ხახვის დაჭრის დროს რომ არ ვიტიროთ

ხახვი ერთ-ერთი ინგრედიენტია, რომელიც ბევრ კერძში შედის, მაგრამ მისი დაჭრა ყოველთვის სასიამოვნო არ არის. ამ ბოსტნეულმა შეიძლება აგატიროთ, მაგრამ არსებობს რამდენიმე ხერხი, რომელიც დაგეხმარებათ ამ დისკომფორტის თავიდან აცილებაში.
ტირილი ხახვის დაჭრის დროს ევოლუციური თავდაცვის მექანიზმია, რომელიც შექმნილია მცენარის დაზიანებისგან დასაცავად. ხახვის დაჭრისას დაზიანებული უჯრედებიდან გამოიყოფა ფერმენტები, რომლებსაც ალიინაზები ეწოდება და დროთა განმავლობაში გამოიყოფა აირი, რომელიც მოძრაობს ჰაერში და აღიზიანებს თვალის გარსს.

შეფ-მზარეული ჯული ენდრიუსი ამბობს: "სხეულის რეაქცია გაზზე თვალის ზედაპირთან შეხებისას არის ცრემლების წარმოქმნა, რათა აირი გამოირეცხოს თვალიდან". ყველა ხახვი
ერთნაირი არ არის, ზოგი ტკბილია, ზოგი - მწარე და შეიცავს ნაკლებ გოგირდს, ვიდრე ტრადიციული თეთრი ან წითელი ხახვი, ამიტომ ისინი უფრო მსუბუქ რეაქციას იწვევენ.

გამოიყენეთ ბასრი დანა
ბასრი დანა სამზარეულოში ძალიან საჭირო ნივთია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი ხახვის დაჭრისას. ბასრი დანა ხახვის ზედაპირს ნაკლებად აზიანებს, რაც ამცირებს მისგან გამოყოფილი აირის რაოდენობას.

დაჭერით გამწოვის ქვეშ
ხახვის დაჭრა კარგად ვენტილირებად ადგილას შეიძლება ეფექტური იყოს, ამ დროს ნაკლები აირი მოხვდება თქვენს თვალში. თუ გამწოვი არ გაქვთ, ხახვის დაჭრის დროს ფანჯარა გამოაღეთ.




არ გაჭრათ ფესვი
ხახვის დაჭრისას დატოვეთ ფესვი, სადაც ყველაზე მეტი ფერმენტი და მოლეკულაა კონცენტრირებული, თუ ფესვს ხელუხლებლად დატოვებთ, დაჭრის დროს ნაკლები აირი გამოიყოფა.

ხახვი დაჭრის წინ გააგრილეთ

დაჭრის წინ ხახვი მაცივარში მოათავსეთ, შედეთ საყინულეში 10-15 წუთით. დაბალ ტემპერატურაზე ქიმიური რეაქციები ნელდება, ამიტომ ცივი ხახვის დაჭრის დროს ნაკლები გოგირდი გამოიყოფა.

ნუ დაჭრით, დააქუცმაცეთ
თუ ამის საშუალება გაქვთ, ხახვის დასაქუცმაცებლად გამოიყენეთ სამზარეულოს კომბაინი ან ჩოფერი, ეს არა მარტო დააჩქარებს მომზადების პროცესს, არამედ შეამცირებს იმის ალბათობას, რომ სადილის მომზადების დროს ტირილი მოგიწევთ.

კომენტარის დამატება