რატომ უნდა დაამატოთ სარეცხი მანქანის დოლურაში მარილი - საშუალება, რომელიც ძვირადღირებულ ხსნარზე უფრო ეფექტურია


თანამედროვე სამყაროში უამრავი საშუალება არსებობს სარეცხის ეფექტურად რეცხვისთვის, ლაქების ამოსაყვანად, ფერის შესანარჩუნებლად, თუმცა ხშირად ძველი, ბებიების მიერ ნასწავლი ხერხი, უმარტივესი და უიაფესი, ბევრად ეფექტური აღმოჩნდება ხოლმე. 


როდესაც  სარეცხი ისე კარგად არ ირეცხება, როგორ ჩვენ გვსურს, მით უმეტეს, თუ ნივთი დალაქავებულია,  სცადეთ და გამოიყენეთ მარილი, დიახ, ჩვეულებრივი მარილი, რომელიც  თურმე მარტო სამზარეულოში და კულინარიაში როდი გამოიყენება. ეს ნივთიერება ძალიან კარგი საშუალება ყოფილა ლაქების ამოსაყვანად, ქსოვილისთვის ფერის შესანარჩუნებლად და წყლის დასარბილებლადაც კი. ის უბრალოდ უნდა დაამატოთ სარეცხი მანქანის დოლურაში რეცხვის დროს. გამოცდილი დიასახლისები ირწმუნებიან,
რომ მარილის გამოყენების შემდეგ ქსოვილი ისე რბილდება ისევე, როგორც სარეცხის კონდიციონერის გამოყენების შემთხვევაში.

სარეცხის რეცხვის დროს მარილის გამოყენების შემთხვევაში გასათვალისწინებელია მხოლოდ ერთი დეტალი. - რეცხვის დამთავრების შემდეგ უნდა ჩართოთ დამატებითი გავლების რეჟიმი, რათა სარეცხზე მარილის ნაწილაკები არ დარჩეს.
თუ დოლურა სავსეა სარეცხით, შეგიძლიათ მარილი 3-5 კოვზიც კი დაამატოთ. შესაძლებელია  დოლურაში მარილის პატარა ტომრის მოთავსებაც, რათა თავიდან აიცილოს მარილის ნაწილაკების სარეცხზე დარჩენა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები