ეს ხე ფულს ნამდვილად იზიდავს ოჯახში - ე.წ. დოლარის ხე, რომელზეც ჯერ არ გსმენიათ

ფულის ხეს ბევრი იცნობს, თუმცა თურმე კიდევ ერთ მცენარეს უკავშირებენ ფულის მოზიდვას სახლში. და თურმე, ის მეტად ძლერ ენერგიას ფლობს და ძალიან ადვილი მოსავლელიც არის.

ეს დოლარის ხეა, რომელსაც ზამიოკულკასი ჰქვია სინამდვილეში.

ძირითადი რეკომენდაციები

1. მოსარწყავად გამოიყენება მხოლოდ დამდგარი წყალი.
2. უმჯობესია ეს მცენარე მოათავსოთ ნათელ ადგილას, ფანჯრიდან აღმოსავლეთით ან დასავლეთით.
3. აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით, კვირაში ორჯერ, მცენარე საჭიროებს სასუქის დამატებას. გამოდგება კაქტუსების ან სეკულენტებისთვის განკუთვნილი სასუქი.
4. სქელ და მძიმე ტოტებს აუცილებლად ესაჭიროება საყრდენი.
5. არ დაგავიწყდეთ მცენარის ფოთლების გაწმენდა.
6. ზამთარში მცენარე ფანჯარასთან ახლოს მოათავსეთ.
7. ზაფხულობით მცენარე გარეთ გაიტანეთ ხოლმე, აივანზე ან ბაღში.

იმისათვის, რომ მცენარემ თავი კომფორტულად იგრძნოს და თქვენც გაგახაროთ, ყიდვისთანავე უნდა დაიცვათ შემდეგი წესები
ყიდვისთანავე.

1. თუ დოლარის ხე გაჩუქეს ან იყიდეთ და მისი ქოთანი თქვენს ინტერიერს არ შეეფერება, ნუ იჩქარებთ მის გადარგვას, დააცადეთ გარემოსთან ადაპტაცია, ეს პერიოდი დაახლოებით 2 კვირა გრძელდება. დიდი ყურადღება დაუთმეთ კაშპოს. ის უნდა პასუხობდეს მცენარის ძირ-ფესვის სისტემას. გადარგვისას ყურადრეა უნდა მიაქციოთ მცენარის ასაკსა და წელიწადის დროს.
2. გადარგვისას ფრთხილად იყავით. ზამიოკულკასს შხამიანი წვენი აქვს. გადარგვის დროს აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანები და მცენარესთან შეხების შემდეგ საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები. ქოთანს ძირში კერამიკის ნატეხები ჩაულაგეთ, ბოლოს კი მცენარეს სილა მოაყარეთ.
მცენარე ყოველ წელს გადარგეთ, თითოეულ ჯერზე ქოთანი იმაზე დიდი უნდა იყოს, ვიდრე წინა იყო. ეს ეხება ახალგაზრდა მცენარეს, ასაკოვანი მცენარე კი საჭიროების მიხედვით უნდა გადაირგას.

ზამიოკულკასი, როგორც თილისმა
ზამიოკულკასს დიდი სიმბოლური დატვირთვა გააჩნია. მას ქალთა ბედნიერების ხესაც უწოდებენ. იმისათვის, რომ ამ მცენარემ გოგონებს მართლაც მოუტანოს ბედნიერება, ის ნაჩუქარი უნდა იყოს და არა ნაყიდი.
ფენშუის სწავლების თანახმად, ზამიოკულასს ფულის მოზიდვა ნამდვილად შეუძლია.

როგორც გითხარით, ზამიოკულკასი შხამიანი მცენარეა. ეცადეთ ის ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას მოათავსოთ და ხელით არ შეეხოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები