დალაგების საიდუმლოებები გამოცდილი დამლაგებლებისგან - საქმე რომ გაიიოლოთ

ყველაფერი გენიალური ძალიან მარტივია


ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს დალაგება ერთგვარი ხელოვნებაა, რომელსაც სპეციალურად ასწავლიან. შეიძლება ითქვას, რომ ეს დამატებითი განათლებაა. პერსონალს სპეციალურად ასწავლიან, როგორ უნდა მოუარონ ამა თუ იმ ზედაპირს, იქნება ეს ხე, ლითონი, კერამიკული ფილები თუ სხვა. პროფესიონალური წმენდისთვის პერსონალი ოცამდე სპეციალურ საწმენდ საშუალებას იყენებს.
გამოდის, ცხოვრებას რომ არ ჩამორჩნენ, დიასახლისები მერხებს უნდა მიუსხდნენ? სულაც არა.

დაიცავით სისუფთავე
პირველ რიგში გაგვაქვს ნაგავი. გასარეცხ ჭურჭელს ვალაგებთ ნიჟარაში. სამზარეულოს სამუშაო ზედაპირიდან ვიღებთ ყველა ზედმეტ ნივთს და არასაჭირო ნივთებს ვყრით, რაც თავის ადგილას არ
დევს, ვაბრუნებთ მისთვის განკუთვნილს ადგილს.
ვიწყებთ სველი წესით დალაგებას მიკროფიბრის ტილოს საშუალებით.

ყველა ზედაპირს მისთვის განკუთვნილი ტილო უნდა ჰქონდეს. ყველა საწმენდ საშუალებას ზედაპირზე დაახლოებით 3-4 წუთი ვაჩერებთ და ვიწყებთ შემდეგი ზონის წმენდას, შემდეგ ვუბრუნდებთ პირვანდელს.
ყველაფერი, რაც საჭიროებს გარეცხვას, უნდა გაირეცხოს რეგულარულად 15 წუთის განმავლობაში. პატარა ხალიჩები, გადასაფარებლები, ბალიშის პირები უნდა გაირეცხოს კვირაში ერთხელ.

პლასტმასის მსუბუქი კალათა დაგეხმარებათ იმაში, რომ სახლის დასალაგებელი ყველა საშუალებ აგქონდეთ მოთავსებული ერთად.
ყველაზე ბოლოს ვასუფთავებთ აბაზანას და სამზარეულოს და ყველა ტილოს ვყრით.
ბოლო ეტაპი ჰაერის გამწმენდი არომატიზატორია, ყველა ოთახს შესაბამისი არომატი სჭირდება, მაგალითად, აბაზანას ციტრუსი უხდება, მისაღებს - ყვავილების და ა.შ.

კიდევ მეტი რჩევა იხილეთ აქ:
7 მიზეზი, რის გამოც კარგად დალაგებული სახლიც კი უსუფთაო ჩანს

დალაგების 6 წესი მათთვის, ვისაც დასაკარგი დრო არ აქვს

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები