როგორ მოვაშოროთ შპალერს ცხიმის ლაქა ისე, რომ ახლის ყიდვა არ დაგვჭირდეს

შპალერის გაცხიმიანება მრავალმა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს. შეიძლება უცბად ცხიმიანი ხელით შეეხეთ, ან საჭმლის მომზადების დროს შეესხა ცხიმის ლაქები. ერთი სიტყვით, ცხიმიანი შპალერი არცთუ სასაიმოვნო სანახავია და ძალიან ამახინჯებს საერთო ინტერიერს. როგორ შეიძლება მოვაგვაროთ ეს პრობლემა ისე, რომ ახალი შპალერი არ გვქონდეს გასაკრავი?

საამისოდ ნამდვილად არსებობს საკმაოდ ეფექტური მეთოდები, თუმცა სანამ საქმეს შეუდგებით, აუცილებლად გაარკვიეთ, როგორი ტიპის შპალერთან მოგიწევთ მუშაობა.

ძირითადად სამი ტიპის შპალერი არსებობს: ქაღალდის, ვინილის და ფლიზელინის. ვინილის და ფლიზელინის შპალერები, როგორც წესი, საკმაოდ მდგრადია
და არ უშვებს ღრმად ჭუჭყსა და წყალს. არსებობს მათი წყალგამძლე ვარიანტებიც, რომელსაც აბაზანაშიც კი ხმარობენ.
ყველაზე არაპრაქტიკული ქაღალდის შპალერია. ის ძალიან თხელია, ხაზს უსვამს კედლის ყველა ხარვეზს და ძალიან მგრძნობიარეა ჭუჭყის და განსაკუთრებით წყლის მიმართ. ასევე მალე იხევა, რადან არის ძალიან თხელი.

ამიტომ, სანამ გაწმენდას შეუდგებით, ჯერ დააზუსტეთ, შპალერი არის თუ არა წყალგამძლე. საამისოდ კი უნდა დააკვირდეთ ეტიკეტს, რომელზეც აუცილებლად იქნება საამისო ნიშანი, ტალღა. ერთი ტალღა ნიშნავს, რომ მასალა არ არის მდგრადი წყლის მიმართ, ორი ტალღა კი ნიშნავს იმას, რომ შპალერი წყალგამძლეა.

თუ ეტიკეტი ვერ მოიძიეთ, შეგიძლით ჩაატაროთ პატარა ტესტი. მოძებნეთ კედელზე ისეთი ადგილი, რომელიც არ ჩანს, მაგალითად, ავეჯის უკან ან ძალიან დაბლა, გადაუსვით სველი ღრუბელი და დააკვირდით, თუ შპალერს პირვანდელი სახე შეუნარჩუნდა, თამამდ შეგიძლიათ მისი დამუშავება, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მასალა არ უნდა იყოს შემდგარი აგრესიულ კომპონენტებსგან.

როგორ მოვაშოროთ ქაღალდის შპალერს ლაქა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქარალდის შპალერი ძალოან მგრძნობიარეა და მისის სველი წესით გაწმენდა არ გამოვა, ამ შემთხვევაში სპეციალისტები გვირჩევენ, წმენდის მშრალ მეთოდს მივმართოთ. 
თუ ლაქა ახალია და გაშრობა ვერ მოასწრო, შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალი პური. ახალი პურის გული რამდენიმე წუთით გააჩერეთ ლაქაზე, სანამ ცხიმს არ შეიწოვს და შემდეგ მოაშოერეთ. 
შეგიძლიათ გამოიყენოთ უთო და ხელსახოცი. გააცხელეთ უთო, მიადეთ ცხიმიან ადგილს ხელსახოცი და გადაუსვით ცხელი უთო. ცხიმს ხელსახოცი შეიწოვს და შპალერი გასუფთავდება.
ასევე ეფექტურია მელამინის ღრუბელი, თუმცა ქაღალდის შპალერისთვის ის ცოტა უხეშია და ეცადეთ პროცედურა მაქსიმალური სიფრთხილით ჩაატაროთ. დაიმახსოვრეთ, რომ ღრუბელი აუცილებლდ მშრალი უნდა იყოს.


როგორ მოვაშოროთ ლაქა ვინილის და ფლიზელინის შპალერს?
ამ შემთხვევაში თამამად შეგიძლიათ მიმართოთ წმენდის სველ მეთოდს და იყოთ მშვიდად, შპალერი ამით არ გაფუჭდება.
ძალიან კარგად წმენდს ლაქას საპნიანი ხსნარი, საპონი უმჯობესია იყოს საყოფაცხოვრებო, ან შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი სითხე. დაასველეთ ღრუბელი საპნიან ხსნარში და დაამუშავეთ ცხიმიანი ადგილი, თუ ცხიმი ძველი და ღრმად ჩამჯდარია, შეგიძლიათ გამოიყენოთ კბილის ჯაგრისი, თუმცა იყავით ფრთხილად, რომ შპალერი არ დახიოთ.

ასევე კარგად მუშაობს ქაღალდის ხელსახოცი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლაქა ახალია.
დაადეთ ქაღალდი ლაქას და დელოდეთ, სანამ ცხიმს შეიწოვს, თუ გაუჭირდა, შეგიძლიათ მიაშველოთ ცხელი უთო.
სახამებელი და სოდაც საკმაოდ ეფექტური საშუალებაა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი შპალერი მუქია, გამოიყენეთ სახამებელი, რადგან სოდამ შესაძლოა თეთრი ლაქა დატოვოს.

აიღეთ შერჩეული ინგრედიენტი, შურიეთ წყალი ისე, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა, წაუსვით ლაქას, გააჩერეთ სანამ გაშრება და შემდეგ მშრალი ტილოთი მოწმინდეთ. თუ საჭირო გახდება, ნარჩენები შეგიძლიათ ცოტა წლით ჩამორეცხოთ და შემდეგ ის ადგილი კარგად გაამშრალოთ.
ცარცს აქვს ცხიმის შეწოვის საოცარი უნარი. გამოყენებამდე ცარცი უნდა დაფშვნათ და ისე შეაზილოთ ცხიმიან ადგილს. იმისათვის, რომ ამ საშუალებამ იმუშაოს და გააქტიურდეს, უნდა გააჩეროთ სამი-ოთხი საათი. შემდეგ კი გაწმინდოთ სველი ხელსახოცით და კარგად გაამშრალოთ.

უკიდურეს შემთხვევაში, თუ ლაქა ძველი და დიდია შეგიძლიათ გამოიყენოთ ბენზინი, ეს საკმაოდ სერიოზული საწმენდი საშულებაა, ერევა არა მარტო ცხიმს, არამედ საღებავსაც. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ბენზინი აგრესიული საშუალებაა, და შესაძლოა მასალა დააზიანოს. თუ გადაწყვიტეთ მიმართოთ ამ საშუალებას, მაშინ ნაჭერი უნდა დაასველოთ ბენზინში, მიადოთ ის ლაქას და გააჩეროთ ცოტა ხანი. შემდეგ კარგად ჩამორეცხოთ. ეს მეთოდი ძველ, ჩამჯდარ ლაქებთან გამკლავებაშიც დაგეხმარებათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები