წლიდან ახალი მფლობელი ჰყავს. ამჯერად დებორა ენ ლაითი, ფარმაცევტული მაგნატის, აპჯონის უზარმაზარი ქონების მემკვიდრე. იგი ზრუნავდა ველური ბუნების შენარჩუნებაზე და გარემოს ძალიან უფრთხილდებოდა.



დღესდღეობით კი სტოუნ ჰილის კოლორიტული სახლი გასაყიდად არის გამოტანილი. თავდაპირველად ეს 13 წლის წინ მოხდა, შემდეგ განცხადება აიღეს, 2018 წელს კი სახლი გაყიდვის შესახებ განცხადება ისევ გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში. რაც შეეხება თანხას, ფასმა კი არ დაიკლო, პირიქით, ის 12 მილიონამდე გაიზარდა, რასაც უძრავი ქონების აგენტები ნამდვილად არ ელოდნენ. სახლის პატრონი კი ამ ფაქტს ასეთ ახსნა-განმარტებას უკეთებს, რომ ფასს განსაზღვრავს არა ამ სახლის წარსული, არამედ სამომავლო პოტენციალი. ვერაფერს იტყვი, ეს ფანტასტიური ადგილი, თავისი ზღაპრული სახლით ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მართლაც საოცარ პერსპექტივებს ჰპირდება მომავალ მფლობელს.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები