აიქრიზონი - როგორ უნდა მოუაროთ "სიყვარულის ხეს"

აიქრიზონი პატარა ბუჩქია, რომელსაც მსხვილი ღერი და პატარ-პატარა ხორციანი ფოთლები აქვს. ამ მცენარეს სიყვარულის ხეს უწოდებენ. ეს სახელი იმიტომ შეარქვეს, რომ მისი ფოთლები გულის ფორმას წააგავს.
ამბობენ, რომ ვისაც შინ აქვს აიქრიზონის ქოთანი, მის ოჯახს სიყვარული არ მოაკლდება.

აიქრიზონი კლოდოვან ადგილებშიც ხარობს, სადაც სხვა მცენარეს სიცოცხლე გაუჭირდება. ამ მცენარის ყვავილი 30 სმ-მდე იზრდება. აიქრიზონის ფოთლები შეიძლება იყოს როგორც ღია სალათისფერი, ისე მუქი მწვანე.

იმისათვის, რომ გაზაფხულის ბოლოს ამ მცენარემ იყვავილოს, საკმაო ძალისხმევაა საჭირო. ზაფხულში აიქრიზონი 25-30 გრადუს ტემპერატურას მოითხოვს და ხშირ
მორწყვას საჭიროებს. ზამთარში კი კვირაში ერთხელ მორწყვა სრულიად საკმარისია. ზამთარში ეს ყვავილი 10-12 გრადუს ტემპერატურაზე უნდა დააბინავოთ.

აიქრიზონის ფოთლები დროდადრო უნდა გაიწმინდოს, რათა ზედ მტვერი არ დაგროვდეს. თუ ამ წესებს ზედმიწევნით დაიცავთ, მაისში შესანიშნავი ყვავილებით დატკბებით.

კომენტარები

ნანა 2019-01-15 23:42
ჩემს აიხრიზონს ტოტები ემტვრევა, რა არის მიზეზი?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები