როგორ შეაყვარა დედამ ბავშვებს სახლის დალაგება

ყველა მშობელმა კარგად იცის, რომ სახლში, სადაც ბავშვები არიან, იდეალური წესრიგი ვერასდროს იქნება. იატაკზე ყოველთვის შეიძლება ეგდოს სათამაშო, რომელსაც შესაძლოა დაადგათ ფეხი და გამწარდეთ.

არადა, ბავშვის მოტივირება სახლის დასალაგებლად არცთუ ადვილი საქმეა. თუმცა კრეატიული დედიკოები ახერხებენ ხოლმე ისეთი მეთოდის მოძებნას, რომელიც ბავშვს სახლის დალაგების სტიმულს და ხალისს აღუძრავს.
სწორედ ამის შესახებ ისაუბრა სოციალურ ქსელში ბლოგერმა, ოთხი შვილის დედამ ჯეკი ჯილიმ. მან მოახერხა იმდენი, რომ მისი შვილები ენთუზიაზმით, ყოველგვარი ისტერიკებისა და ტირილის გარეშე ალაგებენ საკუთარ სათამაშოებს.

ბრიტანელი ქალბატონის ხელმომწერები დაინტერესდნენ, რაში მდგომარეობდა
საიდუმლო, როგორ აიძულა დედამ შვილები დაელაგებინათ სახლი, რამით დაემუქრა თუ პირიქით, ტკბილეულით წაახალისა.

გაგიკვირდებათ და არც ერთი და არც მეორე. ჯილიმ აღიარა, რომ მიმართა ხრიკს, რომელმაც მშვენივრად იმუშავა. მან აღიარა, რომ სახლის დალაგების პროცესი დიდი ხანია აქცია არა ყოველდღიურ რუტინად, არამედ ერთგვარ შეჯიბრად, რომელსაც ჰყავს გამარჯვებული.

- ჩავიფიქრებ ხოლმე მაგალითად, ძირს დაგდებულ სათამაშოს. ვინც პირველი აიღებს და მიუჩენს თავის ადგილს, აუცილებლად მიიღებს წამახალისებელ პრიზს.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა დედას არ დაუკონკრეტებია, რა არის პრიზი, ამ იდეამ გამომწერებში დიდი მოწონება დაიმსახურა.
- თუ გინდათ, რომ თქვენმა შვილებმა სიამოვნებით მიიღონ მონაწილეობა სახლის დალაგების პროცესში, მიმამრთეთ ამ მეთოდს, არანაირი ცრემლები და არანაირი პროტესტი. მხოლოდ ენთუზიაზმი და ერთად სიცილი, - ამბობს ახალგაზრდა დედა.

კომენტარის დამატება