საშობაო ყვავილი - რატომ ვიქონიოთ და როგორ მოვუაროთ

ახალი წლის წინა დღეებში სავაჭრო დახლებზე ხასხასა წითელი ფერის ულამაზესი ყვავილი ჩნდება. ქართული საშობაო ტრადიციებისთვის ის უცხო და ახალია, თუმცა ევროპაში ძალიან გავრცელებულია და თანდათან ჩვენშიც იკიდებს ფეხს. ეს ყვავილი პუანსეტია გახლავთ. მას საშობაო ვარსკვლავსაც უწოდებენ. რატომ უნდა იქონიოთ ეს ალისფერი ყვავილი შინ საშობაოდ და როგორ უნდა მოუაროთ მას.

პუანსეტია უნიკალური და ძალიან ლამაზი საშობაო მცენარეა. მას სხვაგვარად ბეთლემის ან საშობაო ვარსკვლავს უწოდებენ. მასთან დაკავშირებით ასეთი ლეგენდაც არსებობს:

თურმე მექსიკაში ობოლი და-ძმა ცხოვრობდა, რომელთაც ძალიან უყვარდათ შობა და ყოველთვის მოუთმენლად ელოდნენ ამ

დღეს. ერთ-ერთ შობას მოძღვართან ყველამ საჩუქარი მიიტანა. ამ და-ძმას კი საჩუქრის შეძენის საშუალება არ ჰქონდა და შობის ღამეს მღვდლისთვის მათ ქოთნით პუანსეტია მიურთმევიათ. იმ ღამეს ეს მცენარე გაწითლებულა და მას შემდეგ ის შობის მცენარედ მოიაზრება.

თუ ამ ლეგენდას დავუჯერებთ, მცენარე ნამდვილად სასწაულმოქმედია, რადგან უეცრად იცვალა ფერი შობის ღამეს. პუანსეტია ესპანელებმა მექსიკისთვის ბრძოლის დროს ნახეს და სწორედ შობის პერიოდისთვის გაშლილი ულამაზესი ვარსკვლავით იმდენად მოიხიბლნენ, რომ მღვდელმსახურებმა ამ ყვავილს Flora de Noche Bueno, ანუ წმინდა ღამის ყვავილი უწოდეს.

ამასთანავე, ის ძალიან ლამაზია და, თუ თქვენც გაახარებთ, თქვენს ბინას ფერადი ფოთლებით დაამშვენებს.

თუ გსურთ, რომ თქვენი პუანსეტია შობის ღამეს წითელი იყოს, სექტემბრიდან, დღის მეორე ნახევარში, უნდა დადგათ ბნელ ადგილას, ან რაიმე მუქი ფერის ნაჭერი გადააფაროთ და მცენარე "დააბნელოთ". ასე მოიქეცით დეკემბრის ბოლომდე და თქვენი პუანსეტია შობას ნამდვილად წითელი ფოთლებით შეხვდება.

შეგიძლიათ, ეს გაითვალისწინოთ შემდეგი შობისთვის, მაგრამ, თუ ახლა შეიძინეთ პუანსეტია, აუცილებლად შობის ღამეს სუფრასთან ან ნაძვის ხესთან ახლოს დადგით, რათა მომავალი წელი ბედნიერების მომტანი იყოს.

 განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

Tamo 2019-05-31 16:45
Rogor gavaxaro motexili toti sashobao yvavili
Tako 2017-09-10 22:32
Shobis yvavilu ukve erti welia rac maqvs,gaizarda kargad,magram es erti tvea potlebi uvitldebaa webovani gaxda,,,ra vuhveloo..ra gavketoo ver metyvit..rit shevwamlooo..
ჯილდა 2016-11-30 11:38
მე მოტეხილი ტოტი წყალში ჩავდევი. ფესვები რომ გაიკეთა, მიწაში გადავრგე. ეხლა ხესავით არის გაზრდილი უფრო წვრილი ფოთლებით, მაგრამ ეს ფოთლები მაინც წითლდება
puanshotia 2016-11-30 02:38
Xomar metyodit tu shegizliat damakvalianot puanshotias toti motyda rogor unda gavaxaro madloba winaswar

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები