რატომ უნდა ჩავამატოთ რეცხვის დროს ძმარი სარეცხის მანქანაში

სარეცხის მანქანა ნებისმიერი ოჯახის შეუცვლელი ბატრიბუტია, რომელიც დიასახლისებს შრომას უმარტივებს და დროს აზოგინებს.
სათანადოდ მოვლის შემთხვევაში სარეცხის მანქანა შესაძლოა ათეული წელი ერთგულად გვემსახუროს.
არსებობს სარეცხის მანქანის მოვლის სხვადასხვა საშუალება, რომ ის დიდხანს და წარმატებით გამოვიყენოთ. შემოგთავაზებთ გამოსავალს, მარტივსა და რაც კიდევ უფრო მთავარია, ყველასთვის ხელმისაწვდომს. 

რატომ არის საჭირო ძმარი

სუფრის ძმარი მხოლოდ კულინარიაში როდი გამოიყენება. ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური ხდება ეკოლოგიურად სუფთა დასუფთავების საშუალეები, განსაკუთრებით იმ ოჯახებში, სადაც არის ბავშვი.
ერთი-ერთი ასეთი საშუალება გახლავთ ძმარი, რომელიც ძალიან ეფექტურად ებრძვის
უსიამოვნო სუნს, კარგად ატარებს დეზინფექციას და ებრძვის ლაქებს.

რეცხვის დროს ძმრის გამოყენება ლაქების მოშორების შესაძლებლობას იძლევა.

კონდიციონერი სარეცხისთვის

ძმარს გააჩნია ქსოვილის დარბილების უნარი, რაც საშუალებას მოგცემთ ძვირად ღირებული ქიმიური კონდიციონერები ნატურალური უვნებელი ძმრით ჩაანაცვლოთ და რაც ყველაზე მთავარია, იდენტური შედეგი მიიღოთ.
თუ დაგაინტერესათ ამ პუნქტმა, გირჩევთ, რეცხვის დროს სარეცხის მანქანის კონდიციონერის განყოფილებაში 100 მლ. ძმარი დაამატოთ.

მათეთრებელი

ყველამ კარგად ვიცით, რომ თეთრი ქსოვილი დროთა განმავლობაში სიქათქათეს კარგავს და მასზე ყვითელი ლაქების მოშორება არც ისე მარტივია. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ პირველ რიგში თეთრი ნივთები ცალკე გარეცხოთ და მეორე, რეცხვის დროს კონდიციონერი განყოფილებაში ჩაამატოთ 100 მლ სუფრის ძმარი. ის ქსოვილს სიქათქათეს შეუნარჩუნებს და ლაქებსაც მოაშორებს.
ძმრით დელიკატური ნოივთებს გარეცხვაც ძალიან კარგია, ისეთის, როგორიც არის თეთრეული ან საცურაო კოსტიუმი. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ სარეცხის ფხვნილი ან სითხე საერთოდ არ გამოიყენოთ.

უსიამოვნი სუნისა და ლაქების მოსაშორებელი საშუალება


დაასხით ლაქას ძმარი, გააჩერეთ 10 წუთი და გარეცხეთ სარეცხის მანქანაში. ეს მეთოდი გამოგადგებათ ლაქების ამოყვანაში ბამბისა და პოლიესტერის ქსოვილიდან. ძალიან კარგია ძმრით ნიკოტინით გაჟღენთილი ნივთების გარეცხვა, ისეთის, როგორიც არის დეკორატიული ბალიშები ან ფარდები.

ფერადი ტანსაცმლის რეცხვა

ფერადი ნივთები ხშირად ხუნდება ხოლმე. იმისათვის, რომ თავი აარიდოთ ამ პრობლემას, გარეცხვამდე 15 წუთით ადრე ჩაალბეთ ეს ნივთები ძმრიან წყალში და შემდეგ სარეცხის მანქანაში გარეცხეთ.

მანქანას აშორებს ნადებს

რეცხვის დროს ხშირად ხდება ისე, რომ ფხვნილის ან სითხის ნარჩენები მანქანაში რჩება და წარმოქმნის ნადებს. ამის თავიდან ასაცილებლად ჩაასხით მანქანაში ძმარი და ჩართეთ გავლების რეჟმი.

ბეწვის მოშორება

ძმარი ასევე ძალიან დაგეხმარებათ ტანსაცმლიდან ცხოველის ბეწვის მოშორებაში. თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, დაამატეთ რეცხვის დროს სარეცხის მანქანაში ძმარი და ისე გარეცხეთ სარეცხი. შედეგს თავად იხილავთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები