როდესაც სწავლის საფასური ნაგავია - ინდოეთში წყვილმა ღატაკებისთვის სკოლა გახსნა



ინდოეთი უნიკალური ქვეყანაა. ტერიტორიის მიხედვით მეშვიდე, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორეა მსოფლიოში. მისი ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდება. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღავრს მიღმა ცხოვრობს. ინდოეთის ერთ-ერთი დიდი პრობლემა გარემოს დაბინძურებაა.



2013 წელს ინდოელი მაზინ მუხტარი ნიუ იორკში ცხოვრობდა. იქ გაიცნო მომავალი მეუღლე პარვიტა სარმა. ერთად ოცნებობდნენ სამშობლოში დაბრუნებასა და ღარიბებისთვის სკოლის გახსნაზე.



სამი წლის შემდეგ ოცნება რეალობად აქციეს, დაბრუნდნენ ინდოეთში და სკოლაც გახსნეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სკოლა უფასო არის ღარიბებისთვის. ერთადერთი პირობა სწავლის მსურველთათვის ყოველდღიურად სკლაში ნაგვის მიტანაა.




ინდოეთში
პლასტმასის დაწვა ნორმაა. ამიტომაც წყვილმა გადაწყვიტა ასეთი განსხვავებული საფასური დაეწესბინათ სწავლისთვის და შეგროვებული ნაგავი უტილიზაციის ცენტრში გაეგზავნა. ამ გზით ისინი თან უფასოდ ასწავლიან ღარიბ მოსახლეობას და თან ქვეყანას პლასტმასის გადამუშავებაში ეხმარებიან.

.

"ახლაც მახსოვს, როგორ იჟღინთებოდა ჩევნი საკლასო ოთახი ტოქსიკური გაზით ყოველ ჯერზე, როდესაც მახლობლად პლასტმასის ბოთლებს წვავდნენ. ჩვენს ქვეყანაში ეს ნორმაა. ჩვენ გვინდოდა ამ საშინელებისთვის ბოლო მოგვეღო და გადავწყვიტეთ მოსწავლეების წახალისება. ამიტომაც დავაწესეთ სწავლის საფასურად ნაგვის მოტანა".




სკოლაში სწავლობენ არა მარტო ბავშვები, არამედ მათი მშობლებიც. თავდაპირვალედ სკოლის მეპატრონეების ინიციატივას დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრიან, თუმცა მას შემდეგ, რაც მოისმინეს ლექციები იმის შესახებ, თუ რამდენად მავნეა პლასტმასის დაწვის შედეგად გამოყოფილი გაზი, აზრი შეიცვალეს. მათ გააცნობიერეს, რა საფრთხე ემუქრებოდათ მათ შვილებს.




გაკვეთილების შემდეგ მოსაწავლეები რჩებიან სკოლაში და ნაგვის უტილიზაციაში იღებენ მონაწილეობას. ისინი ძირითადად ახარისხებენ და პრესავენ ნაგავს. სკოლის გახნამდე კი ეს ბავშვები იძულებულები იყვნენ სამუშაო ამერიკაში წასულიყვნენ და შავ სამუშაოში ყოველდღიურად 2,5 დოლარი მიეღოთ.



მაზინიმ და პარვიტამ გადაწყვიტეს საკუთარი მოსწავლეები დაესაქმებინათ. წარჩინებულ და უფროს მოსაწავლეებს პატარების მეცადინეობა ევალებათ, თუმცა ფულის გადახდის საშუალება არ იყო, ამიტომ გადაწყვიტეს შემოეღოთ შიდა სასკოლო ვალუტა, რომლიტაც მათ ეძლევათ საშუალება იყიდონ ტანსაცმელი და საკვები, ასევე სასკოლო ინვენტარი.



ვალუტის გამომუშევბა კარგი სწავლით არის შესაძლებელი, ასევე პატარების მეცადინეობით და ნაგვის უტილიზაციით. ცუდი საქციელის გამო მოსწავლეებს ჯარიმის გადახდა უწევთ.


"ვცდილობთ ბავშვების შრომა ბავშვთა შრომის წინააღმდეგ გამოვიყენოთ. სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებს ფულის გამომუშავების საშუალებას ვაძლევთ. ღაც უფრო მარარ კლასში გადადიან ბავშვები, მით მატულობს მათი ანაზრაურება. "




სკოლაში ბავშვები სწავლობენ მათემატიკას, ენებს და ბუნებისმეტყველებას.
როდესაც სკოლა გაიხსნა თავიდან სულ 20 ბავშვი ყავდათ, ახლა კი სკოლაში 110 მოსწავლეა. წყვილი ოცნებობს რაც შეიძლება მეტი ასეთი სკოლა გახსნას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები