როგორ ვუშველოთ ოთახის მცენარეების გაყვითლებულ ფოთლებს

ოთახის მცენარეებს ადრე თუ გვიან ფოთლები უყვითლდებათ. ამ დროს აშკარაა, რომ ყვავილს რაღაც სჭირს და მას შველა სჭირდება. ვეცდებით, ამის გამომწვევ რამდენიმე მიზეზე გესაუბროთ.

ზედმეტად მეტი ან ცოტა წყალი
ნიადაგის ზედა ფენა ბევრად ადრე შრება, ვიდრე შიდა, ამიტომ შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ყვავილს წყალი სჭირდება, თუმცა შეიძლება შეცდეთ. იმისათვის, რომ სწორად გაარკვიოთ, მართლა საჭიროებს თუ არა ესა თუ ის მცენარე მორწყვას, ნიადაგი 2-3 სმ-ის სიღრმეზე უნდა მოსინჯოთ.
თუ დაადგინეთ, რომ ნიადაგი მართლაც მშრალია და სჭირდება მორწყვა, სასწრაფოდ მორწყეთ და ეცადეთ ეს
პროცედურა რეგულარულად გაიმეოროთ.

თუ პირიქით მოხდა და აღმოაჩინეთ, რომ ნიადაგი ზედმეტად სველია, შეამოწმეთ, ხომ არ ლპება თქვენი მცენარე. ამ დროს მცენარის ფესვები ზიანდება. ლპობის პროცესს ადვილად გამოავლენთ ობის სუნით. თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ეცადეთ მცნარე სხვა ქოთანში გადარგათ. უზრუნველყავით მცენარე კარგი დრენაჟით და ეცადეთ მორწყვის ოპტიმალური და რეგულარული გრაფიკი შეიმუშავოთ.

თუ მცენარეს წყალი ნორმალურად აქვს, თუმცა ფოთლები მაინც გაყვითლებულია, უნდა შეამოწმოთ, ხომ არ ჰყავს მავნე ჭიები. თუ მცენარეს წვრილი ნახვრეტები ან პატარა თეთრი წერტილები შეამჩნიეთ, ე.ი მას შველა ჭირდება.
იმისათვის, რომ ჭიები სხვა მცენარესაც არ გადაედოს, ისინი ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს.

დაზიანებული ფოთლები საგულდაგულოდ უნდა გაიწმინდოს თბილი წყლით ან სარეცხის საპნის ხსნარით. ამის შემდეგ უნდა დამუშავდეს სპეციალური ხსნარით.
ფოთლების გაყვითლების კიდევ ერთი მიზეზი მზის სხივების ნაკლებობაა. განსკუთრებით საყურადღებოა ამ მხრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდი, ეცადეთ მცენარე ხშირად გაანიავოთ და შეძლებისდაგვარად გაიტანოთ მზეზე. ოთახის მცენარეები ვერ იტანენ სიცივესა და ორპირ ქარს, მოარიდეთ ისინი ასეთ პირობებს. თუ თქვენი ყვავილი გრილ ადგილას არის მოთავსებული, მას წყლის მიწოდება უნდა შეუმციროთ.
ასევე არ დაივიწყოთ მცენარის სასუქით გამდიდრება, განსაკუთრებით აზოტის ნაკლებობაზე გაამახვილეთ ყურადღება. სასუქით გამდიდრების დროს ყურადღება მიაქციეთ დოზას, ზედმეტი არ მოგივიდეთ.

კომენტარები

liza 2018-03-30 15:46
romeli sasukia uketesi kvavilistvisliza

კომენტარის დამატება