როგორ გავაგრილოთ სახლი კონდენციონერის და სხვა მოწყობილობების გარეშე

ზაფხულის პაპანაქება წინ გველოდება. მისი გაძლება ადვილი არ არის. ყველას არ შეუძლია ან არ სურს მთელი დღის განმავლობაში კონდენციონერის ჰაერი ისუნთქოს. გაგრილება ამის გარეშეც შეიძლება. გთავაზობთ რამდენიმე ხერხს.
1. ოთახის განიავება შუადღისას არ მოინდომოთ. ფანჯრები მხოლოდ დილით ადრე და გვიან საღამოს გააღეთ, ანუ მაშინ, როცა გარეთ უფრო გრილა, ვიდრე სახლში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფანჯრების გაღებას აზრი არ აქვს - სახლში მხოლოდ ცხელი ჰაერი შემოვა.
2. გამოიყენეთ ფარდის შიგნით დამატებითი შალითები: ფანჯრებზე დამატებით გააკარით ტილოს ქსოვილი, ბამბუკის ფარდა, შტორები. შეგიძლიათ ფანჯრებზე ფოლგაც
ააკრათ. ცოტა დაბნელდება, სამაგიეროდ ამ დამატებით საშუალებებს 30%-ით შეუძლიათ ოთახის გაგრილება.
3. მზიან მხარეს მოქცეული ოთახების კარებები ძირითადად, დახურული გქონდეთ.
4. თჩაყარეთ ყინული და ვენტილატორთად დადგით, მთელს ოთახში ცივი ჰაერი დატრიალდება.
5. ჭერში დამაგრებული ვენტილატორით ოთახი უფრო კარგად გრილდება, მაგრამ ჯობია, მისი ფრთები საათის საწინააღმდეგოდ ბრუნავდეს.
6. დანამეთ ოთახი. ყოველ 1-2 საათში თუნდაც სანამავი ბოთლით დააფრქვიეთ ცივი წყალი, ან ჰაერის დამატენიანელებლში ყინულივით ცივი წყალი ჩაასხით.
7. დაკიდეთ ფანჯრებზე სველი ზეწრები ან პირსახოცები.
8. სამზარეულოსა და აბაზანაში ჩართული გქონდეთ გამწოვები, რადგან ისინი ძირითადად, გამთბარ ჰაერს ისრუტავენ.
9. თუ სიცხის გამო დაძინება გიჭირთ, მატრასი იატაკზე მოათავსეთ - ოთახის ყველაზე დაბალ ნაწილში შედარებით დაბალი ტემპერატურაა.
10. ზეწარი 10 წუთით გააჩერეთ საყინულეში და საწოლში გამოიყენეთ.
11. ძლიერ სიცხეში მხოლოდ სატინის ან კოტონის თეთრეულში გეძინოთ. ის უფრო ინარჩუნებს სიგრილეს.
12. წყლით სავსე სათბურა („გრელკა“) გაყინეთ, გაახვიეთ შალითაში და საწოლში ფეხების მხარეს დაიდეთ. ნუ შეეხებით, ის ისედაც გამოჰყოფს სიგრილეს. სათბურის ნაცვლად პლასტმასის ბოთლის გამოყენებაც შეგიძლიათ.
13. შეამცირეთ ელექტრომოწყობილობების მოხმარება - ტელევიზორი, კომპიუტერი, მტვერსასრუტი ან სხვა ტექნიკა მუშაობის დროს დამატებით სითბოს გამოყოფს.
14. ეცადეთ, მარტომ დაიძინოთ, თუ ეს არ დააზარალებს თქვენს ურთიერთობებს. საბნის ქვეშ ჩახუტებები კი შემოდგომისთვის გადადეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები