რატომ გახშირდა სეტყვა საქართველოში და არის თუ არა განმეორების საფრთხე - "ნალექის რაოდენობა გაორმაგებულია"


ბოლო პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სე­ტყვის შემ­თხვე­ვე­ბი გახ­შირ­და. სე­ტყვა, ძი­რი­თა­დად, კა­ხეთ­სა და შიდა ქარ­თლში ფიქ­სირ­დე­ბა. სე­ტყვის მას­შტა­ბებ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, მისი მარ­ცვლე­ბის ზო­მამ მო­სახ­ლე­ო­ბის შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა დე­და­მი­წა­ზე კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ სე­ტყვა შე­საძ­ლოა, სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხედ­რო სა­მეც­ნი­ე­რო-ტექ­ნი­კურ ცენ­ტრ "დელ­ტას" სე­ტყვა­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მამ გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც კა­ხეთ­შია და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გან­მარ­ტე­ბით, მა­ი­სის თვე­ში გახ­ში­რე­ბუ­ლი სე­ტყვა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უჩ­ვე­უ­ლო არ არის. სა­ა­გენ­ტოს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის, დოდო გვა­ზა­ვას გან­მარ­ტე­ბით, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის სე­ტყვა ყო­ველ­თვის პრობ­ლე­მა­ტუ­რი იყო
და მას­თან გამ­კლა­ვე­ბას საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­შიც ცდი­ლობ­დნენ, რის­თვი­საც სე­ტყვას­თან ბრძო­ლის სამ­სა­ხუ­რიც არ­სე­ბობ­და. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, დღეს სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში სე­ტყვის შან­სი ისევ არ­სე­ბობს.

"პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით, სე­ტყვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ არ გა­მოვრცი­ხავ, რომ ღა­მი­სა და სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში აღი­ნიშ­ნოს ხან­მოკ­ლე ხა­სი­ა­თის წვი­მა. ზო­გა­დად, სი­ნოპ­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია ახლა უფრო და­წყნა­რე­ბუ­ლია, ვიდ­რე გა­სულ დღე­ებ­ში იყო", - აღ­ნიშ­ნა მან AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

სი­ნოპ­ტი­კო­სის თქმით, სე­ტყვის მოს­ვლის ალ­ბა­თო­ბით წლე­ვან­დე­ლი მა­ი­სი შარ­შან­დე­ლის­გან არ გა­მო­ირ­ჩე­ვა.

"ატ­მოს­ფე­რო­ში ძა­ლი­ან არამ­დგრა­დი სი­ტუ­ა­ცია იყო, ეს პრო­ცე­სი უფრო აქ­ტი­ურ­დე­ბო­და, როცა შავი ზღვის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი­დან შე­მო­სუ­ლი ჰა­ე­რის მა­სე­ბი ნო­ტიო იყო და ამ დროს სამ­ხრე­თი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცხე­ლი ჰა­ე­რის მა­სე­ბის გრო­ვა, რო­მე­ლიც უმე­ტე­სად, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებ­და, საწ­ვი­მა­რი ღრუ­ლებ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბას იწ­ვევ­და. აღ­ნიშ­ნულ ღრუბ­ლებს ვერ­ტი­კალ­ზე სი­მაღ­ლე ძა­ლი­ან დიდი აქვს და მის ზედა ფე­ნებ­ში კრის­ტა­ლის ყი­ნუ­ლე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად წარ­მო­იქ­მნე­ბა. ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თი­დან მოქ­მე­დი ჰა­ე­რის მა­სე­ბი გზას კე­ტავ­და და გან­ვი­თა­რე­ბულ ღრუბ­ლებს მოძ­რა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და, რომ კას­პი­ის ზღვის­კენ წა­სუ­ლიყ­ვნენ, ამი­ტომ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში იც­ლე­ბო­და, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, თბი­ლის­ში და კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში", - აღ­ნიშ­ნა მან. იხილეთ სრულად

კომენტარები

ტასო 2019-08-06 11:58
რატომ გახშირდაო,ნუთუ ამაზე დღემდე არ გაქვთ პასუხი?ეს ყველაფერი ბიძინას ნამოქმედარია,ეს როგორ გამოგრჩათ.ყველა უბედურება რაც ამ ქვეყანაში ხდება ხომ ბიძინას ნამოქმედარია.ხა ხა ხა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები