ოთახის მცენარეები, რომელთაც უსიამოვნებები მოაქვთ

ოთახის მცენარეები თითქმის ყველა სახლშია. ისინი გარემოს გვილამაზებენ, ჰაერს წმენდენ, უბრალოდ კარგ ხასიათზე გვაყენებენ, ესთეტიურ სიამოვნებას გვანიჭებენ, თუმცა ცოტა ადამიანი თუ დაფიქრებულა იმის შესახებ, რომ ჩვენმა მწვანე მეგობრებმა შესაძლოა სარგებელის გარდა, გვავნონ კიდეც.

რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ სახლში მხოლოდ დადებითი ენერგეტიკის მატარებელი მცენარეები გავახაროთ.
ჩვენს ცხოვრებაში უამრავი ცრურწმენა არსებობს, ზოგიერთი მათგანი მცენარეებსაც უკავშირდება, ყველაზე ხშირად ოთახის მცენარეებს. ადამიანები უხსოვარი დროიდან თვლიდნენ, რომ თითოეული მცენარე საკუთარ მაგიურ ძალასა და ენერგიას ფლობს. ადამინების მოსაჯადოებლად ჯადოქრები და მისნები
ტყუილად როდი იყენებდნენ სხვადასხვა მცენარეს.
თანამედროვეები კი მივიდნენ დასკვნამდე, რომ მცენარეები შეიგრძნობენ ადამიანებს, იმახსოვრებენ ყველაფერს და უფრო მეტიც, როგორც ცოცხალი ორგანიზმები ჩვეულებრივ განიცდიან ტკივილის შეგრძნებას, ამიტომ გახსოვდეთ, რომ მათ ნაზად და რაც მთავრია სიყვარულით უნდა მოვეპყრათ.

ოთახისთვის მცენარე საგულდაგულოდ უნდა შეარჩიოთ. ხვიარა ყვავილები მხოლოდ დანიშნულებისამებერ უნდა გამოიყენოთ. მოერიდეთ ოთახში წვეტიანი და ბასრი ფოთლების მქონე მცენარეებს. მომრგვალებული ფოთლები მქონე მცენარეები დადებითი ენერგეტიკის მატარებლები არიან.
ბოლო დროს კაქტუსი შემოვიდა მოდაში, ის თითქმის ყველა ოჯახში არის, თუმცა მასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. კაქტუსი უარყოფითი ენერგეტიკის მატარებელი მცენარეა. ის იმდენად ძლიერია, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მავნე გამოსხივებასაც კი ანეიტრალებს. ასე რომ, თუ კაქტუსი გაქვთ, გირჩევთ ის უშუალოდ ტექნიკის სიახლოვეს მოათავსოთ.
ზოგიერთები ასევე ამტკიცებენ, რომ არ aარის სასურველი სახლში აზალია და პალმა - ეზოში ჯობს.
საბედნიეროდ, დადებითი ენერგეტიკის მატარებელი მცენარე უფრო მეტი არსებობს. ალოე და კალანჰოე უკვე მრავალი წელია ყველა ოჯახის სასურველი ბინადარია, ისინი ბუნებრივი ანტისეპტიკები არიან.
Gგერანია, ქრიზანტემა და პიტნა კი სახლს დროთა განმავლობაში დაგროვილი უარყოფითი აურისგან წმენდს.
Mმირტი კი ოდითგანვე სახლში სიმშვიდისა და ჰარმონიის მომტან სიმბოლოდ ითვლება.
უშვილო ოჯახებს ციკლამენების ქონას ვურჩევთ, ვარდებსა და იას კი ვნება და სიყვარული მოაქვს.
ციტრუსები ნერვულ სისტემას ამშვიდებს და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც აქვს.
ბეგონია დადებითად მოქმედებს ოჯახის ყველა წევრზე, მას ოჯახში სტაბილურობა და ფინანსური კეთილდღეობა მოაქვს.
ასევე კარგია სახლში პრიმულას, მარანტასა და დიფენბახიას ქონა.
თუ მცენარე კვდება და ხვდებით, რომ მას ვეღარ უშველით ჯობია მას თავიდანვე დაშორდეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები