ნივთები, რომელიც სამზარეულოში ფუსფუსის დროს შეგიმცირებთ

დრო, როდესაც სადილის მომზადებას მთელი დღე სჭირდებოდა, წარსულას ჩაბარდა. საბედნიეროდ, დღესდღეობით არსებობს უამრავი ისეთი ნივთი, რომელიც სამზარეულოში ყოფნის დროს მაქსიმალურად შეგიმცირებთ, შედეგს კი შეუდარებელს მიიღებთ.
თუ მსგავსი ნივთები ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ, გირჩევთ დაფიქრდეთ და დარწმუნდებით, რომ მათი იგნორირება არ ღირს.

პრესი მოხარშული ბოსტნეულისთვის

ეს ინოვაციური პრესმექანიზმი საქმეს ერთიორად ამარტივებს. ამ მოწყობილობის მეშვეობით საშუალება გეძლევათ სულ რაღაც რამდენიმე წუთში მოამზადოთ ერთგვაროვანი, ნაზი მასა საყვარელი ოჯახის წევრებისთვის, განსაკუთრებით კი ჩვილი ბავშვებისთვის.

კვერცხის მოსახარში

მოხარშული კვერცხი იდეალურ საუზმედ ითვლება, რადგან სასარგებლო ვიტამინებისა და
ცილების საკმარის რაოდენობას შეიცავს. ეს ახალი მოწყობილობა კი საქმეს ამარტივებს. ოვალური პირების მქონე საჭერებით თავისუფლად შეგიძლიათ აიღოთ კვერცხი, მოათავსოთ ქვაბში და სპეციალური საჭერით დაამაგროთ ქვაბის კიდეზე. სილიკონის სახელურები კი მოგცემთ საშუალებას ადვილად ამოიღოთ ქვაბიდან ცხელი მოხარშული კვერცხი.

კულინარიული კოვზი ხუთი ერთში

თუ თქვენი სამზარეულო მცირეგაბარიტიანია და არც ისე მოსახერხებელია ბევრი ნივთის განთავსება, მაშინ ეს კულინარიული კოვზი ხუთი ერთში ნამდვილად თქვენთვის არის შექმნილი.

სიტოიანი წვენსაწური

ახალ-ახალი ფრეშების მოყვარულთ კი მსგავსი საწური ძალიან გამოადგებათ. სიტო იძლევა იმის საშუალებას, რომ კურკები წყალში არ ჩაცვივდეს.

სოუსის მოსამზადებელი ქილა

სიუსები ნებისმიერი სუფრის მთავარი შემადგენელი ნაწილია. სპეციალური ქილა კი მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ახალ-ახალი სოუსებით გაანებივროთ თქვენი სტუმრები თუ ოჯახის წევრები.

სუნელების კოვზი

ალბათ წარმოუდგენელია კერძი სანელებლების გარეშე. ჰოდა. აი, ასეთი კოვზით ისე გააკეთებთ სადილს და გაამდიდრებთ სანელებლების არომატებით, რომ არავის გაღიზიანებას არ გამოიწვევს. ზოგს არ უყვარს, როდესაც კერძში რამე ზედმეტს ხედავს.

ხორცის საჭრელი დაფა

ასეთი სააჭრელი დაფა ხორცისთვის კი, რომლის ერთ მხარესაც სპეციალური კბილანებია იმისთვის, რომ ხორცი კარგად დააფიქსიროთ და უფრო ადვილად დაჭრათ, კიდეები კი ისეა შემოსაზღვრული, რომ წვენმა ან სისხლმა არ გაჟონოს, გულგრილს ვერც ერთ დიასახლისს ვერ დატოვებს.

შპრიცი მარინატორი

ასეთი შპრიცი მარინატორი ძალიან მოსახერხებელია პროდუქტის, განსაკუთრებით მსხვილი ნაჭრების დასამარინადებლად. მოგეცემათ საშუალება თანაბრად გადაანაწილოთ სასურველ პროდუქტში შაქარი, მარილი, წიწაკა თუ სხვა ინგრედიენტები.

 გადასაწური ქვაბი

თუ მაკარონი თქვენ საყვარელ პროდუქტთა სიაში შედის, მაშინ ასეთი ქვაბი თქვენთვის ნამდვილი მისწრებაა.
ქვაბი მოსახერხებლია როგორც შესანახად, თავისი მომრგვალებული ფორმის წყალობით, ისე კარტოფილის ან ბურღულეულის მოსამზადებლად.

კომენტარის დამატება