აბაზანაში ფარდას ობი გაუჩნდა - არ იჩქაროთ გადაგდება, ეს რჩევები წაიკითხეთ

ობი აბაზანის ფარდაზე ბევრ ცუდ შედეგს იწვევს: შეიძლება გავრცელდეს მთელ სააბაზანოზე და ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე. მაგრამ უკიდურეს ზომებზე გადასვლას ნუ იჩქარებთ და ნუ გადააგდებთ ფარდას - ობისგან გათავისუფლდით, ჯობს.

ჯერ ერთი, იცოდეთ, რომ თუ ობი გაუჩნდა ფარდას, ეს არ არის იშვიათი შემთხვევა და თანაც, ამის გამოსწორება შეიძლება. მოქმედების სტრატეგია დამოკიდებულია ფარდის ქსოვილზე.

პლასტიკატის ან ვინილის ფარდა შეგიძლიათ გარეცხოთ სარეცხ მანქანაში, დაახლოებით 40 გრადუს ტემპერატურაზე, რომ ქსოვილი არ დადნეს. შეგიძლიათ, ორი-სამი პირსახოციც დაუმატეთ და უფრო ეფექტურად გაირეცხება.

ქსოვილის ფარდა - ნაჭერი,
რითაც აბაზანის ფარდას კერავენ, სხვადასხვაა - ნეილონი, პოლიესტერი, ბამბა. ამიტომ გარეცხვამდე გაეცანით ინფორმაციას ნაწარმის ეტიკეტზე.

თუ გარეცხვა არ უშველის და ობის ლაქები დარჩება, მაშინ მოგიწევთ ფარდის შეცვლა. მომავალში რომ აიცილოთ ობის გაჩენა, ამისთვის კი რამდენიმე წესი არსებობს:

  • შხაპის მიღების შემდეგ ყოველთვის ბოლომდე გაშლილი დატოვეთ ფარდა, რომ კარგად შეშრეს და კარიც ღია იყოს, რომ ზედმეტი ნესტი გავიდეს.
  • თუ აბაზანას აქვს ფანჯარა, ისიც ღია იყოს. თუ არა, იზრუნეთ გამწოვზე, რომელიც ნესტის გაფანტვას უწყობს ხელს შხაპის მიღების დროს.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები