ნივთები, რომელთა შენახვაც არ შეიძლება საწოლის ქვეშ

ვისაც სივრცე პატარა აქვს, ხშირად საძინებელში დგამს ისეთ საწოლებს, რომლებსაც სათავსო აქვს ან საწოლის ქვეშ ყუთებით ინახავს ნივთებს. თუმცა ყველაფრის იქ შენახვა სულაც არ შეიძლება - სხვადასხვა მიზეზის გამო.

წიგნები
როცა ბინაში არ არის ბევრი ადგილი, ხანდახან წიგნებსაც ინახავენ საწოლის ქვეშ. თუმცა ამ შემთხვევაში არის გარკვეული დაბრკოლებები - ჯერ ერთი, საჭირო წიგნის პოვნა ძალიან გაგიჭირდებათ, ვერც დაინახავთ ნორმალურად და ყველა წიგნის ხელახლა გამოღება მოგიწევთ. 
გარდა ამისა, ძველი წიგნები მტვრიანდება, ზოგიერთს ალერგიაც უჩნდება მათზე და თუ მაინც დაალაგებთ საწოლის ქვეშ, ყუთებში
ჩაალაგეთ და კარგად დახურეთ. 

სამშენებლო მასალების ნარჩენები
ხანდახან რემონტის დროს ასეთ რამესაც აკეთებენ ან რემონტის შემდეგ, როცა არ იციან სად წაიღონ მორჩენილი მასალები. 
ჯერ ერთი, მსგავს მასალებს აქვს სუნი, თუნდაც დახურულს, იდებს მტვერს და საკმაოდ საშიში ალერგიული რეაქციების გამოწვევაც შეუძლია. 


ყოველდღიური მოხმარების ნივთები
რასაკვირველია, უაზრობაა საწოლის ქვეშ ისეთი ნივთების შენახვა, რომლებსაც ყოველდრე იყენებთ - მაგალითად, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების. 
ჯერ ერთი, მოუხერხებელია იმდენჯერ საწოლის ქვეშ ძებნა საჭირო ნივთის, გარდა ამისა, ჰიგიენური თვალსაზრისითაც არ შეიძლება. თუ შეინახავთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იშვიათად უნდა გამოიღოთ და აუცილებლად, განსაკუთრებით ფეხსაცმელი უნდა იყოს კარგად გაწმენდილი, ძირებიც, და სასურველია, ყუთში ან პარკში იყოს დახურულ მდგომარეობაში. 


შეუფუთავი ნივთები
აუცილებლად, საწოლის ქვეშ ჩადებთ თუ საწოლის სათავსოში, ნივთები ჩაალაგეთ ყუთებში ან პარკებში, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული დამტვერიანებისგან. 

ცარიელი ყუთები, ჩემოდნები და კოლოფები
საწოლის ქვეშ ცარიელი ყუთების დალაგება არაა სასურველი. სასარგებლო სირვცეს არარაციონალურად იყენებთ - ჯობს იმ ყუთებში თუნდაც თეთრეული ჩაალაგოთ და ერთდროულად ორი კურდღელი დაიჭიროთ - თავისუფალ სივრცესაც აითვისებთ და ყუთებსაც მოუძებნით ფუნქციას.


ნოსტალგიური ნივთები
ფენ-შუის თანახმად, ნივთები, რომლებსაც მოგონებები უკავშირდება - ცუდი თუ კარგი, ფოტოები, სუვენირები, თუ სხვა ნივთები, არ არის სასურველი შეინახოთ საწოლის ქვეშ. ფენ-შუის თანახმად, მსგავსი ნივთები, რომლებიც წარსულშუ გვაბრუნებენ და ძველ ემოციებს გვახსენებენ, ჯობს კარადაში გვქონდეს შენახული და არა საწოლის ქვეშ, რადგან ისინი ენერგეტიკულად მუხტავს ადამიანს და არ არის სასურველი, ძილის დროს იმოქმედოს ადამიანზე. ის კი არა, პირად ცხოვრებაზეც კი შეიძლება ცუდად იმოქმედოსო. 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები