როგორ გავასწოროთ ტანსაცმელი უთოს გარეშე


უთოობა, რა თქმა უნდა, ის რუტინაა, რომელიც ბევრ ჩვენგანს არ მოსწონს და ძალით აკეთებს. არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც შეგიძლიათ შეინახოთ და გარეცხოთ ნივთები ისე, რომ მას დაუთოება არ დასჭირდეს. ვნახოთ, რაზეა საუბარი.

ტანსაცმლის რეცხვისას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის ის, რომ სარეცხის მანქანაში სამოსს ვტენით, რითაც არა მხოლოდ დოლურაზე ვახდენთ ზედმეტ ზეწოლას, არამედ ტანსაცმელიც დეფორმირდება. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ზედმეტად დაკუჭული ტანსაცმელი, ეცადეთ სარეცხ მანქანაში თანდათან შეაწყოთ და დაახარისხოთ - მაისურები, შარვლები, სვიტერები და საცვლები და ა.შ. ტანსაცმელი არ დაიკუჭება.

ასევე სასურველია, თუ ამის საშუალება არის, გამოიყენოთ რეცხვის დელიკატური რეჟიმი, ის ნივთებს პირვანდელი სახის შენარჩუნებაში ეხმარება. ეს არ ეხება, რა თქმა უნდა პირსახოცებსა და ლოგინის თეთრეულს, რომლის რეცხვაც მაღალ ტემპერატურაზეა რეკომენდებული.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნივთები სარეცხის მანქანიდან რეცხვის დასრულებისთანავე გამოიღოთ, მანქანაში დიდხანს გაჩერება აუცილებლად დაკუჭავს თქვენს სამოსს.

სწორად გაშრობა ნამდვილად არის იმის გარანტია, რომ თქვენი ნივთები რეცხვის შემდეგ ვიზუალურად არ შეიცვლება. სარეცხი მანქანიდან გამოღების შემდეგ კარგად გაასწორეთ ნივთი, სანამ დაკიდებთ საშრობზე ან თოკზე. ასევე ღირს საკიდების არჩევა, ქსოვილის ტიპის გათვალისწინებით, რათა ეცადეთ, რომ დაკიდების დროსაც ნივთებს ნაზად მოექცეთ და შესაბამისი ზომის და ფორმის საკიდი შეურჩიოთ.

თუ ავტომატურ საშრობს იყენებთ, ციკლის დაწყებამდე სცადეთ რამდენიმე ყინულის კუბიკის დამატება დოლურაში. პროცესის დროს ის დაიწყებს დნობას და, შესაბამისად, ტენს ააორთქლებს, რითაც ხელს შეუწყობს ნაკეცების გასწორებას. ყინულის კუბურები ასევე დაგეხმარებათ გასაშრობი ნივთების ფორმისა და მთლიანობის შენარჩუნებაში, ეს შესანიშნავი გზაა თქვენი ნივთების ეფექტურად გაშრობის უზრუნველსაყოფად.

თუ გსურთ, რომ თქვენი ტანსაცმელი რეცხვის შემდეგ იყოს არ იყოს ძალიან დაკუჭული, გამოიყენეთ კონდიციონერი.

მშრალი ტანსაცმლის დამუშავება შესაძლებელია სპეციალური პროდუქტით, სახელწოდებით "თხევადი უთო". სპრეი იყიდება სპეციალიზირებულ მაღაზიებში. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ეს საშუალება თავად. საკმარისია ერთი ჩაის კოვზი კონდიციონერი, ორი ჩაის კოვზი ძმარი და სამასი მილილიტრი წყალი. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში, ჩაასხით სპრეის ბოთლში, გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ, დაკიდეთ ნივთი საკიდებზე და შეასხურეთ სითხე და აცადეთ მთლიანად გაშრობა.

და ბოლოს, ნუ დაკეცავთ ნივთებს, გამოიყენეთ საკიდები და სამაგრები. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ნაკეცები, ასევე შეგიძლიათ ზოგიერთი ნივთი გადაახვიოთ როლად, ეს მეთოდი შესაფერისია როგორც შალის ნივთებისთვის, ასევე ჯინსისთვის.

კომენტარები

მართკა! 2024-04-25 19:50
მეზიზღება უთოობა! ყველა საკიდზე, სათითაოდ! წლები არ ვაუთოვებ!
მკითხველი 2024-04-23 18:59
ტანსაცმელი იჭმუჭნება და არა "იკუჭება", დაიჭმუჭნება და არა "დაიკუჭება". :)))

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები