რატომ არ ღირს პირსაბანი ნიჟარის სარეცხის მანქანის ზემოთ დამონტაჟება


მოზრდილი, მოხერხებული აბაზანა ნებისმიერი დიასახლისის ოცნებაა, თუმცა ასეთი ფუფუნება ბევრ ქალბატონს არ აქვს. როგორ მოვიწყოთ შეზღუდულ სივრცეში კომფორტი?

პირსაბანი ნიჟარა სარეცხის მანქანის ზემოთ

ბევრი დიასახლისი ცდილობს აბაზანისა და საპირფარეშოს გაერთიანებას და ამის ხარჯზე ადგილის ეკონომიას, თუმცა ეს ვარიანტი ყველა ოჯახისთვის როდი გამოდგება, ამიტომ, ადგილის ეკონომიის მიზნით, სხვა ხერხებს უნდა მიმართოთ.

მაგალითად, ერთ-ერთი ვარიანტია პირსაბანი ნიჟარის სარეცხის მანქანის ზემოთ დამონტაჟებაა.
მსგავსი იდეა ბევრ ქალბატონს მოსდის თავში, ერთი შეხედვით ეს ხომ ძალიან ხელსაყრელი და მოხერხებული გამოსავალია. ნიჟარის ქვემოთ, როგორც წესი, ცარიელი ადგილია,
რატომაც არ უნდა ავითვისოთ ეს სიცარიელე?
ამ დროს გასათვალისწინებელია რამდენიმე საინტერესო და საყურადღებო დეტალი.
სარეცხის მანქანის ზემოთ ნიჟარის დამონაჟება რთული სულაც არ არის, თუმცა რამდენიმე ფაქტორი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი სირთულეები.

1. დიდი ზომის სარეცხის მანქანა გამოყოფს ორთქლს, რაც ხელსაბანთან ურთიერთობას არცთუ კომფორტულს გახდის.



2. არასწორად შერჩეულმა ნიჟარის ფორმამ შესაძლოა მთლიანი აბაზანის ესთეტიკური მხრაე მნიშვნელოვნად დაარღვიოს.



3. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ თუ სახლში ბავშვები არიან მათთვის სარეცხის მანქანის ზემოთ მოთავსებულ ნიჟარასთან დაკავშირება საკმაოდ მოუხერხებელი იქნება.



4. მანქანასა და ნიჟარას შორის აუცილებლად უნდა იყოს დაცული გარკვეული დისტანცია, რადგან რეცხვის დროს მანქანა ვიბრირებს და შესაძლოა ნიჟარასთნ შეხების დროს დაზაინდეს ან ერთი ან მეორე ნივთი.



5. და ბოლოს, თუ დიდი ოჯახი გაქვთ და სარეცხის რეცხვა ხშირად გიწევთ ამ იდეისგან თავის შეკავებას გირჩევთ.

კომენტარის დამატება