ოთახის მცენარეები, რომელთა სახლში გაჩერებასაც არ გირჩევთ, თუ ალერგია გაქვთ ან ბავშვი გყავთ შინ

ნებისმიერ სივრცეს უხდება სიმწვანე, თუმცა არსებობს რამდენიმიე ფაქტორი, რომელთა გათვალისწინებას ფლორის მოყვარულებს აუცილებლად ვურჩევთ.
ზოგს გაზაფხულის მოსვლა თუ უხარია, ზოგს მისი ძალიან ეშინია, ალერგიის გამო. ვინც ალერგიით იტანჯება, კარგად იცის, რომ გაზაფხული ამ მხრივ აქტიურია და ფრთხილად უნდა იყოს, თავი აარიდოს გარკვეულ მცენარეს, მაგრამ ვინც ჯერ არ იცის, რომ ალერგიულია, შესაძლოა ერთი შეხედვით უწყინარმა მცენარემ ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციოს. მოდით ვნახოთ, რომელ მცენარეებს უნდა ავარიდოთ თავი, რათა პრობლემას არ წავაწყდეთ.

ბენჟამენის ფიკუსი


ეს ოთახის ერთ-ერთი ძალიან გავრცელებული მცენარეა, თუმცა უნდა გითხრათ,
რომ ძალიან საშიშია ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის, რადგან მათ ახასიათებთ მცენარის ფოთლების მოგლეჯვა და "გემოს გასინჯვა". საქმე ის გახლავთ, რომ ფიკუსის ფოთლები შხმიანია, რასაც შესაძლოა სერიოზული გართულება მოჰყვეს. გართულება შესაძლოა გამოიხატოს როგორც კანის სიწითლით, ისე სუნთქვის გაძნელებით.

ქრიზანთემა

ყველა თანხმდება, რომ ამ მცენარეს საოცარი სურნელი და ვიზუალი აქვს, თუმცა გვერდითი მოვლენები ასეთი უწყინარი ნამდვილად არ არის. თუ მტვერზე ალერგია გაქვთ და ეს იცით, გირჩევთ ქრიზანთემა სახლში არ იქონიოთ.

პალმა

მიუხედავად იმისა, რომ პალმისებრთა ოჯახის მცენარეები არ ყვავის, მათ მაინც შეუძლიათ ადამიანებისთვის სირთულეების შექმნა. ის გამოყოფს გარკვეული რაოდენობის მტვერს, რომელიც იწვევს მაგალითად თვალების გაღიზიანებას, ქავილს და სხვა ალერგიულ გართულებებს.

აფრიკული ია

მართლაც ულამაზესი ყვავილებია, მაგრამ თუ მტვერზე ალერგია გაქვთ, გირჩევთ უპირატესობა პრიალა ფოთლიან მცენარეებს მიანიჭოთ, რათა მტვრის ზედმეტ კერას ათავი აარიდოთ.

გიაცინტი

მარტსა და აპრილში სუპერმარკეტები უხვად გვთავაზობენ ამ მცენარის ბოლქვებს, თუმცა სანამ მათ შეძენას გადაწყვეტთ, უნდა იცოდეთ, რომ გიაცინტებს ძალიან მძაფრი სუნი აქვს, რომელსაც ამ მცენარის მტვერი გამოყოფს. მასთან შეხებამ შესაძლოა გამოიწვიოს ქავილი და კანის სიწითლე. ამიტომ, თუ ბოლქვების გადარგვას აპირებთ, აუცილებლად ხელთათმანებით იმუშავეთ.

აბუტილონი

ეს ერთი შეხედვით უვნებელი და მომხიბვლელი ყვავილი საკმაოდ პრეტენზიულია და თუ ალერგიისკენ ხართ მიდრეკილი, გირჩევთ მას თავი აარიდოთ.

გერბერა

ლამაზი, ადვილი მოსავლელეი მცენარეა, თუმცა საყურადღებო. მას საკმაოდ ბევრი მტვერი აქვს და მან შესაძლოა პრობლემები გამოიწვიოს.

გვირილა

ოთახის არც ისე გავრცელებული სახეობაა, არადა ტყუილად. ძალიან ლამაზია, კარგი სურნელი აქვს და ადამიანის ნერვულ სისტემაზეც საკმაოდ დადებითად მოქმედებს. ძალიან სასარგებლოა ასევე გვირილის ჩაი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები